პოლიტიკური მოძრაობა 'ერთიანი საქართველოსთვის' ლიდერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, ოქრუაშვილი ბრალდების არც ერთ ეპიზოდში არ ცნობს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
გვიან ღამით სამართალდამცველებმა დაასრულეს ჩხრეკა ოქრუაშვილის სახლებში თბილისსა და სოფელ ტყვიავში, ასევე ჩხრეკა ჩატარდა მისი პარტიის ოფისში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დოკუმენტაცია და რეგისტრირებული იარაღი.