
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მუჰამედ
აშანი ავღანეთის ხელისუფლებას საკმაოდ უცნაურად ჩაბარდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე
დღის წინ ის პაკისტანის, ერთ-ერთი, პროვინციის
პოლიციის საგუშაგოსთან მივიდა, ხელში საკუთარი ძებნის შესახებ გავრცელებული განცხადება
ეჭირა, პოლიციას კი ნებაყოფლობითი ჩაბარებისთვის
ფულს სთხოვდა.
სამართალდამცავები,დამნაშავის ამ მოქმედების გამო, შოკირებულები
იყვნენ, თუმცა არ დაიბნენ და ძებნილი მაშინვე დააკავეს. ავღანელმა სამშვიდობოებმა მომხდარის
შესახებ ამერიკელ კოლეგებს აცნობეს, ამ ფაქტის დაჯერება მათაც გაუჭირდათ და ივარაუდეს,
რომ შეიძლებოდა დამნაშავე მოცემულ მომენტში ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო, გამოკვლევებმა
ეს ვერსიაც უკუაგდო.
ვერავინ მიხვდა რასთან შეიძლებოდა საქმე ჰქონოდათ. ერთ-ერთ
ამერიკელ სამხედრო მეთაურს ეჭვიც კი შეეპარა, დაკავებული მართლა ის იყო, ვისაც ეძებდნენ,
თუ „ვიღაც აფერისტი უშნოდ ხუმრობდა“. კითხვაზე დაკავებულმა მკაცრად უპასუხა, შეძლებდა
თუ არა მიეღო მისი დაკავებისთვის გამოყოფილ ფულად პრემიას.
დაკავებულს
ბიომეტრიული ანალიზი ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი ვინაობაც დადასტურდა. ის,
სწორედ, ავღანეთის ოფიციალურ პირებზე თავდასხმისთვის ძებნილი ეჭვმიტანილი აღმოჩნდა.
ამერიკელი ჩინოვნიკებს დაკავებული გონებაშეზღუდული ჰგონიათ. „წინააღმდეგ შემთხვევაში,
ტერმინი „თალიბანი“, „იდიოტით“ შეიცვლება, აღნიშნავს ერთ-ერთი მათგანი.
|