eng  geo  rus  tur  აგვისტო 02.08.2014 10:28:03
swf
ბიზნეს რეიტინგი
რა განსხვავებაა ჭიაბერაშვილის და სერგეენკოს „წარმომადგენლობით ხარჯებს“ შორის
საქართველოში „ წლის მეწარმის’ გამოსავლენი კონკურსი გაიმართება
rtf
ინტერვიუ
ჯანეტ ქერდიყოშვილი მსოფლიოს ლამაზ ქალთა რეიტინგში მოხვდა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება
მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შიო მღვიმის ტერიტორიაზე ხანძრია
სამართალი
კახა კუკავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
მებაჟეებმა ვალესა და გუგუთის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს
NGO-ების განცხადება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით
სამხედრო თემა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ერთგულად ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს
პრესის დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
საქართველო უცხოურ მედიაში: გიგი უგულავას დაკავება
საქართველო უცხოურ მასმედიაში: ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება (7-13 ივლისი)
ბლოგი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა გასასვლელი" (შევარდნაძის ეპოქის დასაფლავება)
გამოკითხვა
ვინ გახდება თბილისის მერი?
ასმათ ტყაბლაძე (ლეიბორისტული პარტია)
ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)
დავით ნარმანია (ქართული ოცნება)
ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (ბურჯანაძე - ქრისტიან-დემოკრატები)
კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია)
გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტია)
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
              
(3.2)
პოლიტიკა ინტერვიუ კავკასია
ვალერიან გორგილაძე: "სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" არაფორმალური ლიდერი იქნება, პრეზიდენტად და პრემიერად კი სხვა მძიმეწონიან ლიდერებს ვიხილავთ"
2012.02.08 21:26
ინტერვიუ სოციოლოგ და პოლიტიკურ კონსულტანტ ვალერიან გორგილაძესთან.

- ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ე.წ. "მესამე ცენტრის" შექმნის იდეის კრიტიკა. რამდენად პერსპექტიულია თავად ეს იდეა? რომელი პოლიტიკური ძალები შეიძლება, მოვიაზროთ მასში და რა ელექტორატის იმედი შეიძლება, ჰქონდეს "მესამე ცენტრს"?

- "მესამე ცენტრის" თემა დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ერთი თვის წინ, თუმცა ერთი თვის წინაც დამიწერია მის აუცილებლობაზე. ეს ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცენტრში გაწევრიანებეული პოლიტიკური სუბიექტები არ მალავენ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე ცენტრი, სხვა თუ არაფერი, იქნება ხელისუფლების მიერ საგანგებოდ შექმნილი ძალა, რომლის ძირითად ფუნქციად ბიძინა ივანიშვილის ელექტორალური რესურსის წამოღებას მოიაზრებენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ სახელისუფლებო ორბიტასთან არსებული პოლიტიკური ძალების მცდელობა, მესამე ცენტრი შექმნან, უშედეგო იქნება. ამ თვალსაზრისით "ქრისტიან-დემოკრატებში", "ევროპელ დემოკრატებში", "დემოკრატიული პარტიაში" რესურსს ვერ ვხედავ, ისევე, როგორც "ახალ მემარჯვეენებში", რომელიც ასევე ხელისუფლებისადმი ლოიალური პოლიტიკური ორგანიზაციაა იმ თვალსაზრისით, რომ მათი თანამშორლობის ფორმატი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე სხვა პოლიტიკური სუბიექტების შემთხვევაში. "მემარჯვენეები" ბევრ რამეზე თანხმდებიან ხელისუფლებასთან, ბევრ რამეში თანამშრომლობენ და ამდენად, არ მგონია, რომ "მესამე პოლიტიკური ცენტრი" ამ პარტიების მიერ იყოს დაკავებული და კონსტრუირებული. გარკვეულ რესურსს მე ნინო ბურჯანაძესთან არსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, მათ შორის "სახალხო კრებაში" ვხედავ, ასევე კახა კუკავაში, მთელ რიგ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, რომელთა მესიჯი პირობითად პრორუსული იქნება. თუკი გადავხედავთ, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცენტრს და "ნაციონალურ მოძრაობას", ორივე პროდასავლური ორიენტაციის დემონსტრირებას ახდენს, საუბრობს რა ნატო-ში ინტეგრაციის აუცილებლობაზე, ევროკავშირზე და ა.შ. და ორივე ერთმანეთს არასათანადო პროდასავლურობაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით - "ნაციონალური მოძრაობა" - ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი კი "The Washington Post"-ში და "The New York Times"-ში აქვეყნებს წერილს, რომლითაც ცდილობს, აჩვენოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ლიდერი, ვინც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უზრუნველყოფს, რომ ის ამ ღირებულებებს არ იზიარებს. ამ თვალსაზრისით არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ღიად მოახდენს ისეთი იდეების მანიფესტირებას, როგორიცაა რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობა, ეკონომიკური კავშირები და სხვა. პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობაზე კი საუბრობენ, მაგრამ კონკრეტული გეგმა, შეთავაზება არ არის. საქართველოში პრორუსულად განწყობილი ელექტორატი არსებობს. ამის მიზეზი რამდენიმეა: ფსიქოლოგიური, რელიგიური დამოკიდებულება, კულტურული ფაქტორი. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი სეგმენტია და წმინდა პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით, ამ სეგმენტის იგნორირირება არასწორი იქნებოდა.

_ რამდენად დიდია ეს სეგმენტი?

- ამის გასაგებად კონკრეული კვლევის ჩატარებაა აუცილებელი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სეგმენტი 15-დან 25%-მდეა. ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა ამდენი პროცენტი ამ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცემს ხმას, მაგრამ გარკვეულ სეგმენტს ის ნამდვილად წამოიღებს. გააჩნია, რა მოტივაცია აქვს ამომრჩეველს. თუ მოტივაციაა მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მკვეთრი დაპირისპირება და მათი დამარცხება, ალბათ, მის მოტივებში გადამწყვეტ ფაქტორს ითამაშებს, რომელი პარტია უფრო შეძლებს ამას. თუ ეს პრორუსული მესიჯი ამომრჩევლისთვის ღირებულებას წარმოადგენს, შეიძლება, მისი არჩევანი ამან განაპირობოს. ამდენად, ვფიქრობ, ეს უინტერესო თემა არ არის.

- უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ე.წ. "მესამე ცენტრს" რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები დააფინანსებენ, კერძოდ, ალექსანდე ებრალიძე, რომელიც კახა კუკავას პარტიასთან აქტიურად თანამშორმლობს. რამდენად რეალურად მიიჩნევთ ამას?

- ვესპასიანე ამბობდა, ფულს სუნი არ აქვსო... დავამატებდი, მით უფრო უსუნოა ფული პოლიტიკაში. ეს კარგად იცის ქართული პოლიტიკური სპექტრის სუბიექტების უმრავლესობამ, მათ შორის - "ნაციონალურმა მოძრაობამაც". თუმცა, ჩემი აზრით, კრემლის ფული ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ტრიალებდეს. ეს ახლა მარჩიელობაა, თუმცა ვითარება ძალიან საინტერესოა და საინტერესოა სხვა ფაქტორების გათვალისწინებით: მოსალოდნელი ესკალაციის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში, მუქარა, რომელიც პუტინის მხრიდან პირდაპირ ისმის და რუსულ ანალიტიკურ წრეებში არსებული ვარაუდი, რომ საქართველო ამერიკელებს თავის სივრცეს დაუთმობს. ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ იმას, რომ რუსეთი რაღაც ძალისმიერ აქციას განახორციელებს. სხვათა შორის, სომხურ პრესაშიც ძალიან ხშირია ასეთი ვარაუდი. ამას ისიც ემატება, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თვითონ რუსეთსაც გარკველი დესტაბილიზაციის საფრთხე ემუქრება. ალბათ, მასობრივ გამოსვლებს ექნება ადგილი, მაგრამ რთულია იმის პროგნოზირება, რა მასშტაბებს შეიძენს და რაში გადაიზრდება ეს ყოველივე. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც შიდა პოლიტიკურ ვითარებას განაპირობებს, მათ შორის - "მესამე პოლიტიკური ცენტრის" შექმნასაც.

_ რუსეთის თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას და "ახალ მემარჯვენეებს", რომლებიც, როგორც ჩანს, როგორც ბიძინა ივანიშვილის კოალიციის, ისე "მესამე ცენტრს" გარეთ დარჩებიან. მათი პერსპექტივა როგორია?

_ მათ პერსპექტივაზე, ალბათ, თავად უნდა იზრუნონ. სავარაუდოდ, კოალიციის მსგავს გაერთიანებას ისინიც შექმნიან. ძალიან ლოგიკური იქნებოდა "ქრისტიან-დემოკრატების" და "მემარჯვენეების" გაერთიანება, თუმცა რა სინერგიას იძლევა ეს, მაგალითად, "ქრისტიან-დემოკრატისთვის", რთული სათქმელია: რას მოიგებს "ქრისტიან-დემოკრატიურლი მოძრაობა", რომელსაც მეტ-ნაკლებად რეიტინგი გააჩნია და მისი სტრატეგიული ამოცანა ამ რიტინგის შენარჩუნებაა, შეჰმატებს თუ არა რაიმეს რეიტინგულ გამოხატულებაში ნული, რომელიც "მემარჯვენეებს" აქვთ?! თუმცა "ახალი მემარჯვენეები" კვალიფიციური სუბიექტია, გარკვეული ინფრასტრუქტურა გააჩნია, რეგიონული ორგანიზაციები აქვს, საარჩევნო კომისიებში წევრები ჰყავს, გამოცდილება აქვს... ალბათ, ასეთი კოალიციის შექმნა აქტუალური იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კონკურენცია გამწვავდება.

_ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს... როგორ აფასებთ მის ქმედებებს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადი გააკეთა? თქვენი აზრით, მისი რეიტინგი მაშინ უფრო მაღალი იყო, პირველადი ეიფორიის ფონზე, თუ ახლა?

_ ვფიქრობ, ამ განცხადების გაკეთების დროს მისი რეიტინგი მაღალი იყო, ისევე, როგორც მოლოდინი. რაც შეეხება მის ამჟამინდელ რეიტინგს, მას გარკვეული სტაგნაცია დაეტყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეიტინგის გაზრდა შეუძლებელია. პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა და "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ქართული ოცნების" რესურსების გაერთიანება გარკვეულ შედეგს, რა თქმა უნდა, მოიტანს და ამ თვალსაზრისით რესურსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ რაც შეეხება მისი რეიტინგის სტაგნაციას, ეს ემპირიულადაც ძალიან მარტივად შეგვიძლია, დავადასტუროთ. მაგალითად, თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოლოდინი მაღალი იყო, როდესაც მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა, შემდეგ - მეორე წერილი, ხალხი სატელევიზიო გამოსვლას ელოდებოდა, პრესკონფერენციის მოლოდინი ძალიან მაღალი იყო. დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლა გამძაფრებულ ინტერესს აღარ იწვევს. ინტერესი აშკარად შენელებულია და ვფიქრობ, ამ მითოსიდან რაღაც რაციონალიზმს იღებს ბიძინა ივანიშვილის პერსონის აღქმა ამომრჩეველში. როდესაც ამომრჩეველი რაციონალურ არჩევანს აკეთებს, ის თავის გადაწყვეტილებაში უფრო მყარია. ვფიქრობ, თუ აქტიური სამუშაოები არ განხორციელდა და კოალიციას პაუზა გაუგრძელდა, ეს მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება. ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერც ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ვხედავთ, ვერც საარჩევნო კამპანიის კონტურებს, ტექნოლოგიებს და ა.შ.

_ ბიძინა ივანიშვილს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოსახლეობასთან კონტაქტი არ აქვს. დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ ივანიშვილმა "სულ მცირე, ორ რეგიონში გამართა შეხვედრები, თუმცა - ვიწრო წრეში". ამის მიზეზებზე საუბრისას მან ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რამდენად სწორია ის კარჩაკეტილი პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი ეწევა?

_ აქ არის სირთულეები. ბიძინა ივანიშვილი საჯარო ფიგურა არ იყო. პრინციპში, ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები კომუნიკაციაში მას ნამდვილად აქვს. ეს წმინდა ტექნოლოგიური საკითხია. კომუნიკაციაში ტრენინგებია ჩასატარებელი, ხოლო შემდეგ - ნელ-ნელა მისი საჯარო სივრცეში გაყვანა. შეხვედრების მოწყობაც აუცილებელია, მაგრამ ეს შეხვედრები უნდა მომზადდეს. თვითონ ივანიშვილი უნდა მომზადდეს, მესიჯები შემუშავდეს. ივანიშვილმა მკაფიოდ უნდა იცოდეს, ამომრჩეველს რაზე ესაუბროს, რას დაჰპირდეს. ვფიქრობ, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი და ამაზე ალბათ, შესაბამისი სამსახურები ზრუნავენ.

- რამდენად დიდი დრო დარჩათ მათ ამისთვის?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს, საარჩევნო კამპანიის კონტურებს და დიზაინს უახლოეს ერთ თვეში ან თვენახევარში ვიხილავთ.

- საუკეთესო კამპანიის შემთხევაში რა შედეგის იმედი შეიძლება, ჰქონდეს ივანიშვილს, ამომრჩეველთა რამდენი % დაუჭერს მას მხარს?

- ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შუეძლია, დაახლოებით 50-60% მიიღოს, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობაზე - 2/3-ზე ფიქრი როგორც ერთმა, ისე მეორე პოლიტიკურმა ცენტრმა უნდა დაივიწყოს, რადგან ეს არარეალურია და არც იქნებოდა სასურველი. ვფიქრობ, დღეს ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის რეიტინგი 30%-დან 35%-მდე მერყევობს და თუ ეს პოლიტიკური ცენტრი აქტიურ ღონიძისძიებებზე არ გადავა, მის რეიტინგს ჯერ - აბსოლუტური სტაგნაცია, შემდეგ უკვე ვარდნა ემუქრება და ეს ძალიან რეალური პერსპექტივაა.

ასე თუ ისე, ვფიქრობ, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება, დამარცხდეს, შეიძლება, ეს სწორედ ამ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება, მოხდეს. ესაა შანსი და ამ შანსის გაშვებას არ აპატიებენ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც შესულები არიან ივანიშვილის პოლიტიკურ ცენტრში. რაც შეეხება ე.წ. მესამე პოლიტიკურ ცენტრს, მის ელექტორალურ რესურსს ვერც "ნაციონალური მოძრაობა" წაიღებს და ვერც ივანიშვილი. ესაა განსხვავებული საგარეო ორიენტირები, რუსეთთან ურთიერთობის განსხვავებული ხედვა და თუ ამას დაემატა ქმედითი პროგრამა, რომელიც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესებს გაითვალისწინებს, ვფიქრობ, ეს ცენტრი ელექტორალური პერსპექტივის მქონეა.

_ შიდა პოლიტიკიდან საგარეოზეც გადავიდეთ. გასული კვირის მთავარი მოვლენა აშშ-ში ბარაქ ობამასა და მეხეილ სააკაშვილის შეხვედრა იყო. თქვენი აზრით, რა მთავარი მესიჯები გაჟღერდა შეხვედრის შემდეგ?

_ მესიჯები ბრიფინგზე გაჟღერდა. კერძოდ, ობამა რეფორმებს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს; საქართველო რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით მოდელია (თუმცა ბოლო კვლევების თანახმად, პირველად 10 წლის განმავლობაში, სომხეთმა გადაგვასწრო). თავისუფალი ვაჭრობის თემაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუბარი ძირითადად მაინც რუსეთზე იყო და იმ საფრთხეზე, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი წარმოადგენს. არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთი ნახსენები არ იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ობამას შეეშალა და ესეც ძალიან ნიშანდობლივია, ფროიდულია... ეტყობა, რუსეთზე საუბრობდნენ და ამიტომ. პრინციპში, გიგა ბოკერიას არც დაუმალავს, რომ რუსეთის თემას საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო, განსაკუთრებით - იმ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მოსკოვში ვითარდება. ჩემთვის ნათელია, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთი მთავარი თემა იქნებოდა. რუსეთში გარკვეული დესტაბილიზაციაა, რომელიც გამოწვეულია დუმის გაყალბებული არჩევნებით. საპროტესტო მუხტი იზრდება, პუტინის რეიტინგი ვარდნას განიცდის და ამას უკვე ისეთი კვლევითი კომპანიებიც ადასტურებენ, რომელთაც ოპოზიციურობაში ბრალს ვერ დასდებ. ეს პრობლემებს ქმნის ვლადიმერ პუტინის პირველივე ტურში გამარჯვებისთვის. თუმცა მას ლეგიტიმაციის პრობლემა ექმნება ორივე შემთხვევაში: თუ პირველ ტურში იმარჯვებს, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი მკვეთრად დაბალი იქნება, ხოლო თუ მეორეში - ეროვნული ლიდერის სტატუსს კარგავს. ამ თვალსაზრისით, რეიტინგის ასაწევად ქმედითი ღონისძიება ისევ მცირე ომია და გამორიცხული არ არის, რუსეთმა ამ ვითარებით ისარგებლოს, მით უფრო, თუ ახლო აღმოსვლეთში ესკალაცია კიდევ უფრო გაიზარდა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რუსეთმაც ღიად გამოაცხადოს თავისი პრეტენზია კავკასიურ სივრცეზე. ამდენად, ალბათ, ობამას მესიჯი, რომელიც კულუარებში გაჟღერდა, იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოვახდინოთ. შემთვევითი არ არის, რომ რუსეთი ბრიფინგზე არ ახსენეს, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები... თითქოს რუსეთი არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საუბარი სწორედ მასზე იყო. პროვოცირება რომ არ უნდა მოვახდინოთ, ამ კონტექსტშიც უნდა გავიგოთ ფრაზა ძალაუფლების ფორმალური, ჯეროვანი გადაცემის შესახებ. ანუ, თუკი არჩევნები წესიერად არ ჩატარდება, ეს საქართველოსთვის, ხელისუფლებისთვის დესტაბილიზაციის საფრთხეს კიდევ გაზრდის და ამ დესტაბილიზაციით შეიძლება, რუსეთმა ისარგებლოს. როდესაც რუსეთს ადანაშაულებ იმაში, რომ ის გაყალბებულ და არათავისუფალ არჩევნებს ატარებს (თანაც მაშინ, როდესაც "ედინაია როსიამ" დუმაში 50% დათმო), როგორც მინიმუმ, მსგავს უმსგავსობებს არ უნდა აკეთებდე. ხელისუფლების წარმომადგენლების საუბრები იმაზე, რომ უმრავლესობაში მოვლენ და 60%-ს აიღებენ (გოკა გაბაშვილმა გააკეთა ეს განცხადება), ნორმალურ ვითარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. ასე რომ, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე ეს იქნებოდა ძირითადი მესიჯი. ამ თვალსაზრისით არ ველი იმას, რომ საქართველო ირანთან კონფლიქტში რაიმე ფორმით ჩაებმება და პლაცდარმად იქნება გამოყენებული. ალბათ, ამიტომაც იკავებს ობამა თავს იმისგან, რომ საქარველოს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს. ვიცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის ინიციატივას აღნიშნულთან დაკავშირებით პრაქტიკულად ვეტო დაადო. შესაბამისად, თანამშრომლობა საქართველოსთან ამ ეტაპზე ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში გაგრძელდება და გარკვეული წვრთები ჩატარდება.

- მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზუსტად ამის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა და დაფიქსირდა, რომ თუ ადრე თანამშრომლობა საერთაშორისო მისიების ფარგლებში მიმდინარეობდა, ახლა აქცენტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე გაკეთდება და ამ მიმართულებით იქნება მუშაობა...

- კი ბატონო, მაგრამ ესაა "იქნება მუშაობა". რაღაც კონცეფციის დონეზე მუშაობა მართლაც დაიწყება და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ აშშ-მა საქართველოს შეიარაღება მიაწოდოს, მაგრამ არა ამ ეტაპზე, პუტინის განცხადებების გათვალისწინებით იმის შესახებ, რომ თუკი საქართველო რაღაც ფორმით კონფლიქტში ჩაებმება, შეიარაღებას მიიღებს ან თუნდაც გარკვეულ სტატუსს ნატო-ს სამიტზე ჩიკაგოში, იგი დაბომბვასაც კი არ გამორიცხავს. ეს მუქარა პირდაპირაა გაგებული და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რუსებს არ უნდა მივცეთ არანაირი საფუძველი, კიდევ ერთ ავანტიურაში ჩაგვითრიონ.

- სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკისთვის მოხუცდა. რას უნდა ნიშნავდეს მისი ეს განცხადება?

- საინტერესო განცხადებაა. ჩვენი პრეზიდენტი პათოსში ადვილად ვარდება და შეიძლება, თვითონ ვერ აცნობიერებდა, რას ამბობდა. ჩემი აზრით, "ძალაუფლების ფორმალური გადაცემის" შესახებ განცხადება იმას ნიშნავდა, რომ მართალია, სააკაშვილი პრეზიდენტობას არ აპირებს, მაგრამ მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადანაცვლება არასასურველი იქნებოდა. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური ლიდერი იქნება, პრეზიდენტად და პრემიერ-მინისრად კი "ნაცმოძრაობის" სხვა მძიმეწონიან ლიდერებს ვიხილავთ. სხვათა შორის, პიარის თვალსაზრისით ძალიან გააქტიურებულია დავით ბაქრაძე. შესაძლებელია, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის სამკუთხედი ბოკერიას, უგულავას, ბაქრაძეს ან ვანო მერაბიშვილს შორის გათამაშდეს.

- რა კონფიგურაციით?

- არ ვიცი, ეს მეც მაინტერესებს. კონკრეტული პიროვნების მისადაგება ამა თუ იმ თანამდებობაზე ბევრ რამეს გვეტყვის, მაგალითად სჭირდება თუ არა ამ გუნდს ძლიერი, ამბიციური პრემიერი. თუ პრემიერობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, ვიფიქრებ, რომ ამ პოლიტიკურ თანამდებობას შეგნებულად ასუსტებენ. რაც შეეხება ბოკერიას კანდიდატურას, პრემიერ-მინისტრს, მართალია, პირდაპირი არჩევნები არ სჭირდება, მაგრამ მას გარკვეული რენომე უნდა გააჩნდეს, ბოკერიას რეიტინგი კი, როგორც საჯარო პოლიტიკური ფიგურის, ამის საშუალებას არ იძლევა. აი, გიგი უგულავას რეიტინგი შედარებით აქვს, Pღ აქტივობებითაც გამოირჩევა და ბექგრაუნდიც უწყობს ხელს. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, თავად ამ გუნდს შორის შიდა ბრძოლა იქნება.

- კოალიციური მთავრობის შექმნას გამორიცხავთ?

- ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვფიქრობ, მომავალი მთავრობა, დიდი ალბათობით, კოალიციური იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კოალიცია მთავრობის ლეგიტიმურობის ხარისხს თავისთავად ზრდის. კოალიციური მთავრობა შეგვიძლია, ვიხილოთ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" და "ქრისტიან-დემოკრატების" სახით, ასევე ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ვინაიდან თავად ეს ცენტრი თავისი ბუნებით კოალიციურია. ამ შემთხვევაში "მესამე ცენტრს" ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა რომც შეინარჩუნოს, მართვა იგივე მეთოდებით ვერ განხორციელდება, როგორც აქამდე. სააკაშვილმაც ისაუბრა იმაზე, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლურალიზმი შემოვა. ერთპიროვნული მართვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცუდი ტონია. როდესაც სტრატეგიული მოკავშირე გეუბნება, რომ "იმედი აქვს, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებ", ესეც ბევრის მთქმელია. იგულისხმება, რომ ის ვარაუდობს და შიშობს, რომ ეს შეიძლება, ასე არ მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, "ნაციონალურ მოძრაობას" ან სხვა პოლიტიკურ სუბიექტს კოალიციაში შემავალი პარტნიორი დასჭირდება.

 


ნინო ჩიჩუა

 

pirweli
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 870 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
ერეკლე კოდუა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს!
ჭიკაიძე: ამოვიღეთ 2,7 ტონა გერაინი (ხიდაშელი ჭიკაიძეს დასცინის?)
ვითარება ღაზას სექტორში
მერიის თანამშრომლები დაკითხვაზე დაიბარეს
საკადრო ცვლილებები მთავრობაში
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში-გამოხმაურება
საკადრო ცვლილებები მთავრობაში-გამოხმაურებები
კულტურის სამინისტრო გურამ ოდიშარიას გარეშე
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
მყინვარიდან ფეხმოტეხილი ტურისტის ჩამოყვანა
ბათუმის საკრებულოს 5 კომისია ჰყავს
მგლები სოფელ შამგონაში
ყველაზე რეიტინგული
საზოგადოება |
2014.08.01 17:31
ჯგუფმა თავი მსმენელს ევგენი გრიშკოევთან ჩაწერილი სიმღერით დაამახსოვრა.
სამართალი |
2014.08.01 17:23
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გადაეცათ.
პოლიტიკა |
2014.08.01 16:51
ხოფერია 2009 წლის 26 მაისის დეტალებს იხსენებს და გიგი უგულავას კითხვაზე, თუ რა სისხლისღვრას აპირებდნენ 2009 წლის 26 მაისს, პასუხის გაცემას სთხოვს.
საზოგადოება |
2014.08.01 15:43
შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორიამ გახსნა.
კულტურა |
2014.08.01 15:32
1-ელიდან 7 აგვისტომდე ამიერკავკასიის „ყრუთა კავშირების“ ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალი „ცხელი ზაფხული“ პირველად ჩატარდება.
სამართალი |
2014.08.01 15:24
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
საზოგადოება |
2014.08.01 15:22
ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები დაესწრნენ.
ძიება საიტზე
Geotimes TV
ერეკლე კოდუა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს!
ჭიკაიძე: ამოვიღეთ 2,7 ტონა გერაინი (ხიდაშელი ჭიკაიძეს დასცინის?)
ვითარება ღაზას სექტორში
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1  23
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აგვისტო 2014
დღის ქრონიკა
11:55
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 1 აგვისტოს გაიმართება
15:23
"ფეისბუქმა" მუშაობა განაახლა
17:59
"ხელისუფლებამ წარსულთან ბრძოლაში მთელი თავისი რესურსი დახარჯა",- დავით ბაქრაძე
16:16
გიორგი ვაშაძე, რუსეთის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს
15:27
დავით დარჩიაშვილი მოსკოვის მხრიდან საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყებას ეხმიანება
მთავარი დღეს
წყალსადენის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ეკონომიკა
„რუსეთიდან შემოსული საქონელი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება“-ნოდარ ხადური
“ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების“ პროექტი
29 ივლისს, პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშს განიხილავს
საზოგადოება
"ჩვენი ორგანიზაცია ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს მკაცრად ემიჯნება”-აღნიშნულია "ქართული სპორტის ქომაგების" განცხადებაში
,,მგზავრები" მოსკოვში სასოფლო სამეურნეო მიღწევების გამოფენის 75 წლისადმი მიძღვნილ ღონიძიებაზე იმღერებენ
ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბიოლოგიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მარტვილში გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უკან დააბრუნეს
"ხელისუფლებამ წარსულთან ბრძოლაში მთელი თავისი რესურსი დახარჯა",- დავით ბაქრაძე
მსოფლიოში
ევროკავშირმა რუსეთის ფინანსურ სექტორთან მიმართებით, სანქციები შემოიღო
არგენტინა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს
სამთავრობო ძალებმა, უკრაინის აღმოსავლეთით, კონტროლი კიდევ რამდენიმე დასახლებაზე დაიბრუნეს
ტაბლოიდი
„სოზარ სუბარი აშკარად ეფექტური კადრია“-ნანუკა ჟორჟოლიანი
„პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა“-ჯაბა ქარსელაძე
„გამოდის, რომ ბრძოლა კირკოროვთან გვიწევს”-კახა მამულაშვილი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2014 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge