არველაძე: ტერორისტებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება არ იქნება
2006.07.26 13:14
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც კოდორის ხობაში უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.
არველაძის განცხადებით, 'ჩვენ ბანდიტებს საკადრის პასუხს გავცემთ და არანაირი დანდობა არ იქნება, ან დაყარონ იარაღი, ან განადგურდებიან'.
'ახლა არის მომენტი - ხეობა გავათავისუფლოთ ბანდიტებისგან,' - დასძიანა არველაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ ძირითადი ზრუნვის საგანი ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობაა.