გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 18.05.2013 12:18:19
swf
ბიზნეს რეიტინგი
მალე! მედია ჰოლდინგი "The Georgian Times''-ის ბიზნეს რეიტინგი
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო!
The Georgian Times-ის ტრადიციული „ბიზნეს-რეიტინგი" ბრუნდება!
ყველაზე რეიტინგული
თქვენ, ვისაც შოკმანჟე გიყვართ!
თანამგზავრმა ეგვიპტეში უცნობ პირამიდებს მიაკვლია
არამგონია, რაიმე პარამეტრით სუსტი ადამიანის კატეგორიას მივეკუთვნებოდე - გნებავთ გამძლეობით ან მოთმინებით
ინტერვიუ
დღევანდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკისრება
ნესტან კირთაძე: „ეს უნდა იყოს იდეის და არა ვინმესთან ნაცნობობის არჩევნები“
გურამ ოდიშარია: არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდის უკან გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი დგანან
სააკაშვილი: უკიდურესად ვარ შეშფოთებული თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის აქტით
სამართალი
აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
პოლიტპატიმრები: 19 მაისი ახალი ძალის დამკვიდრების დღე
შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს
სამხედრო თემა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების პანაშვიდი მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(3.2)
პრესის დაიჯესტი
პირველი თებერვლის ქართული პრესა: ვაშინგტონი სააკაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
2012.02.01 13:19
ვაშინგტონი სააკაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

"პრეზიდენტ ბარაქ ობამას 30 იანვრის დღის წესრიგში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, აშშ-ის დროით, 14 საათსა და 15 წუთზე იყო ჩანიშნული. 15 საათსა და 15 წუთზე კი პრეზიდენტ ობამას და აშშ-ის პირველ ლედის დიპლომატიური კორპუსი უნდა მიეღოთ. შესაბამისად, ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა, პროტოკოლური ფორმალობებისა და მედიასთან კონტაქტის გათვალისწინებით, 20-25 წუთზე მეტხანს ვერ გაგრძელდებოდა. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა საშუალება, მოესმინა, რა უთხრა ზუსტად ბარაქ ობამამ სააკაშვილს და რა უპასუხა მან. შეხვედრის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული" თეთრი სახლიდან არასდროს გამოსულა. თუმცა, ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, რეალურად რას ელოდა საქართველოს ხელისუფლება ვიზიტისგან" - წერს გაზეთი"ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით ვაშინგტონი სააკაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ქართველ საზოგადოებას და ადგილობრივ პოლიტიკურ კლასს, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, რას ეტყოდა ობამა სააკაშვილს მომავალი არჩევნებისა და ხელისუფლების გადაცემის შესახებ. ბარაქ ობამამ ტელეკამერების წინ მკაფიოდ და არაორაზროვნად გაახმოვანა ოფიციალური ვაშინგტონის გზავნილი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ: "აშშ ელოდება სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და რეფორმების განმტკიცება უნდა გამოიწვიოს". საპასუხო სიტყვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველო ახალ და უფრო მეტად საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რომ მომავალ წელს ქვეყანაში ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული და რომ საქართველოს გაცილებით მრავალფეროვანი და პლურალისტური პოლიტიკური სცენა ექნება. ამით სააკაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ არჩევნების შედეგად შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"საუბრის ბოლოს სააკაშვილი შეეცადა, ობამასა და ამერიკული პოლიტელიტისათვის საქართველოში აპრობირებული პროპაგანდისტული კლიშეები შეეთავაზებინა, თუმცა უცნობია, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ რა სტატუსით აპირებს სააკაშვილი, განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-სთან. გაირკვა, რომ აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ახალ დონეზე ავა, რაც ობამასა და საქართველოს ხელისუფალთა განცხადებით ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვას თავი. უახლოეს მომავალში იგეგმება თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ვიზიტი აშშ-ში, სადაც სამხედრო თანამშრომლობის დეტალები დაზუსტდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიჰყიდის თუ არა ამერიკა თანამედროვე იარაღს საქართველოს", - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, რაზედაც სააკაშვილის და მისი გუნდის წევრები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სააკაშვილ-ობამას საუბრის ოფიციალურ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ობამამ მხოლოდ ამის პერსპექტივაზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ ამის მისაღწევად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ხელშეკრულება ერთნაირად მოგებიანი რომ იყოს ორივე მხარისათვის. საგულისხმოა, რომ ვიზიტის წინ და მის შემდეგ აშშ-ის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები სააკაშვილს მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერს, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების გზით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს", - წერს სტატიის ავტორი.

"ის, რომ აშშ-ში ჯერ ვერ გათავისუფლებულან წარსულის სტერეოტიპებისგან, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზეც დადასტურდა. საუბრის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ ის აფასებს "ინსტიტუციების შექმნას, რასაც ადგილი აქვს რუსეთში", თუმცა იქვე გამოსაწორა და დაამატა: "საქართველოში". დამსწრეთა შეფასებით, სააკაშვილმა "შესაშური თავშეკავება გამოიჩინა და გაქვავებული სახით იჯდა", ვიდრე ობამა უნებლიე შეცდომას გაასწორებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის წინ საინფორმაციო საშუალებები საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც რუსეთისადმი ყველაზე მტრულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს. ამერიკელი პოლიტოლოგი დევიდ სატერი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ გავლენა იქონია ობამას გადაწყვეტილებაზე, შეხვედროდა სააკაშვილს. "რადგანაც რუსეთში კრიზისული სიტუაცია მომწიფდა, არის იმის ცდუნებაც, რომ რუსეთი წავიდეს გარე აგრესიაზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, შექმნას მტრის ხატი აშშ-ის სახით". როგორც ცნობილია, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ საქართველოს რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით", დასძენს სტატიის ავტორი.

"საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეხვედრა დადებითად უნდა შეფასდეს. ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმაზე, მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტა ბარაქ ობამამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. იმ განცხადებების შემდეგ, რაც პრეზიდენტებმა საჯაროდ გააკეთეს, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამოთქმული ვერსიებიდან ამერიკელ ექსპერტთა მოსაზრებები უფრო გამართლდა - ვგულისხმობ ვარაუდს, რომ ობამას ეს შეხვედრა წინასაარჩევნოდ სჭირდებოდა ოპონენტებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ კავკასია და კონკრეტულად საქართველო უყურადღებოდ არ მიუტოვებია. სხვა მხრივ ახალი თითქმის არაფერი თქმულა. გახმაურებული საკითხებიდან მაინცდამაინც საჩქარო არც ერთი არ იყო და ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის შეხვედრასაც ასე სასწრაფოდ ნამდვილად არ მოითხოვდა", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ობამამ თავისი ინტერესებისთვის დაიბარა სააკაშვილი და არა იმიტომ, რომ საქართველოზე დარდით ათენ-აღამებს"

"ეს შეხვედრა იყო იმ ზოგადი კურსის კარგი გაგრძელება, რომელიც ამერიკასა და საქართველოს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ აღებული. ცხადად გამოჩნდა, რომ ეს კურსი არ იცვლება, მეტიც, სავარაუდოდ, გაღრმავდება, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო -ვგულისხმობ ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. ის განცხადებები, რაც აქამდეც არაერთხელ გაისმა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ მომავალი არჩევნები მათი ყურადღების ცენტრში იქნება და ამით საქართველოს მოუწევს გამოცდის ჩაბარება დემოკრატიაში, ობამას ნათქვამშიც აისახა. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმედი აქვს, საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. როგორც ჩანს, ამის პირობა მან მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ბრძანა, საარჩევნოდ ქართული პოლიტიკური სივრცე უფრო პლურალისტური იქნებაო", აღნიშნავს გამოცემოის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ის, რომ ობამამ სააკაშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა, არა მგონია, იმას ნიშნავდეს, რომ ეს შეფასება გავლენას მომავალზეც იქონიებს. საქმე ის არის, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დღემდე მოიხსენიება, როგორც ამერიკული პროექტი. გარდა ამისა, მისი დამოკიდებულება ამერიკისადმი ბევრ სხვა ასპექტშიც კარგად ჩანს _ სამხედრო ურთიერთობიდან დაწყებული, იდეოლოგიური ფორმულებით დასრულებული, რაც ბუნებრივად აჩენს ამერიკის მხრიდან ერთგვარ მადლიერ დამოკიდებულებას. მაგრამ სადავოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საარჩევნო პერიოდში ამერიკა გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს სააკაშვილის კვლავ ხელისუფლებაში დასატოვებლად"- მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"რაღა დაგიმალოთ და, ძალიან საინტერესო იყო ბარაქ ობამას წაცდენა, როდესაც მან გატარებული რეფორმებისთვის მადლობის გადახდისას, საქართველოს ნაცვლად რუსეთი ახსენა. ამან ის შემთხვევა გამახსენა, როდესაც იტალიელმა მომღერალმა ტოტო კუტუნიომ ქართველ ქალებს რუსული სახელებით მიმართა და სიმღერა მიუძღვნა, რამაც ქართველი საზოგადოება გაანაწყენა, ანუ, ამით გამოჩნდა, რომ კუტუნიოსთვის სულ ერთია რუსეთში იმღერებს თუ საქართველოში. არ გამოვრიცხავ, ობამას შემთხვევაშიც ასე იყო - ამ ქვეყნებს, საბჭოთა წარსულის გამო ერთ სიბრტყეში განიხილავს და ავტომატურად ერთ კატეგორიაში აქცევს. ძალიან გვინდა, ობამასა და ამერიკისთვის საქართველოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ამ ფსიქოლოგიურმა წაცდენამაც დაადასტურა", - დასძენს რამაზ საყვარელიძე 

"კარგა ხანია, ქართველი საზოგადოება ასე სვამს საკითხს: - რას იტყვის ხალხი? ხალხში კი ამერიკელები და ევროპელები იგულისხმებიან ხოლმე. ამ აზრს ხელი შეუწყო ხელისუფლებამ, რომელიც დასავლეთზეა ორიენტირებული, და ოპოზიციამაც - ძირითადად ვგულისხმობ რესპუბლიკურ პარტიას და "თავისუფალ დემოკრატებს", რომლებიც ყოველთვის ელიან, რას იტყვიან და გააკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. კითხვაზე, რას იტყვის ხალხი დასავლეთში, პასუხი ერთია: ეს ხალხი იტყვის იმას, რაც მათ ინტერესებშია. ახლაც - ობამამ სააკაშვილი, უპირველესად, თავისი ინტერესებისთვის დაიბარა და არა იმიტომ, რომ საქართველოზე დარდით ათენ-აღამებს. მოკლედ, მოლოდინს, სხვა რას გააკეთებს და როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე, სჯობს, იმაზე დავფიქრდეთ, ჩვენ, ქართველებს, რა გვინდა და რის გაკეთებას ვაპირებთ. სხვათა შორის, როდესაც საქმე ძალაუფლების შენარჩუნებაზე მიდგება, "ნაციონალური მოძრაობაც" მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით იქცევა და დასავლეთის აზრს ნაკლებად ითვალისწინებს. ეს უნდა გააცნობიეროს ქართველმა საზოგადოებამაც და ოპოზიციამაც", - დაასკვნის რესპონდენტი.

"ერთი მხრივ სასაცილოა და მეორე მხრივ ტრაგიკული, რომ ჩვენს პოლიტელიტასა და საზოგადოებაში, რომელთაც პრეტენზია აქვთ პოლიტიკურრ სიმწიფეზე და კულტურაზე და თვლიან, რომ შემდგარ სახელმწიფოში ცხოვრობენ, მიდის სერიოზული დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იტარგმნოს ქართულად და როგორ უნდა იქნას გაგებული ობამას სიტყვები - "ხელისუფლების ფორმალური გადაცემა". რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ეს უაზრო დისკუსია მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე", - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ "რეზონანსისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ობამამ ღია ტექსტით მოუწოდა სააკაშვილს, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების ოფიციალური ანუ ფორმალური გადაცემა".

"ინგლისურად "ფორმალ" ნიშნავს "ოფიციალურს". ობამამ ღია ტექსტით საჯაროდ, ტელეკამერების წინ და მსოფლიოს გასაგონად მოუწოდა სააკაშვილს, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი და უნდა მოხდეს ხელისუფლების ოფიციალური ანუ ფორმალური გადაცემა. ეს ნიშნავს ერთ რამეს - ხელისუფლება ოფიციალურად უნდა გადაეცეს სამართლიან და არა გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას! უახლოეს თვეებში გამოჩნდება სააკაშვილ-ობამას შეხვედრა რა გავლენას იქონიებცს ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ იმ არსებული საარჩევნო გარემოს შეცვლას, რომელიც დღეს ცალსახად არის მორგებული სააკაშვილისა და მისი პარტიის ინტერესებზე და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

5 ძირითადი მესიჯი ობამასგან... სოსო გალუმაშვილი - "არ შეიძლება ასე, ეს ტყუილები სააკაშვილისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის ცუდია, მის იმიჯზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს" 

"პირველ რიგში, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ პროდასავლური კურსი გამოაცხადა - ეს არის 2000 წელი, როცა პატივცემულმა ედუარდ შევარდნაძემ ამერიკის განაცხადა - იმის შემდეგ ეს ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ: ძირითადად იმ მიმართულებებით და იმ გზავნილებით იყო მნიშვნელოვანი, რომელიც ობამამ ქართული სახელმწიფოს მისამართით გააკეთა", - აცხადებს პიარ-კომპანია "ჯეპრას" დირექტორი სოსო გალუმაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გალუმაშვილი: "ობამას განცხადება ყველამ მოვისმინეთ, ამას ვერ ამოჭრიან..."

"ეს არის 5 ძირითადი მესიჯი: პირველი ის, რომ მოიწონა რეფორმები, რაც საქართველოში გატარდა. მეორე - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის - ამ ეტაპზე არა, მაგრამ სამომავლოდ თუ ასეთი შეთანხმება იმუშავებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კომპანია, იგივე ევროპიდან და აზიიდან ჩვენთან ინვესტიციების ჩასადებად ჩამოვა, რათა შემდეგ აქ წარმოებული პროდუქცია თავისუფლად გაიტანონ ამერიკაში. მესამე საკითხი იყო შეიარაღებაზე და სამხედრო თანამშრომლობაზე გაკეთებული განცხადება, მეოთხე იყო ნატო-ს თემა, რომელიც ძალიან ღიად იქნა დაფიქსირებული, მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს იყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით გამოგზავნილი მესიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო დრო დაეთმო ამ შეხვედრას, ეს 5 მნიშვნელოვანი გზავნილი მაინც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს იყო არა კონკრეტული პირებისთვის და ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო გალუმაშვილი.

"ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსეთის მისამართით 3 გზავნილი გაკეთდა. ეს იყო ნატოს თემა, ეს არის სამხედრო თანამშრომლობის თემა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია ტერიტორიებიუ, ამერიკა ისევ ჩვენს პარტნიორად რჩება და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც აქამდე ჯერჯერობით არავის უხსენებია, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული გზით მოხდა, ეს იქნება მოდელი მთელი რეგიონისთვის: ანუ ის არჩევნები, რაც მარტში რუსეთში ჩატარდება, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე მიჩნეულია არადემოკრატიულად და არასამართლიანად", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც ჩამოვთვალე, საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სააკაშვილს და უმრავლესობას, იგივე ჩვენს ელჩს ამერიკაში, როდესაც ისინი ახსენებენ 3-4 ძირითად მესიჯს და არაფერს არ ამბობენ დემოკრატიული და სამართლიანი არჩენების შესახებ, ეს არის შეცდომა სწორედ პიარის კუთხით. პირიქით, მათ უნდა იხაროდეთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად დაისვა არჩევნების თემა. არც ერთ მათ გამოსვლაში ეს თემა არ უხსენებიათ, თითქოს ობამას არ უსაუბრია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. არ შეიძლება ასე, ეს ტყუილები სააკაშვილისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის ცუდია, მის იმიჯზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ობამას მხრიდან დემოკრატიული არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადება ყველამ მოვისმინეთ, ამას ვერ ამოჭრიან - ეს განცხადება შეხვედრის მერე, პრესკონფერენციაზე ღიად გაკეთდა. თანაც ეს გზავნილი ნაციონალური არხების გარეშეც მივა საზოგადოებამდე და მივიდა უკვე. აქ სირაქლემას პოზა ვეღარ იმუშავებს", - დასძენს სოსო გალუმაშვილი.

"ფაქტია, რომ პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხი ობამას და ამას რაღაც ფასადური 67%-იანი რეიტინგი ვეღარ უშველის. სააკაშვილმა აღიარა, რომ ამერიკის მხარდაჭერით მოვიდა აქამდე და მადლობაც გადაუხადა ობამას, შესამაბისად, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ არჩევნების ნაწილში მის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, კარგად ვერ დაასრულებს. აქვე გვაქვს ერთი "თუ" - თუ ჩვენ ჩავატარებთ სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენთან წამოვა ინვესტიციები, ჩვენთან იქნება ყველა ის კეთილდღეობა, რომელიც შეუძლია ამერიკის ადმინისტრაციას გამოიმეტოს - სხვა შემთხვევაში ნაბისმიერი ირჭოფული გადაწყვეტილების დროს, ჩათვალეთ, რომ ჩვენ პირდაპირ მოვხვდებით ძალიან ცუდი ქვეყნების რიგში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გალუმაშვილი და შეკითხვას - "ოპოზიციისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა?" - პასუხობს:

"ოპოზიციას ამის გამოყენება კარგად შეუძლია, თუმცა ამ საკითხის ოსეთივე წარმატებით გამოყენება შეუძლია ხელისუფლებასაც, თუმცა ამს ჯერ არ აკეტებს. ახვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებშიც კარგად ჩანდა, რომ ის გაიმეორებს მისი საძულველი მტრის - პუტინის გზას. თქვა კიდეც, რომ გააგრძელებს დემოკრატიისკენ სვლას და არანაირი ძალა არ დააბრუნებს წარსულში. ეს კი, ჩემი აზრით, ისე უნდა გავიგოთ, პატივცემული მიხეილი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იგივე ამ შეხვედრიდან ის ქულებს ვერ დაიწერს, რადგან რეიტინგების დრო ახლა ნამდვილად არ არის". 

მობილურზე საუბრობთ? - გადაუხადეთ შსს-ს... "პირადად ჩემი - როგორც მოქალაქე ირაკლი მოსიაშვილის და არა როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრის აზრით, ეს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია"

"ბოლო დროს "ნაციონალური" ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ ამა თუ იმ მობილურ ან ფიქსირებულ ოპერატორზე თვეში გახარჯული 5 ლარის სანაცვლოდ, ჯერ არ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) - ე.წ. "112"-ს ფიზიკური პირები 20 თეთრს, ხოლო იურიდიული პირები 50 თეთრს ვუფეშქაშებთ. მართალია, მთავრობის დადგენილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს, მაგრამ სინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია? რა ფუნქცია აქვს ირაკლი ჩიქოვანის უწყებას, შეუძლია თუ არა მას, მას მთავრობის დადგენილება შეაჩეროს ან არის თუ არა ეს დადგენილება სახელმწიფოს მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევა?" - წერს გაზეთი"ვერსია" სტატიაში სათაურით მობილურზე საუბრობთ? - გადაუხადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს / მთავრობის დადგენილებით დაკანონებული უკანონობა ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

"ეს არის დადგენილება, რომელიც ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აუცილებლად უნდა აღასრულოს. მინდა განვმარტო. რომ ეს გადაწყვეტილება კომისიას არ მიუღია და კომისიას უნდა თუ არა, მოსწონს თუ არა, მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოს. კომისიას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია, რომ კონტროლო განახორციელოს, ისიც იმ შემთხვევაში თუ სსიპ-ი "112" ოფიციალურად მიმართავს, რომ რომელიმე ოპერატორმა არ შეასრულა ეს დადგენილება და ამის გამო, გარკვეული საკანონმდებლო პრობლემა შეიქმნა. ჩემი აზრით, ოღონდ პირადად ჩემი - როგორც მოქალაქე ირაკლი მოსიაშვილის და არა როგორც კომისიის წევრის აზრით, ეს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია, რადგან არშესრულებულ სატელეფონო საუბარზეც კი გადასახადს ვაწესებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსიაშვილი.

"არადა, საქართველოს ევროკავშირის წინაშე, სხვადასხვა რეკომენდაციების სახით, ვალდებულება აქვს არებული, რომ ჩვენი კანონმდებლობას ევროკანონმდებლობასთან მიმართებაში ჰარმონიული უნდა იყოს. ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციაში კი წერია, რომ მსგავსი გადასახადები არ უნდა დავაწესოთ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ზოგადად ამ დადგენილებაზე, შეუძლია მთავრობას 489-ე დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. ამ დადგენილებას ბიზნესში უხეშად ჩარევას ნაკლებად დავარქმევდი, რადგან ეს ოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ მომხმარებლის გასვლას 112-ზე, ფაქტობრივად, გამტარები არიან. რეალურად, თანხას მომხმარებელი იხდის. ანუ ამ კომპანიებს არავითარი ფინანსური დანაკარგები არ უფიქსირდებათ და შესაბამისად, ეს დადგენილება ბიზნესში ჩარევა ნამდვილად არ არის.. მთავრობის ეს დადგენილება კომისიისთვის აუცილებლად აღსასრულებელია იმ პუნქტებში, რომელიც კომისიას ეხება. კომისია ამ დადგენილებას ვერც გააუქმებს და ვერც უარს იტყვის მის აღსრულებაზე" - დასძენს ირაკლი მოსიაშვილი.

"გამოდის, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას იმის უფლებაც არ აქვს, მტავრობის დადგენილება შეაჩეროს, განსაკითრებით მაშინ, როდესაც ეს დადგენილება ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება - რა საჭიროა ასეთი ორგანიზაციის არსებობა? ცხადია, ნებისმიერი მთავრობა შეეცდება, მისთვის სასარგებლო დადაგენილება მიიღოს, მაგრამ სად არის ამ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია? თუკი ის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის დადგენილებების აღმსრულებელია, წინადადება შემომაქვს, გადავარქვათ ამ უწყებას სახელი და "აღსრულების ეროვნული კომისია" ვუწოდოთ (ბიურო უკვე გვაქვს). ამ კომისიის დარეგულირებული ჯერ მე არაფერი მინახავს და არც არაფერი მახსოვს, თორემ კომუნიკაციების ბაზარზე მონოპოლიურად მაღალი ტარიფები ნამდვილად არ იქნებოდა", - წერს სტატიის ავტორი. 

"ვერსია" მობილური ოპერატორების - "ჯეოსელის" მაგთისა" და "ბილაინის" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ეს მთავრობის დადგენილებაა და ამაზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ. ჩვენ გვაინტერესებდა, ფიზიკური პირებიდან გადახდილი 0,2 ლარიდან და იურიდიული პირებსგან გადახდილი 0,5 ლარიდან კონკრეტულ მობილურ ოპერატორს რა რჩება? თუ ასე არ არეის და მთლიანი ტანხა შსს-ს დაქვემდებარებულ საჯაროს სამართლის იურიდიულ პირს - 112-ს მიქვს, მაშინ, მით უმეტეს, რა არის აქ დასამალი? "ვერსიამ" კონფიდენციალური წყაროს საშუალებით გაარკვია, რომ მთლიანი თანხა 112-ს მიაქვს. შესაბამისად, ამ კომპანიებს არავითარი კომერციული ინტერესები არ გააჩნიათ. მათი ფუნქცია მხოლოდ ის არის, რომ საკუთარ აბონენტებს მომსახურების საფასური ჩამოაჭრან.
ინტერპრესნიუსი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 115 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
ინციდენტი აქციაზე
''ოკუპაციის შესახებ'' კანონი
ლბგტ საზოგადოების აქცია
აქცია სოფელ აწყურში
გაზეთი
საზოგადოება |
2013.05.18 11:43
როგორც ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, კლინიკიდან ყველა მათგანი სახლებში გაწერეს.
სამართალი |
2013.05.18 10:07
"მოხდა მყისიერი რეაგირება, კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალწარმოება".
საზოგადოება |
2013.05.17 20:00
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით, აქციის 2 000 მონაწილის შეტევას ვერც პოლიციამ გაუძლო, რომლებმაც სამართალდამცველების კორდონის გარღვევა შეძლეს.
ინტერვიუ |
2013.05.17 19:39
დღეს ერი იდგა რუსთაველზე , 50 000 კაცზე მეტი, სად იყო პრემიერმინისტრი , იყო თავის ხალხთან? თუ იყვნენ პროვოკატორებთან ? ლგბტ პირების დამცველების 10 -15 კაცთან? ნებსით თუ უნებლიედ ისინი ამ მხარეს დადგნენ.
საზოგადოება |
2013.05.17 19:30
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სულ 28 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სამართალი |
2013.05.17 18:12
"დაკავებულები არიან ასევე "სატვირთო გადაზიდვების" დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი"
სამართალი არქივი |
2013.05.17 14:09
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრის ცნობით, შეხვედრის შედეგად მ. ბულუხიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
ძიება საიტზე
Geotimes TV
ინციდენტი აქციაზე
''ოკუპაციის შესახებ'' კანონი
ლბგტ საზოგადოების აქცია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 1819
20 212223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
07:12
18 მაისის ანონსი
01:10
ილია მეორე - ეკლესია ძალადობას ემიჯნება
19:30
დავით სერგეენკო: აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა
14:20
აქციის მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებს დაედევნენ
14:09
პატიმარმა მამუკა ბულუხიამ შიმშილობა შეწყვიტა
მთავარი დღეს
პოლიტპატიმრები: 19 მაისი ახალი ძალის დამკვიდრების დღე
ეკონომიკა
სოციალური პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტების დაფინანსება ორმაგდება
7 000-მდე პროექტი დაფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 49 993 821 ლარი იქნება
სააკაშვილი: რუსეთმა ერთხელ უკვე სცადა ჩვენი მოხრჩობა ენერგეტიკული ბერკეტებით
საზოგადოება
აქციის დროს დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს
მეუფე იაკობი: ვერავითარი უცხოეთი ვერ გვაიძულებს მივიღოთ ის, რაც დაუშვებელია
BBC: თბილისში სექსუალური უმცირესობების მიერ დაგეგმილი აქცია ჩაიშალა
კომენტარი
გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მაისით თარიღდება
"შსს-დან ხვედელიძის წასვლით, ღარიბაშვილი შეძლებს მთლიანად გააკონტროლოს სამინისტრო"
კახი კახიშვილი: ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ ბატონი ხვედელიძე იყო ამის გამკეთებელი
მსოფლიოში
ქურდობა კანის კინოფესტივალზე
ბარაკ ობამას სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები ანახეს
წლის ძარცვა საბერძნეთში
ტაბლოიდი
კრისტი ყიფშიძე: არც მყვარებია არასოდეს
კანის კინოფესტივალის პირველი ღამე-ხიზილალა თეთრი ხახვის ქაფით და მწვანე ვაშლის მსუბუქი ბულიონით
რის მერე არ ახსოვს გიორგი ქორქიას ბევრი რამ?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge