ერთი თვის წინ მახინჯაურში საზეიმოდ გახსნილი სამკერვალო ფაბრიკიდან დღეს 10 თანამშრომელი წავიდა. ისინი გაუსაძლის პირობებს უჩივიან და აცხადებენ, რომ ფაბრიკის ხელმძრვანელობა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. გარდა ამისა, ფაბრიკის უკვე ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ფაბრიკაში გაზრდილი იყო სამუშაო დრო და მათ 9-ის ნაცვლად 11 საათს ამუშავებდნენ და ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელობა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, მათი ინფორმაციით, ფაბრიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.