2001 წლის 26 ივლისს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ოთხი თვის შემდეგ, სამართალდამცავებმა დააკავეს სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გრიგოლ ხურცილავა, რომელსაც 2003 წლის 9 ივლისს, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სანაიას ოჯახის წევრების განცხადებით, მკვლელობის საქმე არაობიქეტურად გამოიძიეს, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.