საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის ახალ პრეზიდენტ აირჩევენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს ორი ადამიანი -ნოდარ ახალკაცი და მამუკა კვარაცხელია - იყრის; 16 მაისს თბილისში ჩამოვიდა უეფა-ს ოფიციალური წარმომადგენელი ბრუნო ვოლფისბერგი, რომელიც რიგგარეშე ყრილობას დააკვირდება.
13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ნემსაძე იქნა არჩეული, თუმცა რამდენიმე საათში მან გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არ ყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.