სამართალდამცავებმა 35 წლის გიორგი მონასელიძი, რომელიც ეჭვმიტანილია ლესელიძის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასა და პოლიციელის მკვლელობაში, დაკავების შემდეგ წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.
სამართალდამცავები, ეჭვმიტანილს დღეს წაუყენებენ ბრალს; სავარაუდოდ იგი ბრალდებული იქნება: ყაჩაღობაში, განზრახ მკვლელობაში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში, აგრეთვე, ადამიანის მძევლად აყვანასა და სხეულის დაზიანების მიყენებაში.