საქართველოში ამომრჩეველთა სიების ზუსტი მონაცემები უკვე დადგენილია. დღეიდან თითოეულ ამომრჩეველს შეუძლია ინტერნეტით შეამოწმოს საკუთარი თავი მონაცემთა ბაზაში. ამისთვის ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე უნდა შევიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ვერ აღმოაჩენს საკუთარ გვარს ამომრჩეველთა სიაში, უნდა დარეკოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე 003. დღესვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება სხდომა, სადაც ლევან თარხნიშვილი საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავჯდომარის მოადგილის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს.