თბილისის მერი დღეს მრავალშვილიან ოჯახს დახმარებას გადასცემს
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს მრავალშვილიან ოჯახს დახმარებას გადასცემს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მერი ლოტკინის ხევის #34-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრება და 1000 ლარს გადასცემს.