გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 25.05.2013 14:15:33
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
მტკვარში თევზების დახოცვის მიზეზად, ჯანგბადის ნაკლებობა დასახელდა
კახა ბაინდურაშვილი ქართული ბიზნესისთვის იაფი კაპიტალის მოზიდვას ცდილობს
ნიკა ლალიაშვილი: რობერტ სტურუას წასვლა მთელი ქართული თეატრისათვის დიდი დანაკლისი იქნება
ინტერვიუ
მამა ტარიელი : თუ სასულიერო პირებს დააპატიმრებენ „ნაციონალებს“ აუსრულდებათ ოცნება
გოგა ხაინდრავა: მერაბიშვილი, რომ აჭიკჭიკდება, მერე ნახეთ „ნაციონალების“ ცოდვის ტირილი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს 28 მაისს ეწვევა
არეშიძე: ეტყობა, „ქართულ ოცნებასთან“ ზურაბიშვილის კანდიდატურაზე შეთანხმება არ შედგა
გიგი უგულავა ივანიშვილისა და სააკაშვილის განცხადებებში კეკლუცობის დეტალებს ხედავს
სამართალი
შესაძლოა, დათა ახალაიას სტატუსი გადაიხედოს და ბრალი მოეხსნას
დევნილთა განსახლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისებისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
პროკურატურა: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა კანონის ფარგლებში განხორციელდა
სამხედრო თემა
ირაკლი ალასანია თავის ესტონელ კოლეგას შეხვდა
ივანიშვილი: მშვიდობის აღდგენაში მონაწილეობას ზოგჯერ მსხვერპლიც ახლავს, მაგრამ ნატო-სთან ამ ურთიერთობას ვერ შევაჩერებთ
26 მაისისთვის მზადებასთან დაკავშირებით სამხედრო ავიაცია დღეს და ხვალ რეპეტიციას გაივლის
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.8)
პრესის დაიჯესტი
7 მაისის ქართული პრესა: გიორგი მარგველაშვილი - "პრეზიდენტმა რამდენიმე წელიწადია გაწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან. ის, რომ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის"
2012.05.07 12:46
გიორგი მარგველაშვილი - "პრეზიდენტმა რამდენიმე წელიწადია გაწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან. ის, რომ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის" 

"დახურულობა მასმედიის მიმართ არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოარჩევს ბოლოდროინდელ სააკაშვილს და განასხვავებს მას 2003-წლამდელი, ასევე რევოლუციის შემდგომი პირველი წლების სააკაშვილისგანაც. ვხედავთ, რომ სააკაშვილი დგამს ნაბიჯს პოლიტიკოსობისკენ, ისევ ცდილობს გახდეს პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სერიოზული გამოწვევა შეუქმნა. ცდილობს, ელაპარაკოს ქართველ ხალხს, მაგრამ ადვილი შესამჩნევია, რომ ყველაფერი ეს იმიტირებული და დადგმულია", - აცხადებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოში ყველა ძირეულ საქონელზე მონოპოლიაა ჩამოყალიბებული" / "იმის დაფიქსირება, რომ აფხაზეთი რაიმე ფორმით არ არის საქართველოს ნაწილი, საშიშია" / "როგორ ბალანსდება კოეფიციენტი შიშისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში". 

"სამარცხვინოა კადრები, სადაც ვხედავთ, როგორ დაჰყვებიან სააკაშვილს ავტობუსებით ტაშის დამკვრელები თუ აღტაცებული მხარდამჭერები. ამ ვირტუალური რეალობის შემკვრელი და შემფუთველია ნაციონალურად მაუწყებელი ტელევიზიები. ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე წელია რეალურ და არა დადგმულ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. პრეზიდენტი არ ურთიერთობს მასმედიასთან, თუ არ ვიგულისხმებთ იმ ფორმატებს, რომელსაც თვითონ დგამს და სადაც კითხვებიც და პასუხებიც წინასწარ არის მომზადებული. შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენად შოკისმომგვრელი იყო სააკაშვილისთვის, როდესაც მას არა ჟურნალისტმა, არამედ დეპუტატმა დაუსვა რეალური და წინასწარ მოუმზადებელი შეკითხვა. მაშინ დავინახეთ, რომ მისთვის არამცთუ კრიტიკის, შეკითხვის მოსმენაც კი ძალიან რთულია. რეალურად სააკაშვილს გამოუმუშავდა სტილი, რომლის თანახმადაც, ის ცალ კარში თამაშობს წინასწარ მოგებულ თამაშს. აქ არის თამაში მხოლოდ მოწყობილ და წინასწარ გაწყობილ მოედნებზე, სადაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კარი დგას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი. 

"მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც თავის ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს, რომელიც უნდა პასუხობდეს ხალხის კითხვებს, რამდენიმე წელიწადია გაწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან. ის, რომ ჩვენ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის. გასაოცარია, რომ თავის იდეოლოგიურ და იდეურ მამას - პუტინსაც ჩამორჩება ამ თვალსაზრისით. გვინახავს, როგორ შედის პუტინი დებატებში მასმედიის ამა თუ იმ წარმომადგენელთან. პრეზიდენტისგან მოდის ასეთი მესიჯი, რომ მხოლოდ დადგმულ შეხვედრებს უნდა გადავცემდეთ საათობით და თავისუფალი ჟურნალისტის თავისუფალი შეკითხვა არ შეიძლება გაისმოდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დებატების ფორმას, რომელიც თქვენ ახსენეთ - აქ უშვებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ანუ ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმულა ასეთი გახლავთ: დებატებში მონაწილეობენ პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხოლო ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ვრცელი მონოლოგებით შემოიფარგლებიან საზეიმოდ დადგმული შეხვედრების დროს", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ბოლო სააგიტაციო შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ჩვენმა მეზობლებმა და ჩვენთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა შეიძლება გამოიყენონ. ეს იყო მისი გრძელი პოლიტიკურ-კულტუროლოგიული ექსკურსი აფხაზეთთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და შეინარჩუნოს იგი. პრეზიდენტის მხრიდან დაფიქსირება პოზიციისა, რომ აფხაზეთი რაიმე ფორმით მაინც იყო დისკრიმინებული ან არ იყო ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი, საშიშია. შეიძლება, სააკაშვილი ღრმად არ უფიქრდება იმას, რასაც ამბობს... ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ გულისხმობს მხოლოდ ადმინისტრაციულ საზღვრებს და სადღაც მესაზღვრის დგომას, გულისხმობს იმ ამბიციასაც, რომ მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქვეყანა იყოს შეკრული და ერთიანი. შესაბამისად, პრობლემურია, როცა პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ერთიანობას", - მიიჩნევს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 

"მახსოვს, როდესაც სააკაშვილი რამდენიმე ენაზე მიმართავდა აუდიტორიას - აფხაზურად, ოსურად და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ ვართ მრავალეთნიკური სახელმწიფო. პრეზიდენტის მოვალეობა არა მხოლოდ ერთიანობის ხაზგასმა, არამედ მეტი სიახლოვის მიღწევაა. სააკაშვილს ჰქონდა ეს ამბიციები, როცა ოსურად და აფხაზურად მიმართავდა თუნდაც თბილისში აღლუმის ჩაბარებისას საქართველოს მოსახლეობას. ეს ძალიან კარგი მესიჯი იყო მაშინ. დღეს კი შემაშფოთებელია სახელმწიფოს პირველი პირისგან კითხვის ნიშნების დასმა და განსხვავებებზე ხაზგასმა. განსხვავება არათუ ხალხებს, ორ ადამიანს შორისაც კი არის. ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, განსხვავებების შემკრები და შემქმნელი ერი და სახელმწიფო ვიყოთ. თუ განსხვავებების ძებნას დავიწყებთ, მთელი ნატო-ს ჯარი რომ აფხაზეთსა და ოსეთში ჩადგეს და მიმოქცევაში მხოლოდ ლარი იყოს, მათ ვერასოდეს დავიბრუნებთ", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "გასულ კვირაში კიდევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. ვითარებაში, როდესაც კონტროლის პალატა პოლიტიკური ნიშნით იბარებს ხალხს და არცთუ ცივილიზებული მეთოდებით აწარმოებს მათ დაკითხვას, როდესაც პოლიციური კონტროლი აშკარად ჩართულია პოლიტიკაში, რა სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს არჩევნების წინ მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა?" - პასუხობს:

"სოციოლოგია არის მეცნიერება და მას აქვს თავისი შემოწმების შეფასებისა და გადაფასების ბევრი კრიტერიუმი. სოციოლოგიური დასკვნები მეცნიერული კვლევის შედეგია და თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით იმ დასკვნებს, რომელიც მუდმივად ქვეყნდება, ბევრი შეკითხვა შეიძლება დავსვათ. თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც მე მიჩნდება ნებისმიერი კვლევის მიმართ არის ის, როგორ ბალანსდება კოეფიციენტი შიშისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის რაოდენობა იმ ხალხისა, ვინც პასუხისგან თავი შეიკავა და ეს მაჩვენებელი საქართველოში 40%-მდე ადის. ის 60%-იც, რომელიც პასუხს აძლევს, ამ გარემოს ნაწილია და, შესაბამისად, დაშინებისა თუ ზემოქმედების ქვეშ არის. ამ მაჩვენებლის გაბათილების არანაირი კვალიფიციური მექანიზმი ჯერ არ მინახავს და არც ერთი სოციოლოგისგან არ მომისმენია".

კიდევ 3 გარდაცვლილი პატიმარი 2 კვირაში - "ეს სახელმწიფო პოლიტიკაა: ვერც ერთი მოხელე პენიტენციალურ დაწესებულებაში ვერ გაბედავს, თავისი ინიციატივით დაუდევრობა გამოიჩინოს ადამიანის სიცოცხლის მიმართ" 

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 3 პატიმარი გარდაიცვალა. ჯენერ მატკავას, ზურაბ დავლიანიძის და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალება, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია. თუმცა როგორც უფლებადამცველები და ადვოკატები ამბობენ, პატიმართა გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია და არა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების. როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, პატიმართა გარდაცვალება არა მხოლოდ სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიების დანაშაულია, არამედ იმ ადამიანების, ვინც პენიტენციალურ სისტემაში მუშაობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით კიდევ 3 გარდაცვლილი პატიმარი 2 კვირაში.

"იმასაც კი არ აკეთებენ, რომ პატიმარმა უკანასკნელი დღეები თავის ოჯახთან ერთად გაატაროს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი, მოგეხსენებათ, საზოგადოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. მათი დანაშაული ის არის, რომ საკითხს ძალიან გულგრილად ეკიდებიან და ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს. სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ საჯარო მოხელე და მასთან გათანაბრებული პირი ამჟღავნებს სამსახურებრივ გულგრილობას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს, რასაც ფიზიკური პირის სიცოცხლის მოსპობა და ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე. როდესაც საქმე პატიმრის გარდაცვალებას ან ჯანმრთელობის შერყევას ეხება. მინიმუმ ამ მუხლის დარღვევასთან გვაქვს საქმე. მაგრამ არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როდესაც პროკურატურის ან ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ასეთ ქმედებას რეაგირება მოჰყვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

"როცა იკვეთება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და მას არც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება და არც ჯანმრთელობის მძიმე შედეგი, საქმე გვაქვს ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან, რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმრის გარდაცვალებასთან გვაქვს საქმე, რეაგირებას არ ახდენენ, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. როდესაც ასეთი ფაქტები ხმაურდება, ეს უკვე გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა იყოს, თუმცა, ამის მიუხედავად, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს - საგაზეთო მასალა და სატელევიზიო გამოსვლაც კი სავსებით საკმარისია გამოძიების დასაწყებად. მიმართვაც არაერთხელ გაგვიგზავნია გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ მიმართვებს შედეგი არ მოჰყოლია", - განაგრძობს ადვოკატი.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომისიებისთვის მქონდა მიმართული, მაგრამ რეაგირება არც ერთი კომისიისგან არ მოჰყოლია. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ნათესავებს მედიკამენტების შეტანის უფლებას არ აძლევენ, მაგრამ ესეც გულგრილობასა და დაუდევრობაში გადის. როდესაც მე ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა, ვგულისხმობ იმას, რომ ვერც ერთი კონკრეტული მოხელე პენიტენციალურ დაწესებულებაში ვერ გაბედავს, თავისი ინიციატივით გულგრილობა და დაუდევრობა გამოიჩინოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ, თუ მას არ ექნება ბრძანება ან წახალისება ან სიტყვიერი თანხმობა თავისი ხელმძღვანელობისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თითოეული მოხელეც დამნაშავეა. მაგრამ, რომ იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნება, ასეთი მოხელეები დაწესებულებაში ვერ გაჩერდებობდნენ და ასეთნაირად მუშაობის საშუალებას არ ექნებოდათ. ისინი არ არიან იმაზე მომართულები, რომ მაინცდამაინც ადამიანი აწამონ. უბრალოდ, ასეთია მათი დავალება - ამას ის მაფიქრებინებს, რომ ასეთი შემთხვევების შემდეგ არც ერთი მათგანი არ დასჯილა", - დაასკვნის გელა ნიკოლაიშვილი.

"ხელისუფლების პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ პატიმრებს მარტო თავისუფლება კი არ შეუზღუდონ, არამედ მათ მიმართ ისეთი მოპყრობაც გამოიყენონ, რომელასაც დღეს ციხეებში იყენებენ - ცემის. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ვგულისხობ. ეს ზოგადი პოლიტიკააა და სასჯელააღსრულებისა და ჯანდაცვის ერთობლივი კომისიაც ამის მიხედვით მოქმედებს. კონტექსტიდან ამოგლეჯილად მხოლოდ კომისიის დადანაშაულება სისულელეა იმიტომ, რომ კომისიის მუშაობა იმ პოლიტიკის ასახვაა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

"ცალკე ეს კომისია რომ იყოს დამნაშავე, ის დიდი ხნის წინ დაისჯებოდა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ამ კომისიის კერძო გულგრილობა. თუ საკითხს კონკრეტულად მივუდგებით, შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით პასუხისმგებლები. დამნაშავეები ეგენი იყვნენ, მაგრამ პასუხი ამაზე პირველმა პირმა - მინისტრმა უნდა აგოს, რომლის უწყებაშიც ეს შემთხვევები ხდება. რაც შეეხება პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკას, გამოქვეყნებული ინფორმაციები არასრულია და სანდო არ არის. ოფიციალურ მონაცემებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი რომ იძლეოდეს, ეს ინფორმაცია სარწმუნო არ იქნება. ამ ფაქტების გახმაურებბა ადვოკატების ან პატიმართა ოჯახების წევრების მხრიდან თუ არ ხდება, თვითონ სამინისტრო ასეთ ფაქტებს არ ახმაურებს. ასეთი სტატისტიკა სრულფასოვანი ვერ იქნება. დამოუკიდებელი მეთვალყურეების მხრიდან კი მონიტორინგი აკრძალულია. ასე რომ, ამის ხელმისაწვდომობა საქართველოში არ არის", - განმარტავს ნანა კაკაბაძე. 

გალის სკოლების 800-მდე პედაგოგი დახმარებას ითხოვს - ხელისუფლება მათ ხელფასებს სისტემატურად უგვიანებს

"პედაგოგების, - ვინც გალის რაიონში საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ქართველ ბავშვებს ასწავლიან რომ ქართველია, - მათ ბრძოლას კიდევ ერთი ემატება: ბრძოლა არსებობისთვის, გადარჩენისთვის, ბრძოლა საკუთარ გაზულუქებულ ხელისუფლებასთან, იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც საკუთარი ხელფასი და რამდენიმეათასიანი პრემია არასდროს ავიწყდება, სამაგიეროდ, შეუძლია 3 თვე ხელფასი არ გადაუხადოს გალელ პედაგოგებს და სინდისმა არ შეაწუხოს!" - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით გალის სკოლების 800-მდე პედაგოგი დახმარებას ითხოვს!

"ორიოდე დღის წინ რედაქციაში გალელი პედაგოგები დაგვიკავშირდნენ და მუდარით ითხოვეს დახმარება, გაგვერკვია, რატომ არ უხდიან 3 თვის სახელფასო დავალიანებას. მართალია, ქალბატონმა, რომელიც დაგვიკავშირდა ვრცელი ინტერვიუ არ ისურვა, მაგრამ "ვერსიამ" მოახერხა ერთ-ერთ პედაგოგთან დაკავშირება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, თუ რამდენად მასობრივია ხელფასის გაუცემლობის ფაქტი, პედაგოგი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, ინფორმაციასაც გვიდასტურებს და იმასაც არ მალავს, რომ 800 მასწავლებელი უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამა წლის პირველი კვარტლის ხელფასი მარტის ბოლოს უნდა აგვეღო, მაგრამ დღესაც არ არის ჩარიცხული და გვეუბნებიან, ბანკში ფული არ არისო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ისედაც რამხელა პრობლემები გვაქვს. გალის სკოლის პედაგოგების უმეტესობას 50 ლარს ზევით ხელფასი არა აქვთ - ჩვენ ხელფასს გალიდანაც გვიხდიან რუსული ფულით, მაგრამ ეს თანხა ქართული ფულით 50 ლარი გამოდის, ქართული მხრიდან ყველა პედაგოგს თვეში 200-ლარიანი კომპენსაცია გვეძლევა, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ გაკვეთილს ატარებს პედაგოგი, ყველას ერთნაირად გვიხდიან. საქართველოს განათლების სამინისტრო კი ბოლო ორი წელია, სულ გვიგვიანებს. გასულ წელსაც ასე გაგვიკეთეს. ჩვენ 3 თვის ხელფასს ერთად ვიღებთ, ანუ ყოველი კვარტლის ბოლოს 600 ლარს გვაძლევენ.. ამის მიზეზად გვითხრეს, თქვენ ზუგდიდში ხშირად ვერ გადმოდიხარტ, ამიტომ 3 თვის ხელფასს ერთად ჩაგირიცხავთო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერტ-ერთი გალელი პედაგოგი.

"ბოლო ორი წელია, ხელფასს სულ დაგვიანებით გვაძლევენ. რომ დავურეკავთ, სულ გვეუბნებიან, აფხაზეთის განათლების სამინისტრო აზუსტებდა პედაგოგთა სიებს, დაგვიანება ამიტომ მოხდა. ახლა კი ერთ კვირაში იქნებაო, აი, წუთი-წუთზე, დღეს თუ არა ხვალ ჩაგერიცხებათო და ასე დაუსრულებლად გვატყუებენ. დეკემბერში, საახალწლოდაც არ მოგვცეს ხელფასი. 3 თვის ხელფასი იანვარში ავიღეთ. სააღდგომოდ გალში მცხოვრებ პედაგოგს რომ ხელფასს არ მისცემ, ეს ადამიანობაა? ისედაც რა გაჭირვებასა და შიშში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა. უკვე მაგათთან დარეკვა მოგვბეზრდა,. არადა, ეს პრობლემა გალის რაიონის ყველა პედაგოგს უდგას, არც ერთს ხელფასი ჩარიცხული არ აქვს. რაიონში სულ 800 პედაგოგია", - დასძენს ინკოგნიტო რესპონდენტი.

"ვერსია" შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ იღებენ ამ დრომდე გალელი პედაგოგები ხელფასს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ აფხაზეთის განათლების სამინისტრო პედაგოგთა სიებს აზუსტებდა. სიებს დაზუსტების შემდეგ საჭირო იყო პროცედურული საკიტხების ორგანიზება, რაც უკვე დასრულდა და გალელი პედაგოგები ხელფასს უახლოეს დრეებში მიირებენ. "ვერსია იმის გარკვევასაც შეეცადა, რატომ ვერ გადამოწმდა 4 თვის განმავლობაში სიები და ამის გასარკვევად აფხაზეთი განათლების სამინისტროს დაუკავშირდა - პრესსამსახურის უფროს თეონა ბაბილაიას განმარტებით, სიები მარტის შუა რიცხვებში განათლების სამინისროსთვის უკვე გაგზავნილი იყო, მაგრამ ამ დროისთვის გალის სკოლას 10 პედაგოგი დაემატა, საჭირო იყო მათი მონაცემების დამატებაც და ამიტომ ეს პროცესი გაუწელა. ახლა ყველაფერი დასრულებულია და და ისინი სამშაბათს ხელფასს მიიღებენ". - დასძენს გამოცემ
ინტერპრესნიუსი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 182 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
,,დედაენის ბაღში" აქციას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გამართავენ
გაზეთი
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 21:12
ჩვენ გამოძიებები დავიწყეთ, თუმცა, ეს რთული პრობლემაა. თუ აღმოჩნდა, რომ მათ თანხები არაკანონიერად წაართვეს, მაშინ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს. ეს ძალიან დიდი თანხებია, რომლის დაბრუნებასაც სახელმწიფო უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს.
საზოგადოება კულტურა მთავარი დღეს |
2013.05.24 21:04
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებეზე და ინტერესთა კონფლიქტზე geotimes.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს.
სამხედრო თემა |
2013.05.24 18:08
„ჯარისკაცების რაოდენობას რაც შეეხება, ეს კიდევ ზუსტდება. ზოგადად, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან მაღალ დონეზე წარმოაჩენს.
პოლიტიკა |
2013.05.24 17:45
სომხური მედიის ცნობით, ქართული მედია-სტუქტურის Go Group Media-ს ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი ბაქოში არ შეუშვეს.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 14:44
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო პერიოდში რთული დრო უდგას. ორი დღის წინ შს ყოფილი მინისტრის და ექსპრემიერის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებამ, ბევრი დაარწმუნა
სამართალი |
2013.05.24 13:38
საქმე 2011 წლის აგვისტოში, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს და სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 12:36
"პრეზიდენტი ძალიან ბევრ საკითხზე დაიკითხება ... ჩვენ ვნახეთ, რაში იფლანგებოდა სააკაშვილის დაცვის საიდუმლოხარჯები- ქალბატონებისთვის საჩუქრებში, დროსტარებაში , რესტორნებში, მასაჟებში, შვილის სწავლაში, მკურნალობაში..
ძიება საიტზე
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 2526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
08:00
25 მაისის ანონსი
11:55
შსს-მ 1992 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
08:00
24 მაისის ანონსი
16:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს
14:25
26 მაისს 102 მსჯავრდებული საკუთარ სახლებში შეხვდება
მთავარი დღეს
ვაჟა ოთარაშვილი კულტურის მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში სდებს
ეკონომიკა
რუსეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის პროდუქცია ვერ შევა
სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფია ინიშნება
სქემა, რომლითაც "ოცნებამ" "ნაციონალებისგან" წართმეული ქონება ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნოს
საზოგადოება
სანამ ევროპელები ინცესტის დაკანონებას მოგვთხოვენ....
ბიძინა ივანიშვილი ლევილის მამულის მეპატრონეთა ამხანაგობის ხელმძღვანელებს შეხვდა
იუსტიციის სამინისტრო დევილებს ID ბარათების უფასოდ გადასცემს
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის თაობაზე მერაბიშვილს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
მსოფლიოში
პუტინი ეკონომიკურ ამინისტიაზე უარს აცხადებს
რუსეთის აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Daily Mail : ბრიტანეთის ტერირტორიაზე 2000-მდე პოტენციური ტერორისტი ცხოვრობს
ტაბლოიდი
ანი გიუნტერი: ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია-დედობაა
ირმა ცქიტიშვილი: ყოველთვის ვიცი მოდის სფეროში რა ხდება
ჯეი ლო ფიჭური კავშირის სალონების საკუთარ ქსელს ხსნის
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge