გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 24.05.2013 14:32:46
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, ანუ სასიკვდილო ჩვენ ვართ მხოლოდ
აქცია და კონტრააქცია
საია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: მერაბიშვილი, რომ აჭიკჭიკდება, მერე ნახეთ „ნაციონალების“ ცოდვის ტირილი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
ნუგზარ წიკლაური:ვანო მერაბიშვილი დაკავებულია იმისათვის, რომ შექმნა სამუშაო ადგილები

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვლევების საფუძველზე დავასახელოთ
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი თავის ქცევით ცდილობს გაანადგუროს საკუთარი პარტია
ჯონ კერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ ჯაშუშობასთან დაკავშირებული მუხლის ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები სოზარ სუბარს ადანაშაულებენ
მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია
სამხედრო თემა
26 მაისისთვის მზადებასთან დაკავშირებით სამხედრო ავიაცია დღეს და ხვალ რეპეტიციას გაივლის
ირაკლი ალასანია ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა
ირაკლი ალასანიამ დაღუპული კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახს მიუსამძიმრა
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.7)
პოლიტიკა ინტერვიუ
დემურ გიორხელიძე: ჯექსონ-ვენიკის დათქმის გაგრძელების შეთხვევაში, თუკი რუსეთს ამერიკის ბაზარს დაუხურავენ, იმოქმედებს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ
2012.01.21 12:26
 
ეკა ბუჩუკური
რუსეთმა შესაძლოა, WTO-ში შესვლასთან დაკავშირებით, აღებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე უარი თქვას. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, 2011 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.
 
"რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, აშშ-ის მიერ ჯექსონ-ვენიკის დათქმის მოქმედების გაგრძელების გამო მიიღოს. თუ რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დოკუმენტების რატიფიცირების პროცესის დასრულების დროისათვის, ჯექსონ-ვენიკის დათქმა შენარჩუნებული იქნება, WTO-ს ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება აშშ-სთან ვაჭრობაში, გამოყენებული არ იქნება", - განაცხადა ლავროვმა.
 
ბოლო პერიოდში ყბადაღებული ჯექსონ-ვენიკის დათქმა ამერიკის კონგრესმა 1974 წელს, სსრკ-ამერიკის „ცივი ომის" პერიოდში მიიღო. ამ დათქმის მიხედვით, ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მოქლაქეებს თავისუფლების უფლებებს უზღუდავდნენ და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში ემიგრირების საშუალებას არ აძლევდნენ, ამერიკაში შეტანილ საქონელზე საკმაოდ დიდ საბაჟო გადასახადს იხდიდნენ. 1974 წლის შემდეგ, ამერიკის კონგრესს ყოველწლიურად ძალაში შეჰყავს ჯექსონ-ვენიკის დათქმა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი WTO-ს წევრი გახდება, მასზე უკვე დათქმა ვეღარ განხორციელდება.
 
შეეხება თუ არა აღებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე უარის თქმა კონკრეტულად საქართველოს და მის პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანას, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე Geotimes.ge-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ აუცილებლად შეეხება.
 
„ობიექტურად თუ შევხედავთ სიტუაციას, WTO-ს წევრი ქვეყნების ურთიერთობა, არ შეიძლება დისკრიმინაციული იყოს. ჯექსონ-ვენიკის დათქმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული, რათა საბჭოთა კავშირისთვის ამერიკული ტექნოლოგიები, განსაკუთრებით სამხედრო კომპლექსთან დაკავშირებული, არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ახლა, როცა გადატვირთვის პოლიტიკაზეა საუბარი და საგარეო ვაჭრობაში ახალი თამაშის წესებზე, ბუნებრივია, ამ დათქმის შენარჩუნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას არღვევს. მაშინ, რუსეთი, როგორც თვითონ მან განაცხადა, თვითნებურად მოიქცევა და ბუნებრივია, ეს შეეხება საქართველოსაც. აღებული ვალდებულებების უარყოფა ყველა მიმართულებით უნდა გავიგოთ. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ძალიან ცუდი პოლიტიკური ურთიერთობები, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქმედება საქართველოს მიმართ ეკონომიკურ, საგარეო-სავაჭრო ნაწილშიც თვითნებური იქნება, რაც ცხადია, ჩვენთვის სასურველი არ არის",-აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი. 
 
ამერიკამ 2002 წელს რუსეთი, როგორც სავაჭრო ქვეყანა აღიარა. პარადოქსალურია, მაგრამ ამის შემდეგაც, ამერიკის კონგრესის მიერ, ყოველ წელს ხდება ჯექსონ-ვენიკის დათქმის განახლება. ამავე დროს რუსეთს ამერიკასთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია. საერთაშორისო ექსპერტები მიჩნევენ, რომ დათქმის ყოველწლიური განახლება, შიდაამერიკული პოლიტიკის ნაწილია, რადგან რა მიზეზებს აღარ იგონებდნენ კონგრესში, რომ ყოველ წელს მისთვის გაგარძელების უფლება მიეცათ. არადა, ექსპერტების აზრით, ჯექსონ-ვენიკის დათქმას საფუძვლად სსრკ-დან მოქალაქეების ემიგრირების პრობლემა უდევს, რაც დღეს აბსურდულია.
 
იყენებს თუ ამერიკა 1974 წელს მიღებულ ჯექსონ-ვენიკის დათქმას რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტად და რუსეთის ამ განცხადების შემდეგ, მისცემს თუ არა ამერიკის კონგრესი ბარაკ ობამას დათქმის გაგრძელების საშუალებას. დემურ გიორხელიძეს მიაჩნია იმიტომ კეთდება ასეთი მკვეთრი განცხადებები, რომ ორივე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ეს ამომრჩველზეა გათვლილი.
 
„ეს ამერიკის პოლიტიკის ნაწილია. WTO-ში გაწევრიანებას რუსეთისთვის დიდი მომხიბლაობა ის აქვს, რომ მათ ამერიკის ბაზარი გაეხსნება, ნაკლებად აინტერესებს მას საქართველო და სხვა ქვეყნები. რუსეთს ამ ორგანიზაციის წევრობა თავისი საექსპორტო პროდუქციის, მეტალი იქნება ეს თუ სხვა რაიმე პროდუქცია, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე აძლევს თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას. თუკი მას ამ ბაზარს დაუხურავენ, მაშინ რუსეთი იმოქმედებს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ანუ კონფრონტაციული გზა გაგრძელდება. წელს ძალიან რთული წელია, საპრეზიდენტო არჩევნებია რუსეთშიც, ამერიკაშიც, საქართველოშიც, სწორედ ამიტომაც კეთდება ასეთი მკვეთრი განცხადებები, რომელიც ამომრჩევლისთვისაა გათვლილი. ნებისმიერ ქვეყანაში ასე იქცევიან, მაგრამ ეს არ უწყობს ხელს სწორი პოლიტიკის განვითარებას. სახელმწიფოს რეალური პოლიტიკური და საღი ინტერესები პიარ- კამპანიებს და იმ გეგმებს ეწირება, რომელსაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, პოლიტიკური ტექნოლოგები იყენებენ და ეს ძალიან დამაფიქრებელია. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პოლიტიკური მოსაზრებებით, ვთქვათ საარჩევნო ტექნოლოგიების მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება საერთაშორისო არენაზე გამწვავებებსაც ველოდოთ და ამის ნიშნები, სამწუხაროდ უკვე არის"-აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელძე.

 

geotimes.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 104 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
,,დედაენის ბაღში" აქციას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გამართავენ
გაზეთი
სამართალი |
2013.05.24 13:38
საქმე 2011 წლის აგვისტოში, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს და სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 12:36
"პრეზიდენტი ძალიან ბევრ საკითხზე დაიკითხება ... ჩვენ ვნახეთ, რაში იფლანგებოდა სააკაშვილის დაცვის საიდუმლოხარჯები- ქალბატონებისთვის საჩუქრებში, დროსტარებაში , რესტორნებში, მასაჟებში, შვილის სწავლაში, მკურნალობაში..
სამართალი |
2013.05.24 12:23
გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, სოზარ სუბარს და უწყებას პატიმრის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
პოლიტიკა |
2013.05.24 12:23
როგორც პრემიერმა, Georgian Times- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, „ნაციოანალები“ და მათი ლიდერი საკუთარ თავს თავად ინადგურებენ.
სამართალი |
2013.05.24 12:03
დაკავებულმა 23 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი მშობლები - 1942 წელს დაბადებული თამარ ქ. და 1940 წელს დაბადებული ანზორ მ. დანით სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიტიკა |
2013.05.24 12:00
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მოსახლეობას 26 მაისი -დამოუკიდებლობის დღე კეთილი სურვილებით მივულოცო. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ურთიერთინტერესებზეა დაფუძნებული.
საზოგადოება |
2013.05.24 11:49
უკვე ვიცი, რო მართალი იყო ის ჩემი ძმაკაცი, მართლა არი ის რაღაც და ბავშვმა ერთხელ თუ გკითხა, „მომავალ წელსაც ხო თქვენ გვასწავლით, მასწავლებელოო", მერე მოკვდები და მთლად ოქროს საბადო თუ არ შემოგაძლიეს, იმ ბავშვს იმედს ვერ გაუცრუებ. არადა მაინც დიდივით ეტყვი, რომ არ იცი, სასექტემბროდ რა და როგორ იქნება.
ძიება საიტზე
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
11:55
შსს-მ 1992 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
08:00
24 მაისის ანონსი
16:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს
14:25
26 მაისს 102 მსჯავრდებული საკუთარ სახლებში შეხვდება
12:37
პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
მთავარი დღეს
მალებგამოცლილი ხერხემალი - პოლიტიკური დევნა, თუ პოლიტიკური მსხვრევა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფია ინიშნება
სქემა, რომლითაც "ოცნებამ" "ნაციონალებისგან" წართმეული ქონება ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნოს
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
საზოგადოება
მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, ანუ სასიკვდილო ჩვენ ვართ მხოლოდ
აქცია და კონტრააქცია
კიბიდან დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით პატიმარი გარდაიცვალა
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის თაობაზე მერაბიშვილს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
მსოფლიოში
რუსეთის აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Daily Mail : ბრიტანეთის ტერირტორიაზე 2000-მდე პოტენციური ტერორისტი ცხოვრობს
ბრიტანეთის ხელისუფლება ვუდვიჩის ინციდენტთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გადახედვას აპირებს
ტაბლოიდი
ჯეი ლო ფიჭური კავშირის სალონების საკუთარ ქსელს ხსნის
Music Awards 2013-ის დედოფალი
საჩუქარი ანჯელინა ჯოლის თურქეთის პარლამენტიდან
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge