|
მედია ექსპერტის ია ანთაძის შეფასებით, IREX-ის კვლევის შედეგი,
სადაც მედიის მდგრადობის მიხედვით საქართველო კავკასიის რეგიონებში ბოლო ადგილზეა,
არ იყო მოულოდნელი. როგორც ექსპერტი აცხადებს, ზოგადად ქართული მედიის მთავარი პრობლემა
ხელისუფლების მხრიდან კონტროლის მექანიზმის მაღალი დონეა.
„ეს ეხება ყველა ტელევიზიას, რომელიც დღეს ქართულ მედია
სივცეში არსებობს. მედიის მთავარი დანიშნულება სახელმწიფოში მიმდინარე ყველა პროცესში
მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უნდა იყოს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს მათ მიერ განხორიციელებული
რეფორმების შესახებ მოსახლეობის და დაინტერესებული წრეების აზრი და ამის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას უნდა ცდილობდეს“
- განაცხადა ანთაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი მედია სივრცე პროპაგანდის იარაღად
არის გადაქცეული.
ეპსქერტის თქმით, სანამ არსებულ მდგომარეობას არ შეიცვლება,
მდგრადობის გაუმჯობესებაზე ფიქრი არარეალური იქნება.
შეგახსენებთ, რომ IREX-ის კვლევის შედეგად საქართველო მედიის მდგრადობის ინდექსით
კავკასიის რეგიონებში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. მოცემულ რეიტინგში საქართველო აზერბაიჯანს 0,01 ქულით ჩამორჩა და 1,88 ქულა
დააგროვა. აღნიშნული ინდექსით კავკასიის ლიდერი 2,01 ქულით სომხეთი გახდა.
კვლევა
2012 წელს მოიცავს და მედიის მდგრადობა 5 კრიტერიუმით ფასდება: სიტყვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი საკანონმდებლო და საზოგადოებრივი ნორმები; ჟურნალისტების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ხარისხი; ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად ინფორმაციის მრავალფეროვანი წყარო; კარგი მედიამენეჯმენტი და სარედაქციო დამოუკიდებლობა; მედიის დამოუკიდებლობის პროფესიული ინტერესის დამხმარე ინსტიტუტების ფუნქციონირება.
|