'თუ კოსოვო დამოუკიდებლობას მიიღებს, მაშინ რუსეთს კიდევ ერთი საბაბი მიეცემა ისაუბროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე,' - ამ განცხადებას კონსტანტინე ზატულინი აკეთებს. რუსეთის სათათბიროს დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა გაეროში კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია დაიბლოკოს.