პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის დათმობილი საეთერო დრო და პოზიცია: ამ მიმართულებებით მედიასაბჭო ტელეკომპანიებზე მონიტორინგს ატარებს.
ერთკვირიანი გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს ტელევიზიები თითქმის თანაბარ საეთერო დროს უთმობენ და მათდამი პოზიციაც ძირითადად ნეიტრალურია, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „რუსთავი-2“ უფრო მეტ დროს შალვა ნათელაშვილს უთმობს, ტელეკომპანია „მზე“ კი, განუზომლად დიდ დროს უთმობს მიხეილ სააკაშვილს, „იმედის“ არხზე 2 დღიანი მონაცემებით ლიდერობს ლევან გაჩეჩილაძე.
სიუჟეტების მიხედვით დადგინდა, რომ კანდიდატებისადმი ტელევიზიების განწყობა ძირითადად ნეიტრალურია, თუმცა სააკაშვილის ხსენება ყველა კონტექსში ნეიტრალურში, ნეგატიურსა და პოზიტიურშიც ყველა არხზე გაცილებით მაღალია. მედიასაბჭო მონიტორინგს 5 იანვრამდე ჩაატარებს, უფრო სრულყოფილ შედეგებს კი, შემდეგ კვირაში გამოაქვეყნებენ.