საქართველო ერაყში კონტინგენტს 1,700 სამხედროთი ამცირებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მიერ ერაყში სამშვიდობო მისიით მომსახურე სამხედროების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.
კეზერაშვილის განცხადებით, 2008 წლის ზაფხულისთვის ქართველი სამშვიდობოების რიცხვი ერაყში 2,000 სამხედრო მოსამსახურიდან 300 სამხედრომდე შემცირდება.