|
წინანდალში, ჭავჭავაძეების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „რედისონი" აშენდება. სასტუმრო ოთხსართულიანი, 100 ნომერზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება. სამშენებლო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და მის ჩატარებას „სილქროუდ ჯგუფი" უზრუნველყოფს. კომპლექსი 20 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციით აშენდება.
სამშენებლო სამუშაოებს ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი აწარმოებს, რომელიც უკვე საქართველოშია. როგორი იქნება "რედისონი" წინანდალში და რას ითვალისწინებს სამშენებლო პროექტი, - ჯონ ფორტიადისი დღეს მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნობს
წინანდლის ბაღის ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობასთან ერთად, იგეგმება ძველი ღვინის მარნებისა და ქარხნის რესტავრაცია. განახლდება ბაღის ტერიტორია, რომელსაც ძველი ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება.
|