
როგორც ხელისუფლების მიერ დევნილმა ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, მას სურს საქართველოში დაბრუნება მძიმედ ავადმყოფი დედის მონახულების მიზნით. მან თხოვნით მიმართა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ მის მოთხოვნას.
პარტია „თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს ვალერი გელბახიანის სამართლიან მოთხოვნას. მივიჩნევთ, რომ ბატონი გელბახიანი არის სრულიად უდანაშაულო იმ ბრალდებაში, რასაც მას ხელისუფლება უყენებს და რეალურად ის წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირს.
„თავისუფალი საქართველო" მოითხოვს, მიეცეს ვალერი გელბახიანს უსაფრთხოების გარანტია, რათა მან შეძლოს ავადმყოფი დედის მონახულება.
|