საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა მიხეილ ქარელი გაათავისუფლ
2007.10.10 17:53
სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს ხანში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ბრალდებული მიხეილ ქარელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ.
აღნიშნულ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს ქარელის ადვოკატი ტარიელ ჩოჩიშვილიც, რომელმაც „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საპროცესო შეთანხმება შედგეს“. მიხეილ ქარელი სამართალდამცავებმა 23 სექტემბერს ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს.