
საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა წლის ანგარიში წარმოადგინეს.
"ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად აშუქებენ საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, ადეკვატურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თუ რა კეთდება პარლამენტში. მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში და რა გეგმები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრა ბათუმში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიში დავით ბაქრაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმოხილვით გახსნა. შეხვედრაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო საკითხები: სახელმწიფო ბიუჯეტი და საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი.
დეპუტატებსა და ჟურნალისტებს შორის გაიმართა დისკუსია. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდ
|