გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  ივნისი 20.06.2013 15:32:00
swf
ბიზნეს რეიტინგი
წლის საუკეთესო ბიზნეს-კომპანიების დაჯილდოება
„გეოპლანტმა“ ნომინაციებში - წარმატებული ექსპორტიორი და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები გაიმარჯვა
ბიზნესრეიტინგის სპეციალური პრიზი ბადრი პატარკაციშვილს გარდაცვალების შემდეგ...
ინტერვიუ
"ამერიკასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პრობლემას აჩენენ სააკაშვილი და მისი მეგობრები"
კახა კუკავა: ახლანდელი ხელისუფლება „მოქალაქეთა კავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაციაა
დავით თევზაძე: ავღანეთის მისიაში არა ოკუპანტები, არამედ სატელიტები ვართ

პოლიტიკა
„ანდჟეი ტიშკევიჩის გაწვევა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მოთხოვნით არ მომხდარა“
მაია ფანჯიკიძე: სამინისტროში ძალიან დაბალი ხელფასები იყო და დაბალანსება პრემიების სახით ხდებოდა
თაკო სალაყაია: ჩემო ოჯახი პოლიტიკური ზეწოლის და ანგარიშსწორების მსხვერპლია
სამართალი
რამდენიმე ჟურნალისტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა შსს პროტესტის ნიშნად დატოვა
შსს-ში სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება მიმდინარეობს
თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეორგოლები Wi-Fi-თ აიტვირთა
სამხედრო თემა
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება
ირაკლი ალასანია ამდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა
ალექსი პეტრიაშვილი ავღანელი ოფიცრების საქართველოს საწვრთნელ ბაზებზე მომზადებას არ გამორიცხავს
პრესის დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: იარაღის საწყობები არა მარტო სამეგრელოში, არამედ სვანეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, საქართველო-სომხეთის საზღვარზეა
ლერი ხაბელოვი: სამხრეთ ოსეთი პირველად სააკაშვილმა აღიარა
კახა მიქაია: ეს არის მეგის ქარდავას და თენგიზ გუნავას შექმნილი ბანდფორმირებებისთვის განკუთვნილი იარაღი
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: „ავღანური სინდრომი“ ქართულ რეალობაში
მალხაზ გველუკაშვილის ბლოგი: პრეზიდენტობის კანდიდატების ფსიქოალგებრული ანალიზი
მალხაზ გველუკაშვილის ბლოგი: სრულყოფილების საფუძვლები “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ”
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.7)
პოლიტიკა ინტერვიუ
არასასიამოვნო ფაქტია, რომ ამერიკული კომპანია აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მოპოვებაზე რუსეთის უფლებას დე ფაქტო ცნობს
2012.04.23 14:20
ამერიკული ნავთობკომპანია "ექსონმობილსა" და რუსულ "როსტნეფტს" შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებზე, თუ როგორ აისახება აშშ-სა და რუსულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა საქართველოზე, ასევე წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, "ინტერპრესნიუსი" საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანია "ექსონმობილმა" და რუსულმა "როსტნეფტმა" ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმების თანახმად "როსტნეფტი" "ექსონმობილის" მნიშვნელოვან პროექტებში 30%-ს მიიღებს. სანაცვლოდ, ამერიკულ კომპანიებს რუსულ ნავბთობბაზარზე შესვლის უფლება მიეცემათ. როგორ შეაფასებდით ამ შეთანხმების ეკონომიკურ და პოლიტკურ ასპექტებს?
- ეს შეთანხმება "როსტნეფტისთვის" მომგებიანია. იმიტომ, რომ "როსტნეფტი" შედის ამერიკულ პროექტებში, ხოლო რუსები ამერიკელებს სთავაზობენ შავ და კარის ზღვებში გათვალისწინებულ პროექტებში მონაწილეობის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ რუსები ძალიან დიდ ხანია, ცდილობდნენ ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასვლას. საქმე იმაში გახლავთ, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ ნავთობის 20 წლის მარაგი. ამ შეთანხმებით, რუსეთი პირველად შედის ნავთობის უმსხვილეს საერთაშორისო ბაზარზე. უნდა ითქვას, რომ "როსტნეფტი" არ არის დამოუკიდებელი კომპანია. მართალია, ღია ტიპის სააქციო საზოგადოებაა, მაგრამ მისი აქციების პაკეტს "გლენკორ ინტერნეიშალი" მართავს, რომელსაც თავის მხრივ რუსეთის მთვარობა აკონტროლებს. "გლენკორ ინტერნეიშალი" შვეიცარული ანონიმური საზოგადოებაა, მაგრამ მას რეალურად რუსეთის მთავრობა აკონტროლებს. 
ამ შეთანხმების პოლიტიკური ასპექტი ის გახლავთ, რომ ამერიკელები რუსებს აძლევენ შანს, გადაურჩნენ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც რუსეთს, სავარაუდოდ 20 წელიწადში დაუდგება. 
- ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "როსტნეფტი "ექსონმობილის" კარიბისა და კარის ზღვებში, კანადის სანაპიროებზე პროექტებში ინვესტიციის სახით 200-300 მილიარდ დოლარს, ხოლო შავ ზღვაში 55 მილიარდ დოლარს ჩადებს. შეიძლება იქვას, რომ ამერიკა და რუსეთი შავ ზღვაზე ნავთობის ერთობლივად მოპოვებაზე შეთანხმდნენ? და კიდევ, თქვენი ინფორმაციით, ამ შეთანხმებით ნავარაუდევია თუ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვება და თუ კი, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? 
- რა თქმა უნდა, ამ პროექტებში აფხაზეთი შედის. საქმე იმაშია, რომ შავ ზღვაზე იმ ტერიტორიებს, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აფხაზეთის გარდა, ნავთობი უბრალოდ არსად არ არის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დაიწყებს შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას. ეს ახლო პროექტი არაა, მაგრამ უნდა ითქვას იმაზეც, რომ ჩვენმა მთავრობამ 8 წელი დაკარგა ამერიკელებთან ერთად აფხაზეთში ნავთობის მოპოვების დასაწყებად. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენმა მთავრობამ ცნობილ ამერიკულ ნავთობკომპანია "ანადარკოს", რომელიც სიდიდით "ექსონმობილს" არ ჩამოუვარდება, იმის გამო უთხრა უარი აფხაზეთში ნავთობის მოპოვების დაწყებაზე, რომ "ანადარკოს" პირობები ჩვენს პრეზიდენტს არ მოეწონა. "ანადარკოს" ამის მცდელობა ჰქონდა. მას მიღებული ჰქონდა ლიცენზია, შემოჰქონდა კიდეც საბურღავი პლატფორმა, მაგრამ პრეზიდენტმა ეს კომპანია პირობების მიუღებლობის გამო საქართველოდან გააგდო. 
ახლა რეალობა ასეთია, რომ რუსები და ამერიკელები აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე შეთანხმდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამის თაობაზე რეალურ გეგმებზე ჯერჯერობით არაფერი ისმის, ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ როგორ განვითარდება პროცესები. მიუხედავად ამისა, ამგვარი პერსპექტივა რომ უკვე არსებობს, ესეც შემაშფოთებელია. 
- რა გავლენას იქონიებს აღნიშნული შეთანხმება აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებზე და, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს საქართველოს საკითხში აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმნოებაზე? 
- მას შემდეგ, რაც ამერიკულმა კომპანიამ აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე კონტრაქტი არა საქართველოსთან, არამედ რუსეთთან გააფორმა, ყველაფერი გასაგები უნდა იყოს. საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია ის, რომ უმსხვილესი ამერიკული კომპანია აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მოპოვებაზე რუსეთის უფლებას დე-ფაქტო ცნობს. მაგრამ, საბოლოოდ როგორ განვითარდება პროცესები, ჯერჯერობით გაურკვეველია. 
- ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი გასულ შაბათ-კვირას ზარ-ზეიმით აღინიშნა. თქვენი აზრით, ინვესტიციების რეალურად მოზიდვის თვალსაზრისით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას ტრამპის თბილისსა და ბათუმში ვიზიტისგან? 
- ჯერჯერობით საუბარია 47-სართულიანი სახლის აშენებაზე. ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია ეს პროექტი, ნამდვილად არ ვიცი. ამ სახლში ბინების ფასი იმდენად დიდი იქნება, რომ ამგვარ ფასებს საქართველოს ბაზარი შეჩვეული არ არის. ძნელი სათქმელია, იშოვიან თუ არა 47-სართულიანი სახლისთვის კლიენტურას. ალბათ იშოვიან, მაგრამ საერთოდ, რამდენად მდგრადი იქნება ბატონ ტრამპთან ურთიერთობა, არ ვიცი. ტრამპის ვიზიტის დროს ბათუმში გახლდით და შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმი ლას-ვეგასის კარიკატურას ემსგავსება. ულამაზესი ქალაქი მახინჯდება. ტრამპის ვიზიტი დიდი ხანი მზადდებოდა, იანვარში უნდა ჩამოსულიყო და აპრილში ჩამოვიდა. ჯერ საუბარი იყო თბილისში სახლის მშენებლობაზე, ახლა საუბარია იმაზე, რომ ერთადერთი სახლი აშენდება ბათუმში. ჯერჯერობით ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, როგორ აისახება ტრამპის ჩამოსვლა საინვესტიციო ბაზარზე. ეს ერთი პროექტი ხომ მხოლოდ სახლის აშენებით სრულდება. არა მგონია, ამან ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონიოს ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 
- ზოგადად, როგორ დაახასიათებდით ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებას? 
- დავახასიათებდი საშუალოდ სავალალოდ. პრეზიდენტი თავად აცხადებს, რომ საქართველოში მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარს ქვევით აის. ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო ნაკლებია, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენ ჩამოვრჩით მეზობლებს. ქვეყანაში არ არის მდგრადი ეკონომიკური განვითარების არავითარი პროგრამა. ჩვენ ხან ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, ხან ჰიბრიდული სიმიდი შემოგვაქვს, ხშირ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, ზუსტად არც კი ვიცით. ქვეყანაში არ არის არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც ეკონომკური განვითარების მოდელს შექმნიდა და ასეთ მოდელებს შეიმუშავებდა. ჩვენ ვანვითარებთ იმას, რაც ჩვენს პრეზიდენტს უნდა. 
- გაზაფხულის დადგომა ხელისუფლებამ არაერთი სატელევიზიო ხვნა-თესვითა და ტრაქტორების ქსელის სადგურების გახსნით აღნიშნა. რამდენად წაადგება სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გადადგმული ნაბიჯები და უნდა ველოდოთ თუ არა სოფლის მეურნეობის სფეროში სერიოზლ ცვლილებებს? ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მთავრობა ჰყავს . . . 
- გააჩნია, რა ეღირება ამ ტრაქტორების მომსახურება. ხვნა-თესვის რაღაც მცდელობები არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ სახნავ-სათესი ფართობები არ იზრდება. ჩვენი სოფლის მეურნეობის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ თავად მიწის ნაკვეთები ძალიან პატარაა და ცოტა გვაქვს მცირე ზომის ფერმები. მიწის უმეტესობა ვენახს უკავია. სახნავ-სათესი ფართობები საქართველოში ცოტაა და ეს ბაზარი არ ვითარდება. როგორადაც არ უნდა ვაპიაროთ სოფლის მეურნეობაში გადადგმული ნაბიჯები, ეს არსებულ ვითარებას არ შეცვლის. აბსოლუტურად სამარცხვინო სიტუაციია, როცა ჩვენ პურის ფქვილისა და ხორბლის მარცვლის შემოტანა გვიწევს. 
- ექსპერტთა უმრავლესობამ 2012 წლის ბიუჯეტი აშკარად წინსაარჩევნო ბიუჯეტად შეაფასა, მაგრამ უცნაური გახლდათ ის, რომ ბიუჯეტის 16%, ანუ 900 მილიონი ლარი გრაფაში "სხვადასხვა" აღმოჩნდა და მისი გაშიფვრა ბიუჯეტის დამტკიცებისას მთავრობამ არ ისურვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ამ თანხებით რეგიონებში სხვადასხვა პროექტებს არა ხელისუფლების, არამედ "ნაცმოძრაობის" სახელით ახორციელებს. თქვენც ასე მიიჩნევთ? და კიდევ, თქვენი აზრით, საარჩევნო კამპანიისას დახარჯული და თუ დასახარჯი ფინანსები როგორ აისახება ეკონომიკაზე და, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ეს პროცესი ლარის კურსზე? 
- ლარის კურსზე გავლენას ალბათ არ მოახდენს. ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ როცა კრედიტები შემოდის, მაშინ ლარის კურსი ვარდება, ხოლო როცა ვიწყებთ მის გასტუმრებას, მაშინ ლარის კურსი იზრდება და მთავრობა ცოტ-ცოტა ფულს აგროვებს. 
ეხლა რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს. ჩემი აზრით, შესაძლოა თანხები ნაწილობრივ იხარჯება საარჩევნო კამპანიაზე, შესაძლოა "ნაცმოძრაობის" და არა მთავრობის სახელით, მაგრამ ეს ძირითადად ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ბიუჯეტში არის ძალიან დიდი ნაწილი საიდუმლო მუხლების და შესაბამისად, ხარჯების. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბიუჯეტი ტრანსფარენტული არაა და პარლამენტი მთავრობის ხარჯვით ნაწილს ვერ აკონტროლებს. ეს უფრო გაცილებით სერიოზულად მიმაჩნია ვიდრე საარჩევნო ტექნოლოგიებში საბიუჯეტო თანხების გამოყენება. უნდა ითქვას, რომ საბიუჯეტო თანხებს საარჩევნოდ გამოყენაბა ჩვენთან დიდი ხანია მიმდინარეობს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც. მაგრამ ის, რომ ბიუჯეტში საიდუმლო მუხლები მრავლდება და ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს, ეს ნამდვილად სახიფათოა. 
- საარჩევნო კამპანია კარგა ხანია, დაწყებულია და, როგორ შეაფასებდით ქვეყანში პოლიტიკურ ვითარებას ყველა იმ აქტუალური თემატიკის გათვალისწინებით, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია? 
- ჩემი აზრით, ამ თვალსაზირით საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. იკვეთება ორი პოლიტიკური პოლუსი და მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა "ნაცმოძრაობა" დაშინების პოლიტიკას. თუ მან ამგვარი პოლიტიკა გააგრძელა, მაშინ შესაძლოა, შედეგიც სავალალო აღმოჩნდეს და საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. 

კობა ბენდელიანი
ინტერპრესნიუსი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 237 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
The Georgian Times-ის ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
The Georgian Times-ის ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან
დამოუკიდებლობის დღე
ყველაზე რეიტინგული
სამართალი |
2013.06.20 14:55
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა დატოვეს.
პოლიტიკა |
2013.06.20 14:36
„ანდჟეი ტიშკევიჩი მიდის იმიტომ, რომ მას ვადა ამოეწურა. ეს რომ აფხაზეთის მოთხოვნით ყოფილიყო, ის უფრო ადრე წავიდოდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სამართალი |
2013.06.20 14:24
„ვინც ეს ჩაიდინა, კარგად ერკვეოდა ტექნიკურ საკითხებში. მაგალითად, როგორ შეიძლებოდა, გაერთულებინა შემდგომში მისი პოვნა. Wi-Fi–ს ერთი IP მისამართი არ აქვს და ქუჩაშიც კი შეიძლება გამოიყენო. ეს ვიდეოები სწორედ Wi-Fi-ით იყო ატვირთული,
საზოგადოება |
2013.06.20 13:44
„ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. უახლოესი 4 წლის განმავლობაში იმ დევნილების ბინით უზრუნველყოფის საკითხიც განიხილება, რომლებიც 1 ივნისამდე თბილისში იყვნენ რეგისტრირებულნი“,
ეკონომიკა |
2013.06.20 13:43
„პრემია ყოველთვის ყველას ნამდვილად არ ეძლევა, არამედ, ეძლევა მხოლოდ ცალკეულ თანამშრომელს, რომელსაც შესბამისი ზეგანაკვეთური სამუშაო აქვს შესრულებული და აქვს გარკვეული მიღწევები, მაგრამ, მე მაინც უკმაყოფილო ვარ.
სამართალი |
2013.06.20 13:11
„კომისიამ კონკრეტულად მიუთითა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების დამდგენი კომისია არ უნდა ასრულებდეს პარალელური სასამართლოს ფუნქციებს.
სამართალი |
2013.06.20 12:58
ელექტრონულად სასამართლოში მისვლის გარეშე, ადვოკატებს, ბანკებს, იურიდიულ კომპანიებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შემდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღონ,
ძიება საიტზე
Geotimes TV
The Georgian Times-ის ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
The Georgian Times-ის ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
       1  2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20212223
24252627282930

ინისი 2013
დღის ქრონიკა
14:00
დაკავებულ სტუდენტებს სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ
13:44
452 დევნილ ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა
13:29
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
13:28
ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტის 5 თეთრით გაიზრდება
16:10
ქდმ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების შეცვლას ითხოვს
მთავარი დღეს
კახა კოჟორიძე: მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა რისკიანი აუცილებლობაა
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში პრემიების საკითხის მოწესრიგება იგეგმება
ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტის 5 თეთრით გაიზრდება
მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე სოკარი იზრუნებს
საზოგადოება
452 დევნილ ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა
თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების განხილვას ეკა ბესელიამ თავი აარიდა
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული თენგიზ ყურუა 30 ათასი რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
კომენტარი
"ახლა დამნაშავეების ბრალეულობაზე უნდა მსჯელობდნენ და არა იმაზე, ვანო მერაბიშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი"
დავით საყვარელიძე: მსგავსი კადრების ხელში ჩაგდების შემთხვევაში პირველი ვიქნებოდი ვინც ამას გამოიძიებდა
თეა თუთბერიძე: საგულისხმოა, რომ რა ფაქტებიც ვიდეოფირზეა აღბეჭდილი 2007 წელშია გაკეთებული პოლიციის მიერ
მსოფლიოში
წყალდიდობის შედეგად ინდოეთში 182 ადამიანია დაღუპული, 70 000 უგზოუკვლოდ დაკარგული
ტრეფიკინგს ყველაზე ცუდად რუსეთი, ჩინეთი და უზბეკეთი ებრძვის
სოფიის ცენტრში 10 000 ადამიანია შეკრებილი
ტაბლოიდი
თამუნა მუსერიძე: 28 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემთვის ადრეა გათხოვება
სოფო ხალვაში: ივლისის ბოლოს დაიბადება მარიამი
ქეით პერის და რობერ პატისონის რომანი დაიწყო?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge