
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გერმანიიდან დღეს დაბრუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე თბილისში, სავარაუდოდ, 21.00 საათისთვის ჩამოვა. უწმინდესს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.
კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში 22 იანვარს გაემგზავრა. ილია მეორეს ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმიური პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
|