თუ ტელეკომპანია 'იმედი' მაუწყებლობას განაახლებს, ის ობიექტური უნდა იყოს, - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, ნებისმიერი ტელეარხი საქართველოში უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, რაც არ ნიშნავს ხელისუფლების ქება-დიდებას, მაგრამ კრიტიკა უსაფუძვლო ბრალდებებშიც არ უნდა გადაიზარდოს.