
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ პროხოროვის განცხადებით, მას გადაწყვეტილი აქვს ბიზნესს თავის დაანებოს, თუ პრეზიდენტი გახდება. ის გაყიდის თავის აქტივებს და ძალიან დიდი თანხას ქველმოქმედებას მოახმარს. „ჩემთვის ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანია",-განაცხადა პროხოროვმა. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენმა ვერ გაიმარჯვა არჩევნებში, იგი საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს.
„თუ მე მოვაგროვე 10%-ზე მეტი, მაშინ მე უფლება მაქვს შევქმნა პარტია და მას სათავეში ჩავუდგე,"-განაცხადა მილიარდელმა. არ არის გამორიცხული, პროხოროვის პარტიაში ფინანსთა ექს-მინისტრი ალექსეი კუდრინიც ვიხილოთ.
|