"სეპარატიზმი - მსოფლიო პრობლემაა", ამ საკითხზე აზერბაიჯანის, სერბეთის, ისრაელის წარმომადგენლებმა თბილისში მეცნიერული ნაშრომები წაიკითხეს.
გერმანიის ფედერალიზმის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია პოლიტიკური პარტია "ჩვენ თვითონის" ლიდერმა პაატა დავითაიამ გახსნა.
სერბეთის წარმომადგენლებმა შიდა კონფლიქტების თემაზე გადაღებული ფილმი წარმოადგინეს. საკონფერენციო თემების განხილვაში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმაც მიიღეს.