eng  geo  rus  თებერვალი 09.02.2010 17:12:30
გაზეთი
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!
რა მესიჯს გაუგზავნიდით საქართველოს პრეზიდენტს?
გოგლა ჟვანია: ზურა საბურთალოს ბინაში არ გარდაცვლილა და თანაც გაზით. ცხედრები ბინაში მიიტანეს, მაგრამ საიდან, ეს ჯერ გაურკვეველია...

 

პოპულარული სიახლეები
ცოტნე ბაკურია: მე, სამწუხაროდ, არაფერი გამიგია საქართველოში მაკკეინის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მტკიცებით, შევარდნაძე წარმოშობით ბერძენი ებრაელია (ბერძენი "ცოკოლიდების" შთამომავალი), დედის გვარი კი გიტლინგია
swf
(0.0)
რუსეთის `კაგებეს" გენერალ-მაიორმა კახა ბენდუქიძეს დაშიფრული წერილი მისწერა?

რუსეთის `კაგებეს" გენერალ-მაიორმა კახა ბენდუქიძეს დაშიფრული წერილი მისწერა? იური კობალაძის მიერ `კომერსანტში" გამოქვეყნებული `მისალოცი ბარათით" შესაძლოა ქართველი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ 

ქართული გვარის მქონე რუსეთის `კაგებეს" გენერალ-მაიორმა, დახურული სააქციო საზოგადოება `რენესანს კაპიტალის" მმართველმა დირექტორმა იური კობალაძემ საქართველოს სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს დაბადების 51-ე წლისთავი მეტად ორიგინალურად, გაზეთ `კომერსანტის~ მეშვეობით მიულოცა. `ძვირფასო კახა! შენი წასვლის შემდეგ მოსკოვში საოცარი ამბები ხდება. საოცარია, რომ შენს კვალდაკვალ გაქრა `ბორჯომი~. შემდეგ ქართული ღვინო. რესტორნებში მხოლოდ მოსკოვის გარეუბანში მოყვანილი `ტარხუნა"და `წიწმატი'. ქრებიან ცალკეული ქართველები. რაშია საქმე, ძვირფასო?! რატომ წაიყოლე თან ყველა და ყველაფერი?! რა, თბილისში `ბორჯომი" ცოტაა?! ან გადაშენდნენ ქართველები? თუ დაბრუნება არ გსურს, დარჩი, მაგრამ დაგვიბრუნე ის, რაც შენთან ერთად გაქრა. ძალზე დაგვაკლდი საგარეო თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს მე-15 წლისთავის ზეიმზე. მეკითხებოდნენ: `ის, რა, საერთოდ არ ჩამოვა?~ მე ვპასუხობდი: `ჯერ არა. თუმცა, საერთოდ არა~. შენ დაბადების დღეს ხელში ვიღებთ უპესტიციდო მოლდავური ღვინით სავსე ბოკალს და ვსვამთ შენი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს. გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს. გვიყვარხარ. ჯერჯერობით გადარჩენილი მოსკოველი ქართველი, ი. კობალაძე~. ამ მილოცვაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. `რენესანს კაპიტალის~ მმართველი დირექტორი იური კობალაძე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რუსეთის `კაგებეს~ გენერალ-მაიორია. მართალია, `კომერსანტმა~ წოდების შემდეგ ფრჩხილებში მიუთითა თადარიგისო, მაგრამ ამ უწყების ხალხი რომ მუდამ მწყობრშია, ცნობილია. თანაც იური კობალაძეს მეტად შთამბეჭდავი ბიოგრაფია გააჩნია. იგი 1949 წელს თბილისშია დაბადებული. 1972 წელს მან სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგი სამი წელი უკვე `ტასს~-ში, ანუ ქართულად `საკდესში~ მუშაობდა. 1975-1984 წლებში საკავშირო ტელერადიოს კორესპონდენტი გახლდათ დიდ ბრიტანეთში. 1984-1991 წლებში `კაგებეს~ პოლიტსამმართველოს ცენტრალურ აპარატში მოღვაწეობს. 1991-1999 წლებში კი რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროს ხელმძღვანელობს. 1999-2000 წლებში `იტარ-ტასს~-ის გენდირექტორის პირველი მოადგილეა, ხოლო 2000 წლიდან დახურული სააქციონერო საზოგადოება `რენესანს კაპიტალის~ მმართველი დირექტორი. ეტყობა, კობალაძის სწორედ ასეთმა ბიოგრაფიამ აღუძრა მრავალ ადამიანს `კომენსანტით~ კახა ბენდუქიძისადმი მილოცვის ტექსტიდან გამომდინარე, გარკვეული, არცთუ უსაფუძვლო ეჭვები. სწორედ ამიტომ `ჯორჯიან თაიმსი~ ამ მრავალთაგან ერთ-ერთს, ეკონომიკურ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა. `ჯ.თ.~: რა შთაბეჭდილობა დაგრჩათ იური კობალაძის ბენდუქიძისადმი მილოცვის ტექსტის გაცნობის შემდეგ? გია ხუხაშვილი: პირველ რიგში, მილოცვას ვუერთდები. ჩვენი სახელმწიფო მინისტრის დაბადების დღეა, გულწრფელად ვულოცავ, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. რაც შეეხება იური კობალაძის მილოცვას, ეს ჩვეულებრივი მილოცვა არ არის. თუ ერთ ადამიანს მეორისადმი დაბადების დღის მილოცვა სურს, შეუძლია ტელეფონით დაურეკოს. `კომერსანტში~ გამოქვეყნებული ეს მილოცვა კი მაგონებს ფილმ `გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებაში~ ალესი იუსტასს რომ წერდა დაშიფრულ წერილებს. ამ მილოცვის გაშიფრვა ჩემი საქმე არ არის. ალბათ, სპეცსამსახურის გასაკეთებელია. პირდაპირ რომ გითხრათ, კობალაძის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ეს წმინდა წყლის დაშიფრული ტექსტია. კობალაძე რუსეთის სპეცსამსახურის მაღალჩინოსანი და ძალიან გავლენიანი ადამიანია.  ამ წერილის მიღმა რაღაც შიფრი იკითხება და მე მგონი, საქართველოს სპეცსამსახურებში გვყავს სპეციალისტი, ვისაც ეს შეუძლია გაშიფროს. მე როგორც არასპეციალისტს, ამ შიფროგრამაში ორი მინიშნება (ფარული მუქარაც დავარქვათ ამას) შემიძლია ამოვიკითხო. პირველი მინიშნება ისაა, რომ იქ მითითებულია: `დააბრუნე, რაც წაიღე~ და არა მგონია აქ წიწმატი და `ბორჯომი~ იგულისხმებოდეს.  `თუ დაბრუნება არ გსურს, დარჩი, მაგრამ დაგვიბრუნე ის, რაც შენთან ერთად გაქრა~, _ ამ კონტექსტში იკითხება ისეთი რაღაცა, რაც იცის კობალაძემ და იცის ბენდუქიძემ. იციან, ალბათ, რუსულმა სპეცსამსახურებმა. კარგი იქნება, თუ ამას პასუხს გასცემს იგივე ბენდუქიძე, რას გულისხმობს ყოველივე ამის უკან იური კობალაძე. მეორე მინიშნება შეხსენებაა, რაც ძალიან ცუდად მენიშნა. თურმე რუს სპეცსამსახურის გენერლებს ძალიან აკლდათ მისი არყოფნა საგარეო თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს მე-15 წლისთავზე. აქაც, კონტექსტში, მე მგონი, გარკვეული მინიშნებაა. კობალაძე არ არის ის ადამიანი, რომ მარტივი ტექსტით გაზეთში, თანაც `კომერსანტში~ გამოვიდეს. ამ მოკლე ტექსტში, მიუხედავად ზედაპირული კეთილგანწყობილი ტონისა, ძალიან სერიოზული მინიშნებები და მუქარები შეიმჩნევა. ეს, მე მგონი, არ არის მარტივი საკითხი. იმიტომ რომ ბენდუქიძე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ცნობილია საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. თუ მას აქვს რაიმე ისეთი სახის პრობლემები რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც ამ კონტექსტში იკითხება, მაშინ ეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები `პაგონებიან~ `გეერუს~ აგენტებს აპატიმრებდნენ, სჯობია, ასეთი ტიპის საკითხებით სერიოზულად დაინტერესდნენ. _ კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში? ბენდუქიძის შესახებ ოპოზიციურ პარტიებს ხშირად უთქვამთ რუსეთის დავალებას ასრულებსო. ეს ხომ არა? _ ერთის მხვრივ, არ მინდა, რაღაც შეთქმულების თეორიაზე ვისაუბრო. თუმცა, მეორეს მხვრივ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ წლებში, ადამიანს, რომელსაც დიდ ფულთან ჰქონდა საქმე, მათ შორის ატომურ პროგრამებთან, გემებთან, წყალქვეშა ნავებთან გააჩნდა ურთიერთობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, ეს შემთხვევით არ ხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთის უსაფრთხოების სისტემასთან ძალიან იყო დაახლოებული. თუ შემთხვევითი ადამიანები ასეთ სისტემაში ხვდებიან, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ, გარკვეული ეჭვების საფუძველი ნამდვილად არის. ამიტომ, ეს საკითხები დასაზუსტებელია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა დაუსვას ბენდუქიძეს კითხვა, რას ნიშნავს კობალაძის ეს მინიშნებანი. ამის უკან უნდა წავიკითხოთ რამე უფრო სერიოზული, ვიდრე მხოლოდ მილოცვაა? მე მეჩვენება, რომ უნდა წაიკითხონ. ჩვენ დღეს რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობანი გვაქვს და მე მგონი, ქვეყანაში მეხუთე კოლონა არავის არ სჭირდება. როდესაც კონტექსტში ჩვენ ასეთ ძალიან სახიფათო რაღაცებს ვკითხულობთ, მაშინ ან საკუთრივ ბენდუქიძისგან, ან ჩვენი უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურებისგან განმარტება უნდა მივიღოთ. ჩვენ თუ არ მივიღებთ ბენდუქიძისგან განმარტებს, ბოლო-ბოლო ეს სამსახურები მას ყოველდღე ხვდებიან და უბრალოდ უნდა გაესაუბრონ მეგობრულად მაინც, თუ რა დგას ამ განცხადების უკან. ბუნებრივია, აქ `ბორჯომზე~ და წიწმატზე კი არა, სერიოზულ საკითხებზეა საუბარი. ამიტომ, ხელისუფლებას ამის მიმართ ძალიან სერიოზული ინტერესი უნდა გაუჩნდეს. _ ბენდუქიძე არ არის ის პიროვნება მსგავს განცხადებებზე ვინმეს გაუჩუმდეს. ასეთი რამ მას არ ჩვევია. თუმცა, ჯერჯერობით, რატომღაც დუმს... _ შეაგინოს მაინც. ეს ზუსტად ის მიზეზია, როცა შეუძლია შეაგინოს კობალაძეს. ჩვენთან ყოველდღე რომ იგინება, თუ მაგარი ბიჭია და ვაჟკაცია, შეაგინოს ახლა იური კობალაძეს. საინტერესოა, მერე იური კობალაძე იქიდან რას უპასუხებს.

ფრიდონ დოჩია , `ჯორჯიან თაიმსი"
2007.04.30 15:05
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 33 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 1  2 3 4 5 67
8 91011121314
15161718192021
22232425262728

თებერვალი 2010

მალხაზ გულაშვილის შესახებ

დღის ქრონიკა
15:21
საზოგადოებრივი მაუწყებლის და Eutelsat-ის საქმის სასამართლო განხილვა ორ კვირაში დაიწყება
15:11
"ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას "ხალხთან დიალოგის~ შედეგებზე პასუხს მოსთხოვენ
15:08
ნიკოლაი პატრუშევი - საქართველოს შეიარაღება ამჟამადაც გრძელდება

 

Rambler's Top100

გაზეთი
პოლიტიკა | 2010.02.05 16:47
მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა. რომ არა ქართველი "ჯვაროსნები", ალბათ, ეს პროცესი უინტერესო და ერთფეროვანი საარჩევნო რბოლა იქნებოდა.
საზოგადოება | 2010.02.05 16:31
იაკობ ახუაშვილი: ჩემი ინფორმაციით, სტრასბურგში გაგზავნილია მასალები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი არის არა სააკაშვილი, ან სომეხი სააკიანი, არამედ თარხანიანთა გვარის შთამომავალი, თარხან-მოურავი.
საზოგადოება | 2010.02.05 15:35
საქართველოს პრეზიდენტი თავისი პრეზიდენტობის ვადის დაწყებისთანავე მინისტრებსა და სხვა მაღალჩინოსნებს გამუდმებით უმეორებდა, მობილური ტელეფონები სულ ჩართული გქონდეთ, რომ თქვენი ამომრჩეველი ადვილად დაგიკავშირდეთო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ დღემდე, რიგითი მოქალაქეები კი არა, ჟურნალისტებიც ვერ უკავშირდებიან ჩინოვნიკებს.
ინფორმაცია | 2010.02.04 17:15
"ეს ხელისუფლება იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც სურდა ზურაბ ჟვანიას. იმიტომ მივიღე პატარკაციშვილის გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება, რომ ის მესახებოდა ადამიანად, რომელსაც შეეძლო ქვეყანაში მიმდინარე უკუღმართი პროცესების შეჩერება. შეეძლო სარგებელი მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
მაქსიმ შევჩენკო: ცოტას ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებთანაც პრეზიდენტებს ჰქონდეთ ისეთი დიალოგი, როგორიც მედვედევს მალხაზთან ჰქონდა
ცოტნე ბაკურია: მე, სამწუხაროდ, არაფერი გამიგია საქართველოში მაკკეინის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ
დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) : ბოლო დროს ტელეეთერით გაშუქებულმა მეტად უზნეო და გარყვნილმა გადაცემებმა პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანულ ტრადიციებს, ზნეობასა და სიწმინდეს
ერიც და ბერიც "ბნელი" ყოფილა, ნათელში მხოლოდ ნინია კაკაბაძე და მისი მეგობრები დგანან
თემურ შაშიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" მრავალ დეპუტატს რუსეთში ბიზნესი აქვს...
მანანა ღურჭუმელიძემ მასწავლებლების ხარჯზე მილიონები იშოვა და ოჯახის წევრები დაასაქმა
ნატოში რუსეთი შეგვასწრებს?
"უკვე ყველანაირი იმედი დავკარგე, ბავშვებს ყოველდღე ნაგავსაყარზე დაგდებულს პოულობენ და ჩვენნაირი ხალხისთვის შვილება შეუძლებელია"
კოკა ყანდიაშვილი: "ჯორჯიან თაიმსი" წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს აღმოჩნდეს მთელი ერის ყურადღების ცენტრში
თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია _ "პოლიტიკური თოჯინა" თუ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რგოლი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63