eng  geo  rus  tur  აგვისტო 01.08.2014 05:38:28
swf
ბიზნეს რეიტინგი
რა განსხვავებაა ჭიაბერაშვილის და სერგეენკოს „წარმომადგენლობით ხარჯებს“ შორის
საქართველოში „ წლის მეწარმის’ გამოსავლენი კონკურსი გაიმართება
rtf
ინტერვიუ
ჯანეტ ქერდიყოშვილი მსოფლიოს ლამაზ ქალთა რეიტინგში მოხვდა
პოლიტიკა
„უდანაშაულო ბავშვებზე საუბრობთ...მათ რატომ ეხებით, სულში უძვრებით, შეურაცხყოფას აყენებთ“-თინა ხიდაშელი
რუსთავში 15 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
„არანაირი ოფიციალური შეტყობინება რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეჩერების შესახებ არ მოსულა"-მიხეილ ჯანელიძე
სამართალი
შსს ტრეფიკინგთან ბრძოლას აგრძელებს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ხურჩის ტერაქტის საქმეზე, განაჩენი 30 ივლისს გამოცხადდება
სამხედრო თემა
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ერთგულად ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს
პრესის დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
საქართველო უცხოურ მედიაში: გიგი უგულავას დაკავება
საქართველო უცხოურ მასმედიაში: ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება (7-13 ივლისი)
ბლოგი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა გასასვლელი" (შევარდნაძის ეპოქის დასაფლავება)
გამოკითხვა
ვინ გახდება თბილისის მერი?
ასმათ ტყაბლაძე (ლეიბორისტული პარტია)
ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)
დავით ნარმანია (ქართული ოცნება)
ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (ბურჯანაძე - ქრისტიან-დემოკრატები)
კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია)
გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტია)
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
             
              
(3.3)
პრესის დაიჯესტი
29 თებერვლის ქართული პრესის მიმოხილვა
2012.02.29 17:17
სააკაშვილი არსად არ მიდის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმაზე აღარ საუბრობს, სიტყვა "ოკუპანტს" აღარ ახსენებს და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოდის... 

"მოგესალმებით, ამ დარბაზში უკანასკნელად შემოვედი ვარდებით!" - ამ ფრაზით დაიწყო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიური საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში. უშუალოდ პრეზიდენტის ინიციატივების შეფასებამდე გეტყვით, რომ პრეზიდენტს თითქმის ოცდაათჯერ შეაწყვეტინეს უმრავლესობის წევრებმა გამოსვლა. პარლამენტარებმა ყველაზე ხანგრძლივი ოვაცია პრეზიდენტის იმ განცხადებას მოაყოლეს, რომლითაც რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივა გახმაურდა. შესავალში პრეზიდენტმა მიღწევებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ეკონომიკის გაძლიერებას, დემოკრატიზაციის ტენდენციებს, ქვეყნის მოდერნიზაციისკენ სვლასა და კორუფციასთან ბრძოლას. გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სისტემის განსავითარებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. თუმცა აღიარა, რომ ქვეყნის უმთავრეს პრობლემად კვლავაც რჩება უმუშევრობა", - წერს გაზეთი"ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "კარგად ჩაბულბულებული" სხდომა პარლამენტში / ანუ ის არსად წასვლას არ აპირებს. 

"იმ ხუთპუნქტიან გეგმაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს წარუდგინა, ერთ-ერთი სწორედ დასაქმებაა, აგრეთვე პრიორიტეტულად დაასახელა განათლება, ტურიზმის განვითარება, ჯანდაცვა და სადაზღვევო სისტემის განვითარება. პრეზიდენტის მტკიცებით, 2012 წელს საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება. მისივე ინიციატივით, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე, ერთჯერად დახმარებას, 1000 ლარს, ხოლო მომდევნო ბავშვის დაბადებისას 2000 ლარს მიიღებს. პრეზიდენტის ამ ინიციატივებმა ბევრს გაახსენა პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის სოციალური ინიციატივები. იმხანად დაპირება ასეთი იყო: "1000 ლარი ყოველ ახალშობილს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან და 1000 ლარი ყველა ოჯახს მეორე შვილის შემდეგ ყოველ შვილზე..." პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა მოქალაქეთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე, თუმცა არც ეს არის ახალი ინიციატივა, ამის თაობაზე ასევე 2008 წელს არიგებდა მმართველი პარტია დაპირებებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"მიხეილ სააკაშვილს თავის გამოსვლაში პირდაპირ არაფერი უთქვამს თავის პოლიტიკურ გეგმებზე, თუმცა საკმაოდ გრძელვადიან პროექტებზე ილაპარაკა, რომლის განხორციელებასაც, როგორც ჩანს, პირადად აპირებს. პრეზიდენტმა მხოლოდ მოხსენების მიწურულს ახსენა ქვეყნის დეოკუპაცია, თუმცა სულ ორიოდე წინადადებით შემოიფარგლა, არავითარი სიახლე ამ მიმართულებით ან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რამე გეგმა სააკაშვილს არ უხსენებია. მეტიც, აშკარად გამოჩნდა ამ გამოსვლაში, რომ მას ამ თემაზე ლაპარაკი აღარ ეხალისება. პრეზიდენტი ამჯერად საკმაოდ ლაკონურად შეეხო ოპონენტებს - თქვა, რომ ის მიესალმება ყოველგვარ კოალიციას", - დასძენს გამოცემა.

"პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას კი ყველაზე დიდი ხმაური ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენლების - გია ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლებს მოჰყვა. მეტიც, ბაღათურიას, რომელმაც პრეზიდენტი და მისი ოჯახი ელიტური კორუფციის შექმნასა და მონოპოლიაში დაადანაშაულა, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ სიტყვა შეაწყვეტინა და ბალნეოლოგიური კურორტის ტალახში დაზელა შესთავაზა, მერე კი დარბაზიდან გავიდა. უმრავლესობის აღშფოთებული წევრი ელდარ კვერნაძე კი პრეზიდენტისთვის ერთგულების დასამტკიცებლად და ბაღათურიასთვის ანგარიშის გასასწორებლად ლამის ტრიბუნაზე ავიდა, თუმცა დარბაზში დაბრუნებულმა სააკაშვილმა უმრავლესობის წევრები შემდეგი ფრაზით დაამშვიდა: "დემოკრატია არის ხელოვნება, მოვისმინოთ სრული ტყუილები". დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს მისი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ უკვე ყოფილი წევრების: ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, კოტე კუბლაშვილის სახლების ფოტოები გადასცა და ელიტურ კორუფციაზე ილაპარაკა, თუმცა პრეზიდენტმა ფოტოებისაც არ ირწმუნა და განაცხადა - ამათ თვითონაც არ სჯერათ, რომ ვანო მერაბიშვილს სახლი აქვს, როგორი გაღლეტილიც იყო, ისევ ისეთი გაღლეტილიაო..." - დასძენს გამოცემა. 

"ეს სწორედ ისეთი გამოსვლა იყო, როგორსაც ველოდი. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის პირველ ნაწილში ილაპარაკა მიღწეულ წარმატებებზე და ქვეყანაზე, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სად მდებარეობს. რის შესახებაც ლაპარაკობდა, საქართველო ის ნამდვილად არ იყო. მეორე ნაწილში, როცა დაიწყო პრობლემებზე საუბარი, იქ კი უკვე ვიცანი ჩვენი სამშობლო. სააკაშვილისგან საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებდა ერთი რამ: რას აპირებს ის უახლოეს მომავალში და წავა თუ არა ხელისუფლებიდან 2013 წლის შემდეგ? ჩვენ ამაზე მივიღეთ პასუხი, ის არსად წასვლას არ აპირებს. ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ხშირად ახსენებდა 2015 წელს და იმას, რა აქვს მანამდე გასაკეთებელი. ლაპარაკობდა პირველ პირში, ეს უკვე საკმარისია ლოგიკური დასკვნების გასაკეთებლად. უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში ამა თუ იმ ფორმით დარჩენას აპირებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი. 

"სიახლე იყო რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივაც, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო მგონია - ერთ წუთს რუსეთის ლანძღვა-გინება, მეორე წუთს კი ასეთი რევერანსები უცნაურია და დადებით შედეგს ვერ მოიტანს. რუსეთთან ურთიერთობისა და დალაპარაკების გარეშე ამგვარი დათმობა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, უფრო გვაზარალებს, რადგან ეს რუსეთს მეტად გაათამამებს", - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "მიხეილ სააკაშვილმა კვლავაც არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ახალ კოალიციას, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება..." - პასუხობს:

"ეს ცინიკური განცხადებაა, სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილსა და მის გარშემო შეკრებილ ჯგუფს არ სურს სამართლებრივი ჩარჩოების დარღვევა, მაგრამ თვითონ სააკაშვილი აწესებს ისეთ არასამართლებრივ ჩარჩოებს, რომ მისი დაურღვევლობა ძალიან გაჭირდება. თუ დააკვირდებით, ოქტომბრიდან მოყოლებული, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ახსენებს. სააკაშვილს აქვს უამრავი კომპლექსი, როგორც ჩანს, ამათგან ერთს სახელად "ბიძინა" ჰქვია".

"მიხეილ სააკაშვილმა გაიმეორა ის, რაც ამ დარბაზსა თუ მის გარეთ არაერთხელ თქმულა, მათ შორის ოპოზიციის მიერ: უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჯანმრთელობის დაცვის გადაუჭრელი პრობლემები, უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება, რუსეთთან მოუგვარებელი ურთიერთობა... მის ამ გამოსვლას მოკლედ ასე შევაფასებდი: "ცოდვების დაგვიანებული მონანიება", რადგან სააკაშვილი უკვე წარსულის, ყავლგასული პოლიტიკოსია, მისი ამგვარი ინიციატივების არც საქართველოში სჯერა ვინმეს და აღარც მსოფლიოში. მისი გამოსვლა მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი, ამიტომაც გავამახვილე ყურადღება ჩემს გამოსვლაში ყველა იმ პრობლემაზე, ქვეყნისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხზე, რომელსაც მან თავის გამოსვლაში შეგნებულად აუარა გვერდი და სირაქლემის პოზაში ჩადგა, მათ შორის - ელიტურ კორუფციაზე, რომელიც ხელისუფლების ზედა ეშელონებში ღრმად არის ფესვგადგმული და სახელმწიფოს კიდევ უფრო ანგრევს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი ტყუილად გაისარჯა პარლამენტისა და ქვეყნის წინაშე 2015 წლის გეგმებზე, "მომავლის მარშრუტებზე" საუბრით", - მიიჩნევს პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი.

"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საგარეო ფაქტორი, განსაკუთრებით კი ჩრდილოელი მეზობლის თემა, რომელზე საუბრისას პრეზიდენტმა ჩვეულებას უღალატა, სიტყვა "ოკუპანტი", რომლის თქმასაც ყოველთვის ყველასგან მოითხოვს, ერთხელაც არ უხსენებია. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ლოიალურ პოზიციას რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში "შეშვებასთან" დაკავშირებით და კიდევ ერთი ინიციატივა გაახმიანა, ალბათ მომავალი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენითაც - სააკაშვილი შანსს აძლევს რუსულ დემოკრატიას და ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთთან", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით სააკაშვილის ჯაზ დრაივი ანუ აბაზანა ტალახისმოყვარულთათვის / რატომ გააღიზიანა პრეზიდენტი ჯონდი ბაღათურიას გამოსვლამ.

"მაგრამ გამოსვლის პიკი მაინც "ჯაზ-დრაივის" იდეა აღმოჩნდა - დარბაზში უკლებლივ ყველა დეპუტატი და მინისტრი ხმამაღლა იცინოდა, როცა სააკაშვილმა ცოტა "წაიკუდაბზიკა" და ახალგაზრდობის შავ-ბნელ მოგონებას, ლოთ მოსამართლეს, ვინმე იურას, ახალი, მსოფლიოში უპრეცედენტო ინიციატივა საჯარო რეესტრის ახლებური მომსახურების შესახებ შემდეგი ტექსტით მიუძღვნა - "ახლა ვიღაცებს გააღიზიანებთ, ამან ხომ წაიღო თავისი კუდაბზიკობით ტვინიო, მაგრამ ეს მართლა ძალიან მაგარი იქნება. აი, მაკ-დრაივი ხომ იცით, ახლა კეთდება ჯაზ-დრაივი. ნამდვილად პირველი ვიქნებით მსოფლიოში და გასკდნენ გულზე - ეს იქნება ჯაზ-კაფე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა და მაგალითად, პასპორტი. და თქვენ ამას მოგიტანენ ყავის ფასად", - აღნიშნავს გამოცემა. 

"მოკლედ, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ოპოზიცია მაინც სააკაშვილი სკანდალურმა პასუხმა გააღიზიანა ასევე სკანდალურ კითხვაზე - რას აპირებთ 2013 წელს, რომელსაც მან, ჯერ კიდევ ჯონდიზე გაბრაზებულმა ასე უპასუხა: "ეს არის არასერიოზული თამაში. რაც უნდა ილაპარაკოთ ისტორიაზე, ღვთის ნებაზე, კოსმოსურ ძალებზე, მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ - ქართველი ხალხი... თუ მაგრები ხართ, იმაზე ნუ ხართ დამყარებული, რომ მოცა ვიღაც გუდიანი კაცი ან ქალი, მომიკიდებს ზურგზე ან მოგვიკიდებს ნაციონალებს და სადღაც წაგვიყვანს, ეს არის დემოკრატიული პრინციპის საწინააღმდეგო... ძალიან მარტივი რეცეპტია საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლების - დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მაგარი პროგრამა, მზად ხართ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიიღეთ ხალხის მხარდაჭერა და თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში. ნუ ხართ ბიძიებისა და დეიდების იმედზე, რომლებიც ამ პრობლემას უცხოეთიდან გადაგიწყვეტენ... მეტსაც გეტყვით - მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, აქვს რესურსი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვისა და მე ამ პერსპექტივაზე ნადვილად არ ვიტყვი უარს", - დასძენს გამოცემა.

პოლიციის მორიგი მსხვერპლი - სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში ცემით შემოაკვდათ?! შსს-ს ვერსიით ის დაკითხვის მერე "კიბეზე დაგორდა", ადგილობრივი პოლიციის ვერსიით კი - "მესამე სართულიდან გადმოხტა" 

"გუშინ ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებული სოფელ ქვიშხეთის მკვიდრი, 48 წლის სოსო ქიმერიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ადგილობრივი ოპოზიცია და შს სამინისტრო განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. ხაშურის რაიონული პოლიციის მტკიცებით, - როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი წევრი და ადგილზე ჩასული ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ამბობენ, - დაკითხვაზე დაბარებული ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი კი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქიმერიძე არა მესამე სართულიდან გადახტა, არამედ კიბეებზე ჩამოსვლის დროს დაგორდა და მიიღო ტრავმა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. ალასანიას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ოჯახის წევრების ვერსიით, ქიმერიძე პოლიციელებს დაკითხვისას ცემით შემოაკვდათ", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოლიცია აცხადებს, რომ დაკითხვის მერე კაცი კიბეზე დაგორდა და დაიღუპა.

"ტყუილია, რომ თითქოს ის პიროვნება პოლიციელებს ცემით შემოაკვდათ", - აცხადებს შოთა ხიზანიშვილი. მისივე თქმით, ის ხაშურის პოლიციაში მოწმის სახით იყო დაბარებული, დაკითხვის შემდეგ კიბეებზე ჩამოსვლის დროს წაიქცა, დაგორდა და მიიღო ტრავმა. ამ ფაქტთან დაკავშირებუთ პროკურატურაში სს საქმეა აღძრული. "პოლიციის მხრიდან ცემა - ასეთი რამ არ ყოფილა. ეს ადამიანი უცებ არ გარდაცვლილა, ის პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ სახლში. სხვა ინფორმაცია არ მაქვს, გარეგნულად რა ამჩნევია და რა არა, არ ვიცი. არც ის ვიცი, რა უთხრეს პოლიციელებმა ოჯახის წევრებს", - დასძინა ხიზანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილებისა თუ მოწმეების პოლიციის შენობიდან "გადმოხტომის" შემთხვევები შევარდნაძის პერიოდის ქართულ პოლიციაში არსებობდა, როცა დაკითხვისას ცემის დროს გარდაცვლილი ადამიანები ფანჯრებიდან ცვიოდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ქიმერიძის გარდაცვალების შესახებ ცნობა თავდაპირველად ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე გაავრცელა: "სოსო ქიმერიძეს გუშინ დილით მიაკითხა პოლიციელმა, სოფელში საარყე ქვები დაიკარგა და შენთან შეკითხვები გვაქვსო (რამდენიმე წლის წინ სოსო ჯართის ქურდობისთვის გაასამართლეს და პირობითიც მისცეს). 10 საათის შემდეგ სოსო ქიმერიძე გარდაცვლილი მოასვენეს სახლში. ოჯახის წევრებს უთხრეს, ხაშურის ახლადაშენებულ პოლიციაში დაბალი მოაჯირებია და იქიდან გადმოვარდაო", - წერს შალვა რამიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მოგვიანებით კამერასთან დაუდასტურა, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი ხაშურის შუშებიანი პოლიციის შენობაში", - დასძენს გამოცემა. 

"ქვიშხეთში ჩასულს ამაზრზენი სიტუაცია დამხვდა. ეზოს გარშემო სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიციელები ირეოდნენ. ჭირისუფლებს ატერორებდა ვიღაც "აქტივისტი" კაცი, რომელმაც ჩემი დანახვისას ყვირილი დაიწყო, "აქ რა გინდა, რას მოხვედიო". როგორც შემდგომში გაირკვა, ის "ვიღაც" მეზობელი ყოფილა, რომლის შვილიც პოლიციაში მსახურობს. გადავიღე გარდაცვლილის მეუღლე და დედა. გაჭირვებული ოჯახია, შეშინებული არიან. ბუნებრივია, რომ გარდაცვალებით გამოწვეულ შოკს ძალოვნების ზეწოლაც დაემატა", - წერს რამიშვილი. "რეზონანსთან" საუბრისას ეს ფაქტი "თავისუფალი დემოკრატების" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ცხადიაშვილმაც დაადასტურა", - წერს სტატიის ავტორი. 

"ოჯახის წევრებისგან მიღებულ ინფორმაციას გაწვდით. გარდაცვლილის შვილთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, რომ უბანში რაღაც სპილენძის ქვაბი დაიკარგა და გუშინ მისი მამა პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა. მეორე დღეს კი ამავე პოლიციელებმა თავიანთი მანქანით მამამისი გარდაცვლილი მოასვენეს. ჩვენ ფოტო და ვიდეომასალებიც გადავიღეთ და გარდაცვლილს გარეგნულადად ეტყობა, რომ სასტიკად ნაცემია. შვილმა გვითხრა, რომ ორივე ხელ-ფეხი მოტეხილი აქვსო. საინტერესოა, რომ პოლიციელებს გარდაცვლილის შვილისთვის უთქვამთ, მამაშენს ვუთხარით, რომ დამნაშავე არ იყო, როცა უკვე გავუშვით, მესამე სართულიდან გადმოხტაო. საინტერესოა, თუკი დაკითხვაზე ადამიან ეუბნებიან დამნაშავე არ ხარ და სახლში გიშვებთო, რატომ უნდა გადმოხტეს?! არც ის ვიცი, ადამიანი ასე სასტიკად ერთი ქვაბის გამო რატომ უნდა ეცემათ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცხადიაშვილი.

"გარდაცვლილის შვილს ვკითხე კიდეც, პოლიციელებმა რა მიზეზი თქვეს, რატომ გადმოხტა მამათქვენი-მეთქი და არ ვიცით, ჩვენ გამოვუშვით და ის გადმოხტაო. შვილმა მითხრა, პოლიციამ დასაფლავების ხარჯები თავის თავზე აიღოო. ისიც ვკითხე, რის სანაცვლოდ შეგპირდნენ დასაფლავების ხარჯების დაფარვას, დაშინება ან ზეწოლა ხომ არ არის-მეთქი და არაო. პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოჯახი რაღაცას უფრთხის და ბოლომდე არ ომბობს იმას, რაც იცის. როცა გარდაცვლილის შვილს ვკითხე, ერთი ქვაბის გამო მოკლეს-მეთქი მამათქვენი და არაო, აქ სხვა რაღაცააო. მხარდაჭერა აღვუთქვი, ვუთხარი, რომ ბოლომდე დავიცავდი და შემდეგ, პირად საუბარში მითხრა, თუ მხარდაჭერა იქნება, ოპოზიცია და ტელევიზია ზურგს გამიმაგრებს, თანახმა ვარ ფაქტზე განცხადებები გაკეთდეს და გასაჯაროვდესო. სხვა მეტი არაფერი უთქვამს", - განაგრძობს "თავისუფალი დემოკრატების" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

"დღეს მოასვენეს გარდაცვლილი შინ. ცოტა დაბნეული, შეშინებული იყვნენ და ვერ გაერკვნენ, რა ეთქვათ და რა არა. მგონია, რომ ცოტა ხანში, თუკი ჩვენი მხარდაჭერის იმედი მიეცემათ, ბოლომდე იტყვიან ყველაფერს.... მიცვალებული ნაცემს ძალიან ჰგავდა, მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და თავად ექსპერტს პირად საუბარში უთქვამს, რომ ღვიძლი გულთან აქვს ამოტანილი, ისეთი ათქვეფილიაო. ოფიციალური დასკვნა ჯერ არ დევს, ოც დღეში დაიდებაო, თუმცა მეეჭვება, ოფიციალურ დასკვნაში ექსპერტიზამ ჩაწეროს, დაკავებული დაკითხვისას სცემეს და ამის შედეგად გარდაიცვალაო", - დასძენს გიორგი ცხადიაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი - "ყველაზე ცუდი ისაა, რომ დღეს სააკაშვილი მზადაა გახდეს აბსოლუტური დიქტატორი, ოღონდ მას არ აქვს ამის რესურსები... მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ეს გადაწყვეტილია!"

"მედიაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინტერვიუ გამოჩნდა, თანაც რეგიონულ პრესაში. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ ამ დრომდე არ ჰქონდა მიცემული. ამჯერად ის სამეგრელოს ინტერნეტგამოცემა "თავისუფალ სიტყვას" საკმაოდ ვრცლად ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია, ქვეყნის პირველი პირი მისი გვარის პირდაპირ ხსენებას ყოველთვის ერიდება - მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს და აკრიტიკებს ახალბედა პოლიტიკოსს. აი, ივანიშვილი კი სააკაშვილზე პირდაპირ საუბრობს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ეს გადაწყვეტილია!" / ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ისტერიკულად დარბის.

"ჰიპერაქტიური პრეზიდენტი გვყავს. ჩემი აზრით, ცოტა ისტერიკულად დარბის. თუმცა სირბილით ბევრს ვერაფერს მოიპოვებს. ყველამ იცის უკვე, რომ მასთან შეხვედრისას ხალხი ავტობუსებით დაჰყავთ, ყველამ იცის, რომ ზოგიერთ შენობას სხვადასხვა დროს სამი მხრიდან ხსნის. გაუგებარია, რისთვის და ვისთვის აკეთებს ამას, ალბათ, თვითონვე უხარია და მოსწონს ეს, ვერ ჩერდება, ვერ ისვენებს... აქვს ილუზია, რომ კახეთიდან იმერეთს მოატყუებს, იმერეთიდან - სამეგრელოს, საერთო ჯამში, შექმნის ილუზიას, რომ ის აღმაშენებელი პრეზიდენტია. თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთებული აქვს არა თუნდაც მოჩვენებით აღმშენებლობაზე, არამედ ისევ დაშინებაზე, ძალადობასა და გაყალბებაზე და ჰგონია, რომ ამ მანიპულირებით მოახერხებს არჩევნების მოგებას. მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი გამოუვა", - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი, რომლის აზრით, ეს მყიფე სისტემა დაიმსხვრევა და ყველაფერს დაექმევა საკუთარი სახელი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვფიქრობ, ყველაზე კარგად რაც ისწავლა ხელისუფლებამ (რასაც მისი წინამორბედი ვერ ახერხებდა) არის ის, თუ როგორ მოაგროვონ ფული. ეს პროცესი დაიწყო საბაჟოებიდან და ახლა ყველა მოქალაქის ჯიბეში ძვრებიან... ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც დღესაც ტრაბახობენ ისაა, რომ ელექტროენერგია გვაქვს. იმაზე აღარ საუბრობენ, რომ ამ დენს საქართველოს მოსახლეობა ევროპაში, მგონი ყველაზე ძვირად ყიდულობს. ელექტროენერგია ასე ძვირი, ბევრი მიზეზის გამო, საქართველოში არ უნდა ღირდეს... წარუმატებლობის ჩამოსათვლელად, ალბათ, ერთი დღე არ გვეყოფა. პირველ რიგში სააკაშვილის უდიერი და გაუაზრებელი ქცევით დაკარგული ტერიტორიები უნდა გავიხსენოთ, ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებული სასამართლო, მედია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დღეს სააკაშვილი მზად არის, გახდეს აბსოლუტური დიქტატორი, ოღონდ მას არ აქვს ამის რესურსები", - აცხადებს ივანიშვილი. მისი აზრით, ერთადერთი სწორი გზა, რაც სააკაშვილს დარჩა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეჩერდეს - ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობამ, უამრავი შეცდომისა და დანაშაულის მიუხედავად, შეიძლება მიუტევოს", - დასძენს გამოცემა.

"შემიძლია განვაცხადო, რომ მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები. ეს გადაწყვეტილია და ეს იციან ჩემმა კოლეგებმა და გუნდის წევრებმაც. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, ვფიქრობ, ჯერ ამის გაცხადება ნაადრევია. ყველაფერი თავის დროს გაირკვევა", - აცხადებს ივანიშვილი. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი გუნდი სათანადოდ არ აქტიურობს - "ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, არის რაღაც, რაც ზედაპირზე არ ჩანს... ხელისუფლება, დიდი ძალადობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერ მოახერხებს, რომ ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი დაგვიკარგოს. დღეს ვერ ვახერხებთ საქართველოს მოსახლეობის იდეალურად დაცვას, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასაკეთებელი საქმეა. თანდათანობით ვგეგმავთ საზოგადოების გააქტიურებასა და შიშისგან გათავისუფლებას. სურვილის მიუხედავად, ყველა ნაბიჯის შესახებ დეტალურად ვერ მოგიყვებით, რადგან ზოგი რამ საიდუმლო ჩანაფიქრიცაა, მაგრამ ეს მოხდება დროულად. აპრილიდან ჩვენი მობილიზება თვალში საცემი იქნება. ზედმეტი გააქტიურება შეიძლება დღეს საჭირო არც იყოს", - აღნიშნავს ივანიშვილი. მისივე განმარტებით, ამან შეიძლება მისი მომხრეები დააზარალოს, რადგან ამ ეტაპზე ხელისუფლება ძალიან აგრესიულია", - წერს სტატიის ავტორი. 
ინტერპრესნიუსი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 731 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
ჭიკაიძე: ამოვიღეთ 2,7 ტონა გერაინი (ხიდაშელი ჭიკაიძეს დასცინის?)
ვითარება ღაზას სექტორში
მერიის თანამშრომლები დაკითხვაზე დაიბარეს
საკადრო ცვლილებები მთავრობაში
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში-გამოხმაურება
საკადრო ცვლილებები მთავრობაში-გამოხმაურებები
კულტურის სამინისტრო გურამ ოდიშარიას გარეშე
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
მყინვარიდან ფეხმოტეხილი ტურისტის ჩამოყვანა
ბათუმის საკრებულოს 5 კომისია ჰყავს
მგლები სოფელ შამგონაში
თამარ ივერი LGBT პირების მხარდასაჭერად
ყველაზე რეიტინგული
საზოგადოება |
2014.07.31 17:32
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტარდება.
პოლიტიკა |
2014.07.31 17:16
31 ივლისს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქდმ ფოთის, წყალტუბოს, წალკის და ბოლნისის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა საჩივარი შეიტანეს, რომლითაც ითხოვენ ქდმ-ს თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის ბათილად ცნობას.
კულტურა |
2014.07.31 17:11
31 ივლისს, 15:00-ზე სასტუმრო რედისონში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.
ეკონომიკა |
2014.07.31 16:47
პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგოსექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების განხორცილება, სადაც ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროა ჩართული.
საზოგადოება |
2014.07.31 15:30
„...რომელია მორწმუნე, დამისახელეთ! ხიდაშელი? ბესელია? გამაცინებთ"- ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი.
საზოგადოება |
2014.07.31 14:34
უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
|
2014.07.31 14:12
"მას შემდეგ, რაც ჩვენს ჯარისკაცებს, მართლაც საამაყო ადამიანებს ვუყურე და ბიჭების გვერდით ვიდექი, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება არ მინდა"- პრემიერი.
ძიება საიტზე
Geotimes TV
ჭიკაიძე: ამოვიღეთ 2,7 ტონა გერაინი (ხიდაშელი ჭიკაიძეს დასცინის?)
ვითარება ღაზას სექტორში
მერიის თანამშრომლები დაკითხვაზე დაიბარეს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     1 23
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აგვისტო 2014
დღის ქრონიკა
15:23
"ფეისბუქმა" მუშაობა განაახლა
17:59
"ხელისუფლებამ წარსულთან ბრძოლაში მთელი თავისი რესურსი დახარჯა",- დავით ბაქრაძე
16:16
გიორგი ვაშაძე, რუსეთის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს
15:27
დავით დარჩიაშვილი მოსკოვის მხრიდან საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყებას ეხმიანება
15:14
ქვიშხეთის მცხოვრებლები, გვირაბის მშენებლობის გამო, უვადო აქციის დაწყებას აპირებენ
მთავარი დღეს
წყალსადენის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ეკონომიკა
“ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების“ პროექტი
29 ივლისს, პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშს განიხილავს
ბათუმში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება
„უდანაშაულო ბავშვებზე საუბრობთ...მათ რატომ ეხებით, სულში უძვრებით, შეურაცხყოფას აყენებთ“-თინა ხიდაშელი
"სოციალურ სახლებში" 80 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის რძის კომბინატს "ესკიმოს" წარმოების უფლება შეუჩერა
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მარტვილში გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უკან დააბრუნეს
"ხელისუფლებამ წარსულთან ბრძოლაში მთელი თავისი რესურსი დახარჯა",- დავით ბაქრაძე
მსოფლიოში
არგენტინა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს
სამთავრობო ძალებმა, უკრაინის აღმოსავლეთით, კონტროლი კიდევ რამდენიმე დასახლებაზე დაიბრუნეს
იაპონია საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ვეტრმფრენმზიდ "მისტრალის" გადაცემის გამო, ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს
ტაბლოიდი
„სოზარ სუბარი აშკარად ეფექტური კადრია“-ნანუკა ჟორჟოლიანი
„პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა“-ჯაბა ქარსელაძე
„გამოდის, რომ ბრძოლა კირკოროვთან გვიწევს”-კახა მამულაშვილი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2014 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge