საპატრულო პოლიციის ოფიცერი მტკვარში დაიხრჩო. პოლიციელი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადამხტარი ქალბატონის საშველად გადახტა და შეძლო კიდეც მისი გადარჩენა, თუმცა თავად დაიღუპა.
დაღუპული პოლიციელი პროზექტურაში გადაასვენეს. მისი ვინაობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის. საავადმყოფოში გადაიყვანეს გადარჩენილი ქალბატონი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.