თბილისის საქალაქო სასამართლომ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს მიხეილ ქარელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.
მიხეილ ქარელი გუშინ დილით დააკავეს, როდესაც იგი თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით აპირებდა გამგზავრებას. მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვა აცილებდა.
ქარელს უკანონო მეწარმეობასა და ქრთამის გამოძალვაში სდებენ ბრალს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.