გადაცემა 'დროების' ჟურნალისტებმა ახალი ტელესტუდიის შექმნასთან დაკავშირევით განაცხადი გააკეთეს. ჟურნალისტების განცხადებით, ჩამოყალიბდა სტუდია 'ახალი დროება', რომელიც ანალიტიკურ გადაცემებს მოამზადებს და შუამავალი სტუდია GLTV საშუალებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.
GLTV საკუთარ თავზე იღებს ტექნიკურ უზრუნველყოფასაც. 'ახალი დროების' შემადგენლობაში არიან ჟურნალისტები ვაკო ავალიანი, სოსო ბარნაბიშვილი, დაჩი გრძელიშვილი, რუსუდან ცხომელიძე, ზაზა წულაძე, ლიზი ვაჩნაძე და დროების ტექნიკური ჯგუფი.
'ეს იქნება არაკომერციული ორგანიაზაცია, რომელიც დროების ჟურნალისტებმა დააფუძნეს. მალე დროება საკვირაო ტელეჟურნალს შემოგთავაზებთ, რომელსაც იგივე ჯგუფი მოამზადეს. იგი ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა, რაც შეეხევა წამყვანს, ეს ჯერჯერობით სიურპრიზია, თუმცა იგი საზოგადობისთვის ცნობილი და საყვარელი ჟურნალისტია', _ აცხადებს რუსუდან ცხომელიძე.
დაჩი გრძელიშვილის განცხადებით, ვინაიდან ერთი ადამიანის ხელში მობილიზებული ძალაუფლება ცუდ შედეგებს იძლევა, ამიტომ ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი ტელესტუდია ჩამოაყალიბეს, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. პროექტი ერთწლიანია და ეთერში მარტის პირველ რიცხვებში გავა.