ჯორჯ ბუშს აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის გარდა, ბუში ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე ისრაელის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, დანიის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებს.
როგორც ცნობილია, ჯორჯ ბუშს აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ვაშინგტონში დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლს ბარაკ ობამა ჩაიბარებს.
|