|
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების ვისბადენის მე-12 კინოფესტივალის ფოკუსში ქართული კინემატოგრაფი მოექცა.
ფესტივალზე დასასწრებად საქართველოდან მიემგზავრება დელეგაცია: ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და 6 ქართველი კინორეჟისორი.
21 აპრილს, 12 საათზე, თამარ
ტატიშვილი გამართავს
პრეზენტაციას კინოცენტრის
საქმიანობის და
პროექტების შესახებ.
პრეზენტაცია ფესტივალის
ინდუსტრიული პროგრამის
- GoEAST Project Market-ის ფარგლებში გაიმართება.
ფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში13 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები. საკონკურსო პროგრამაშია ნანა ჯანელიძის (რამდენიმე დღის წინ რუსული კინოაკადემიის „ნიკას“ გამარჯვებული) დოკუმენტური ფილმი: „ნეტავ იქ თეატრი არის?!“. თანამედროვე ქართული ფილმების თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“ , რუსუდან პირველის „სუსა“, სალომე ჯაშის „ბახმარო“, ლევან კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან“, გერმანელი მაყურებელი ნახავს ქართულ კინოკლასიკასაც.
23 აპრილს, ფესტივალზე
შედგება პანელ
დისკუსია თემაზე:
„ქართული
კინო დღეს“, რომლის
მოდერატორიც იქნება
Screen International-ის ცნობილი
ჟურნალისტი და
კინოკრიტიკოსი - მარტინ
ბლენი. შეხვედრაში
მონაწილეობენ: ეროვნული კინოცენტრის
დირექტორი თამარ
ტატიშვილი, თბილისის კინოფესტივალის
დირექტორი გაგა ჩხეიძე
და რეჟისორები:
სალომე ჯაში,გიორგი ოვაშვილი, რუსუდან
პირველი,
ზაზა რუსაძე, ლევან
კოღუაშვილი.
ვისბადენის კინოფესტივალი
GoEast ყოველწლიურად განსაკუთრებით
ინტერესდება ქართული
კინოთი. შარშან
ფესტივალი ახალგაზრდა
ქართველი რეჟისორის
- ვაკო კირკიტაძის
ფილმით „სექტემბერი“ გაიხსნა.
2011-ში სტუდენტური
ფილმების კონკურსში
მოხვდა 6 ქართველი
სტუდენტის ნამუშევარი.
ფესტივალის მთავარ
საკონკურსო პროგრამაში
მონაწილეობდა ქართველი
ავტორის - ალექსანდრე
ქვირიას 2010 წლის
ნამუშევარი „გორელოვკა“. 2011 წლის
ფესტივალის ჟიურის
წევრებს შორის
იყო ქართველი
რეჟისორი ლევან
კოღუაშვილი,
რომლის ფილმმა
„ქუჩის
დღეები“
2010 წელს ამავე
ფესტივალის მთავარი
პრიზი აიღო.
2009-ში
კი გრანპრი
და კინოკრიტიკრიტიკოსთა
ასოციაციის მთავარი
პრიზი FIPRESCI ვისბადენის
ფესტივალზე აიღო
ბოლო დროის
გახმაურებულმა ქართულმა
ფილმმა „გაღმა ნაპირი“, რომლის
რეჟისორი გიორგი
ოვაშვილი წელს
მთავარი ჟიურის
წევრია.
GoEast ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპის
კინოს საკმაოდ
მნიშვნელოვანი კინოფორუმია.
ფესტივალი 2001 წელს
კლაუდია დილმანმა
დააფუძნა,
რომელიც გერმანული
კინოს ინსტიტუტის
DIF დირექტორი იყო.
2012 წელს
საქართველოზე ფოკუსი
დაიგეგმა ეროვნული
კინოცენტრის და
ფესტივალის დირექტორატს
შორის თანამშრომლობის
შედეგად. შეთანხმება
სარაევოს კინოფესტივალის
ფარგლებში გამართულ
შეხვედრაზე 2011 წლის
ივლისში შედგა.
|