eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 00:31:59

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(2.0)
კულტურა
ქართული სიმღერა ბატონია, რომელსაც ბევრი ემონება და ემსახურება

 ქართული ხალხური სიმღერა ფენიქსს ჰგავს, ხან მივიწყების ფერფლი წაეყრება და ხანაც ფერფლიდან აღსდგება, აღორძინდება და მისი ჰარმონიული ჟღერა მსოფლიოსა და კოსმოსს მისწვდება. საინტერესოა, რომ თანამედროვე ქართული სიმღერაც ხშირად იყენებს მის ჰანგებს და ამით უკვდავყოფს მას. ქართული სიმღერა ბატონია, რომელსაც ბევრი ემონება და ემსახურება, მაგრამ ეს საქმე მათ უდიდეს სიხარულსა და ნეტარებას განაცდევინებს. ანზორ ერქომაიშვილი დაუღლელად ემსახურება ამ მშვენიერ ბატონს.

_ რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ხალხური სიმღერა?

_ ქართული ხალხური სიმღერა ქართული სულის დიდი ნაწილია.. ქართული სიმღერა და საგალობელი ყველა ადამიანს სულიერებასა და სიმშვიდეს მატებს. მისი წარმოშობის ისტორია ათეულ საუკუნებს ითვლის. ქართველებს ბუნებასთან და ყოველდღიურობასთან ერთად სიმღერაც თან სდევდათ, რომელიც ნათლად გამოხატავს ქართველი ადამიანის ბუნებას და ხასიათს. სწორედ ამიტომ, მოვიდა ჩვენამდე ზეპირი გადმოცემის გზით. მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მეოთხე საუკუნის დასაწყისიდან, ქართულმა სიმღერამ და საგალობელმა უდიდესი როლი ითამაშა ქართველი კაცის სულიერად აღზრდაში. ქართული ხალხური სიმღერა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, სუნთქვა და გულის ძგერაა. ამიტომაც ვემსახურები მას. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ანსამბლი "რუსთავი" უკვე შექმნილი იყო და ჩვენ ვეძებდით სიმღერებს ძველი ჩანაწერებში. გვინდოდა, ისეთი სიმღერები აღგვედგინა, რომლებიც ნაკლებად იყო ცნობილი.

იმ პერიოდის საქართველოში არ იყო ხალხური სიმღერის პროფესიული ანსამბლები. იყო ანსამბლი "შვიდკაცა", "გორდელა" და შემდეგ შეიქმნა "რუსთავი". სახლში ძველი ჩანაწერების საკმაოდ დიდი კოლექცია მქონდა ბაბუაჩემ არტემ ერქომაიშვილის კოლექციიდან. ეს იყო 1901 წლიდან 1914 წლამდე ჩაწერილი სიმღერები ფირფიტების სახით. ფირფიტების მოძიებამ ფართო ხასიათი მიიღო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავიწყე უცნობი სიმღერების, ჩანაწერების შეგროვება. ჩვენთვის შეუსწავლელ სიმღერებს უცნობ ოჯახებში დავეძებდით და საკმაოდ დიდი კოლექცია შევაგროვეთ. შემდეგ ჩავწერე და ამ სიმღერებს ანსამბლი "რუსთავი" ასრულებდა. მინდოდა, რომ ქართული ხალხური სიმღერა უცხოეთშიც გაგვეტანა და ძირების მოკვლევა დავიწყე.

 ამისათვის მოსკოვში წავედი. მოსკოვიდან, კრასნოგორსკში, რიგაში, ლონდონში, ლონდონიდან _ პარიზში. და ასე, ათეული წლების განმავლობაში, მართლაც, ბევრი ჩანაწერი აღმოვაჩინე. დაახლოებით ხუთასზე მეტი სიმღერა მოვიძიეთ და აღვადგინეთ.

_ რით განსხვავდება ქართული ხალხური სიმღერა სხვა ქვეყნის ხალხური სიმღერებისაგან?

_ იუნესკომ 2001 წლის 18 მაისს ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მრავალხმიანობა მთელ მსოფლიოში უნიკალურია. ქართული სიმღერის ჰარმონიულობა, წყობა განსხვავდება სხვა ერის სიმღერებისაგან. მრავალხმიანობა სხვა ქვეყნის ფოლკლორშიც გვხვდება, მაგრამ აქ ბევრად მარტივსა და პრიმიტიულ მრავალხმიანობას ვხვდებით. ჩვენი სიმღერები პოლიფონიურია, მაგრამ პოლიფონია ქართულ-ხალხურ სიმღერაში მხოლოდ მრავალხმიანობას არ ნიშნავს, სხვაგვარად აიხსნება. ჩვენს სიმღერებში იგი ხმების მოძრაობას, სირთულეს ნიშნავს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში არიან, მაგრამ ყველა ხმა დამოუკიდებლად ვითარდება.

ყველა ხმა განსაკუთრებულ ჰარმონიულ და პოლიფონიურ ქსოვილს ქმნის. მრავალხმიანობა ახასიათებს საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას. შეიძლება, არაპროფესიონალს ისინი სხვადასხვა ქვეყნის სიმღერა ეგონოს. ყველა კუთხეს განსხვავებული პოლიფონიურობა ახასიათებს. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია ზედა ორ ხმას შორის გაბმული ბანის ფონზე დიალოგი. დასავლეთ საქართველოში უმეტესად გავრცელებულია კონტრასტული პოლიფონია და ყველა ხმა დამოუკიდებლად მოძრაობს. სვანეთში დამახასიათებელი ხმების აკორდული მოძრაობაა. ქართული ხალხური სიმღერა ძირითადად სამხმიანია, მაგრამ გურიასა და აჭარაში ნადურებში შეიმჩნევა ოთხხმიანობა.

_ იწერება თუ არა თანამედროვე საქართველოში ხალხური სიმღერებივით დახვეწილი სიმღერები?

 _ საბჭოთა პერიოდში იწერებოდა სიმღერები, რომელთაც საერთო თემატიკა ჰქონდათ და იმიდროინდელ საბჭოთა ვითარებას ასახავდა. ზოგი იძულებით წერდა, ზოგსაც მართლა სწამდა და ლენინსა და სტალინზე თხზავდა სიმღერებს. ახლაც წერენ, თუმცა ისეთი ხარისხიანი სიმღერა, როგორიც "ჩაკრულო", "მრავალჟამიერი", "ხასანბეგურა" და "ოდოიაა", იმ პერიოდში არ შექმნილა. საბჭოთა პერიოდში შექმნილი სიმღერები საინტერესოა და ეს ცალკე შესწავლის საგანია. დღეს კომპოზიტორები საესტრადო სიმღერებს ქმნიან, მაგრამ მაღალი რანგის სიმღერები არ იწერება.

_ რა გეგმები აქვს ანსამბლ "რუსთავს"?

_ ახლახანს გამოვუშვით დისკი, რომელშიც ბევრი უცნობი სიმღერაა, რომელნიც აქამდე უცნობ ძველ ქართულ-ხალხურ სიმღერის ფესვებს ეყრდნობა. უცხოეთში ხშირად ვმოგზაურობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისში იშვიათად ვმართავთ სოლო კონცერტებს, რადგან აქ ძნელია სპონსორის პოვნა. უცხოეთში კი დამფინანსებლის პოვნა ბევრად იოლია და ამიტომ ვართ ხშირად საზღვარგარეთ.

 _ რას ეტყოდით თანამედროვე ქართველებს?

_ ქართული სიმღერა ჩემი სისხლი და ხორცია, როგორც მშობელს საკუთარი შვილები, ისე მიყვარს ყველა სიმღერა. რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე გამორჩეული სიმღერა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე არ მიყვარს. მას ლამაზ ყვავილს ვადარებ, რომელიც ყველა ადამიანს სიცოცხლეს უმშვენიერებს და უხანგრძლივებს. ჩემი აზრით, ცუდი სიმღერა არ არსებობს. არის მხოლოდ მისი ცუდი და კარგი შემსრულებელი. ვისურვებდი, რომ ქართული ხალხური სიმღერა მეტად იყოს დაფასებული, რადგან დღეს ჩვენ იმ გასაყარზე ვდგავართ, როდესაც საკუთარი მეტად უნდა დავაფასოთ.

დასავლეთიდან შემოსული უხარისხო სიმღერები ახალგაზრდების ყურადღებას იქცევს და საკუთარს, მამაპაპისეულს, ავიწყებს. დღეს, მართლაც, ბევრი კარგი ხალხური ანსამბლია, სადაც ახალგაზრდებს ქათული-ხალხური სიმღერის შესწავლა შეუძლიათ. და მოხარული ვიქნები, თუ ახალი თაობა საკუთარ ფესვებს იპოვის.

 ვფიქრობ, რომ დრო მოვიდა, ქართულ სიმღერას ყველამ მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ და ჩვენმა შვილებმა ჩვენი "იავნანა" ისწავლონ და არა უცხო ქვეყნისა.

ნათია ქოქაშვილი
2007.07.26 18:04
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 193 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63