|
ნატო-ს
ჩიკაგოს სამიტის
დეკლარაცია ჩრდილოატლანტიკური
საბჭოს სხდომის
შემდეგ სახელმწიფოს
მეთაურებმა დაამტკიცეს.
ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დეკლარაციის სამი პუნქტი მთლიანად საქართველოს
ეთმობა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ბუქარესტის სამიტის
გადაწყვეტილება ძალაში
რჩება და
ქვეყანა ნატო-ს
წევრი გახდება“.
ამ დოკუმენტით
ასევე ალიანსი
მიესალმება იმ
რეფორმებს, რომლებიც
ევროატლანტიკური მისწრაფებების
გზაზე საქართველომ
უკვე განახორციელა
და აცხადებს,
რომ გააგრძელებს
ქვეყნის მხარდაჭერას
დემოკრატიული, საარჩევნო,
სასამართლო რეფორმების
თვალსაზრისით, ისევე,
როგორც უსაფრთხოებისა
და თავდაცვის
რეფორმების კუთხით.
ამ ფონზე
ნატო ხაზს
უსვამს 2012 და
2013 წლების არჩევნების
სამართლიანად და
დემოკრატიულად ჩატარების
მნიშვნელობას.
დოკუმენტში ასევე
შეფასებულია ის
წვლილი, რომელიც
საქართველოს ISAF-ის
ოპერაციაში შეაქვს.
გარდა ამისა,
ნატო მხარს
უჭერს საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში, ასევე
მიესალმება საქართველოს
მხრიდან ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ
შეთანხმების შესრულებას,
ხოლო რუსეთს
შემხვედრი ნაბიჯების
გადადგმისკენ, ასევე
აფხაზეთისა და
ე.წ.
სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებელ ქვეყნებად
აღიარების გადაწყვეტილების
უკან წაღებისკენ
მოუწოდებს.
დეკლარაციაში ასევე
ნათქვამია, რომ
ჩიკაგოს სამიტი
ასპირანტი ქვეყნებისთვის
სამომავლო გეგმებსა
და პროგრესს
ინდივიდუალურად განიხილავს
და შეაფასებს.
|