ხომელიძე გუშინდელ ფაქტთან მისი პაციენტების კავშირს უარყოფს
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ანტისტიგმას' ხელმძღვანელ ნატო ხომელიძე ამტკიცებს, რომ გამორიცხულია მათი პაციენტების რაიმე სახის კავშირი გუშინ გლდანში მომხდარ ინციდენტთან.
პოლიციამ ხომელიძე უკვე დაკითხა.
ხომელიძე აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციას დახმარებისთვის ისეთი პირები მიმართავენ, რომლებსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონალური მკურნალობა არ ესაჭროებათ.
გუშინ გლდანში ექვსი წლის ბავში იქნა გაუპატიურებული; მოგვიანებით ბავშვს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთეს.