
სლოვაკეთში, ვიპ-აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის ადრეული შემოქმედების ნიმუში გამოიტანეს, 1913 წელს დახატული ზღვის პეიზაჟი, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროსაა შექმნილი, როდესაც ის ნაცისტური გერმანიის ლიდერი არ იყო.
ნამუშევრის პირველადი ღირებულება ნაცისტური ლიდერის ნახატისა 13 ათასი დოლარი, ან 10 ათასი ევროა. ნახატი ახალგაზრდა ჰიტლერის მიერ, იმ დროსა შექმნილი, როდესაც სერიოზულად აპირებდა მთელს ვენაში ცნობილი მხატვარი გამხდარიყო.
ნახატის ზომა 60/48 სანტიმეტრს შეადგენს. მასზე გამოსახულია ღამე ზღვის პეიზაჟი სავსე მთვარით. ექსპერტების აზრით, ჰიტლერმა თავიდანვე აირჩია თავისი შემოქმედების მთავარ თემად ღამის ცხოვრების სცენები.
უნიკალური ნახატი აუქციონს ბრატისლავიდან, ერთ-ერთმა მხატავრმა გადასცა. მისი ოჯახი პირადად იცნობდა ჰიტლერს. ნახატი კი მემკვიდრეობით გადაეცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. „ყველამ ვიცით, რომ ჰიტლერი მონსტრი იყო, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ მას მხატვრობის შესანიშნავი ნიჭი ჰქონდა." აღნიშნა ნახატის ყოფილმა მფლობელმა.
აქამდე სლოვაკეთში ადოლფ ჰიტლერის 1975 წელს შექმნილი ნახატი 10 200 ევროდ გაიყიდა.
|