შემოდგომიდან ფსიქოტროპულ პრეპარატებზე კონტროლი მკაცრდება
შემოდგომიდან ფსიქოტროპულ პრეპარატებზე კონტროლი მკაცრდება. სამინისტროსთან არსებული ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭო ახალ კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს.
კანონპროექტის თანახმად, შემუშავდა ფსიქოტროპული პრეპარატების სია, რომელთა რეალიზება რეცეპტის გარეშე შეუძლებელი იქნება, კანონდამრღვევი რეალიზატორი კი, უმკაცრესად დაისჯება.
გარდა ამისა, წამლის სააგენტოში შეიქმნება საინფორმაციო ბანკი, სადაც ყოველდღიურად მსგავსი პრეპარატების რეალიზების მაჩვენებელი დაფიქსირდება. კანონპროექტი პარლამენტში პირველივე სასესიო სხდომაზე შევა.