ეს არჩევნები მთელი საქართველოს გამარჯვებაა - ბაქრაძე
2008.01.05 16:32
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ცენტრალური საარჩევნო შტაბის სპიკერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მთელი საქართველოს გამარჯვებაა და არა ერთი კონკრეტული კანდიდატის. ამის შესახებ მან 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”ეს არჩევნები წარმატებული არჩევნები უნდა გახდეს და არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა განაწყოს მოსახლეობა იმაზე, თითქოს ეს არჩევნები გაყალბდება. ეს არჩევნები ერთი კონკრეტული კანდიდატის გამარჯვება არ არის - ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა”, - განაცხადა ბაქრაძემ.
”ეს აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს წინსვლისთვის და მე მოვუწოდებ ყველა ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტს, რომლებიც დილიდან ცდილობენ არჩევნების პროცესის დისკრედიტაციას, კარგად გაიაზრონ, რომ ამით ისინი ახდენენ საქართველოს მომავალი პროგრესის დისკრედიტირებას”, - აღნიშნა მან.