
მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონ სითიში ახალი ციხე იხსნება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვიდრე ეს დაწესებულება პატიმრებით გაივსება, რიგით მოქალაქეებს არა მხოლოდ მისი დათვალიერების, ახალ ციხეში 30 დოლარად ერთი დღე–ღამის გატარების შესაძლებლობაც ექნებათ.
ნებაყოფლობითი პატიმრობის 170 მსურველი უკვე მოიძებნა, მათ შორის რამდენიმე ადვოკატი და წყვილი, რომელმაც ქორწინების წლისთავის აღნიშვნა უჩვეულო გარემოში გადაწყვიტა.
მოხალისეებს საპატიმროს თანამშრომლები წესების დაცვით მოექცნენ – ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, ძვირფასეულობა, ყველა პირადი ნივთი და საკნებში გადაანაწილეს, სადაც რკინის საწოლი და მხოლოდ ერთ არხზე მომართული ტელევიზორი იდგა. პატიმრებმა დაძინებამდე ივახშმეს. ყველა მოხალისე მეორე დილითვე გაათავისუფლეს.
|