საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ვენაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, სადაც შეხვდება ეუთო-ს მაღალჩინოსნებს, მათ შორის ეუთო-ს გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს.
შეხვედრებზე განიხილავენ საკითხებს რომლების უკავშირდება, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის არჩევნების შემდგომ პერიოდს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ჩატარებაც 2008 წლის მაისში იგეგმება.