eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 00:32:39

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
პოლიტიკა
ხელები შორს პატრიარქისაგან, ხელები შორს!.

 


კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები

ძვირფასო მკითხველო! დღეს 2009 წლის თებერვალია. წაგებულია ომი და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, თუმცა ნებისმიერი მამულიშვილის ფიქრი, პირველ ყოვლისა, პატრიარქს დასტრიალებს. ერთმანეთში ირევა ჭორი და მართალი, ურწმუნოების მიერ გავრცელებული.

ქვეყანაში სრული ქაოსია!

პატრიარქი საფრთხეშია!

არ ვიცით რა იქნება ხვალ...

ყოველივე ამის გარკვევას ჯერ კიდევ 2008 წლის 31 იანვარს ცდილობდა "ჯორჯიან თაიმსი". დავბეჭდეთ კიდეც წინამდებარე სტატია, რომელმაც, როგორც ჩანს, აქტუალობა კვლავ არ დაკარგა. ამიტომაც, ძვირფასო მკითხველო, ვუშვებთ გამონაკლისს და უცვლელად გთავაზობთ თითქმის ერთი წლის წინანდელ სტატიას. დასკვნები თავად გამოიტანეთ.


 


_ "ზოგიერთის კრიტიციზმი კრეტინიზმში გადადის. ეს ფრიად დამახასიათებელია გონებრივად ვიწრო ადამიანებისათვის, რომელთაც ქმნილებაში ხინჯის ძიება უფრო აინტერესებთ, ვიდრე ჭეშმარიტებისა".

ეს სტროფები, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მე, რიგით ჟურნალისტს არ მეკუთვნის _ ასეთი რადიკალური დასკვნისთვის არც გამბედაობა მეყოფა და არც სტატუსი. ეს ქართული ფილოსოფიის ფუძემდებლის, ორატორის, სიბრძნისმეტყველის, მთარგმნელისა და პედაგოგის, შალვა ნუცუბიძის სიტყვები გახლავთ. თუმცა თავს უფლებას მივცემ და დღევანდელ სტატიაში სახელგანთქმულ ფილოსოფოსს ნაწილობრივ დავესესხები.

გარშემო მიმოიხედე, მეგობარო და კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილ გონებრივად ვიწრო არსებებს მრავლად დაინახავ: ისინი აკრიტიკებენ ამინდს (იმიტომ, რომ თოვს და ყინავს), აკრიტიკებენ მზეს (იმიტომ, რომ ვერ ათბობს), აკრიტიკებენ კარის მეზობელს (იმიტომ, რომ სამსახური იშოვა), აკრიტიკებენ მეგობრის ქმარს (იმიტომ, რომ გამელოტდა), აკრიტიკებენ ნათესავის ცოლს (იმიტომ, რომ ლამაზია), აკრიტიკებენ თანამშრომელს (იმიტომ, რომ ხელფასი მოემატა), აკრიტიკებენ ჟანგს (იმიტომ, რომ თოფი შეჭამა), აკრიტიკებენ ვირთაგვას (იმიტომ, რომ მსუნაგია), აკრიტიკებენ ძაღლს (იმიტომ, რომ შესაძლოა გაცოფდეს), აკრიტიკებენ ლარს (იმიტომ, რომ "გამყარდა"), აკრიტიკებენ მეფე ერეკლეს (იმიტომ, რომ "რუსეთს მიგვაერთა")...

კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილი, გონებრივად ვიწრო არსებები ჩვენში დაუნდობლად აკრიტიკებენ, აგრეთვე, პოპულარულ ჟურნალისტებს, წარმატებულ ბიზნესმენებს, პატრიოტ და გულწრფელ პოლიტიკოსებს, სახელგანთქმულ სპორტსმენებს. კრიტიკა მათი პროფესია და მოწოდებაა.

ეს "კრიტიკოსები" თვით საქართველოსაც აკრიტიკებენ, სახეს მანჭავენ, ხელებს შლიან და გმინავენ: ერთხელ დაიბადო ამქვეყნად და ისიც საქართველოში?!

არადა, ეს "კრიტიკოსები" ბედის განგებით იმ ქვეყნის შვილები არიან, რომელსაც:

"წარსულში ჰქონია ასეთი პერიოდი, როცა ქვეყანა იფურჩქნებოდა, როცა ქართველი მეფეები მთელი კავკასიის ისთმოსს, ორ ზღვას შუა მდებარე მხარეს განაგებდნენ ტამანის ტალახიანი ვულკანებიდან, ვიდრე მარად ცეცხლოვან ბაქომდე. ბეშთაუს ხუთი მთაგრეხილიდან, ვიდრე სომხეთის ზეგანის სიღრმემდე გაშლილ ქვეყანაზე ბატონობდნენ"
(პროფ.დოქტ. კარლ კოხი. "`მოგზაურობა საქართველოში". 1847)

კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები, რომლებიც წუხან, რომ ერთხელ დაიბადნენ ამქვეყნად და ისიც საქართველოში, ყბის მონგრევამდე აკრიტიკებენ ყველაფერს და ყველას.

თვით  უწმიდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ილია მეორესაც აკრიტიკებენ!

_ არ დავცხრე, ვიდრე ვიყო, _ ბრძანებდა საუკუნეების წინ კათოლიკოსი ანტონ პირველი (ბაგრატიონი 1720-1788). მეცნიერი და ლიტერატორი, განმანათლებელი და კლასიკური ენების უბადლო მცოდნე, ვახტანგ მეექვსის ძმისშვილი და ერეკლე მეორესთან თანაშეზრდილი, 19 წლისა ბერად აღკვეცილი.

_ ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები.

_ დასძენდა მოგვიანებით კიდევ ერთი სულმნათი კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი, ამბროსი ხელაია (ბესარიონი. 1861-1927), მკვლევარი და ფილოსოფოსი. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეთა პირისპირ მებრძოლი დიდბუნებოვნად ითმენდა "ტარტაროზში"~ დაბეჭდილი ბინძური ლექსებით დაცინვასა და ქილიკს. 1924 წელს ქართულმა სასამართლომ კათოლიკოს-პატრიარქს რვა წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ესეც აიტანა და დაითმინა ბრძენკაცმა.
რა დროს არ იყვნენ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე დღევანდელი გონებრივად ვიწრო "კრიტიკოსები"?! "ტარტაროზს" მრავალათასიან ტირაჟებით დაბეჭდავდნენ და თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიებით, დამშეული ვირთაგვებივით დაესხმოდნენ თავს კათოლიკოს-პატრიარქს.

"ტარტაროზის" უკან ჩასაფრებული "`კრიტიკოსები" წითელი ფლომასტერით გადახაზავდნენ კიდევ ერთი უდიდესი პატრიოტის, იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის (1825-1896) სწავლებას: "განიშორეთ" ყოველი უშვერი სიტყვა პირისაგან თქვენისა. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალება ილია ჭავჭავაძემ ეროვნულ გლოვას გაუთანაბრა და გაენათში შემდეგი სიტყვები ბრძანა: დიახ, ბატონებო, მისი ბაგით თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი, რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის, როდისღა გვაღირსებს ღმერთი ამისთანა კაცს...

მრავალმოწყალეა უფალი, ჩემო კეთილო მკითხველო და მისი შეწევნით, ზემოხსენებული სულმნათი საეკლესიო მოღვაწეებისა და შეუპოვარი მამულიშვილების მემკვიდრედ ერის სულიერი მამა და წინამძღვარი, ჩვენთვის დაუღალავად მლოცველი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოგვივლინა. ილია შიოლაშვილი _ ეს სახელი უდიდესი პატივით მოიხსენიება მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.

მან აღზარდა, გეენას ცეცხლს მაქსიმალურად აარიდა და ჭეშმარიტ ქრისტიანებად აქცია დასაღუპად განწირული "ჯინსების თაობა".

კომუნისტური ათეიზმის მარწუხებისაგან გამოგლეჯილებს თავიდან გვასწავლა ლოცვა, გაგვიადვილა მარხვა, შეგვაყვარა მტერი და გაგვიმრავლა მოყვარე. მაგრამ, რა ვუყოთ კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილებს, რომლებიც მეზობლის ნათესავის დისშვილის ნარკომანი ქმრის "კრიტიკის" შემდეგ უსათნოესი პატრიარქის "კრიტიკოსობაში" იმაღლებენ სამეცნიერო ხარისხებს?

ზოგი "კრიტიკოსი" ილია მეორეს მრავალათასიან მიტინგებზე მიუსვლელობას არ პატიობს, ზოგი ზედმეტად ლავირებადიაო, ქირქილებს. ზოგს ჩვენი პატრიარქის "დიპლომატიურობაში" ეპარება ეჭვი. ეკლესიებს გვინგრევენ და პატრიარქი დუმსო, გული უწუხს ზოგ "კრიტიკოსს".

_ ეს რაა იმასთან შედარებით, რაც საპატრიარქოში ხდება, მაფია ჭამს იქაურობასო, ქირქილებს ზოგი. ზოგ "კრიტიკოსს" ერის სულიერი მამა ერთი რიგითი ჯარისკაცი ჰგონია და პავლე მოროზოვივით ტანკს რომ არ ეფარება, გამბედაობას უწუნებს.

საზოგადოება მძაფრად პოლარიზებულია. "დააცხვრე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა" , ჩუმად კითხულობს ფსალმუნს ტაძარში გარინდებული მრავალათასიანი ღრმადმორწმუნე მრევლი და ყოველი მათგანი მზადაა, თავი შესწიროს უფალს და თავის საყვარელ პატრიაქრს, ილია მეორეს.

"ტარტაროზის" უკან შეკუჭული კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები კი ხმამაღლა აკრიტიკებენ ერის სულიერ მამას:

_ პატრიარქი მიშას ინაუგურაციაზე მაინც მივიდაო, ცხარობენ.

_ ვაი არს, რომელი იტყვიან ბოროტს კეთილად, _ კითხულობს ლუკას სახარებას მართლმადიდებელი მრევლი...

_ საპატრიარქოს ხელისუფლებამ ჯიპები ჩამოურიგაო, _ იღრინებიან კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები.
და უნებურად მაგონდება ორი ათასი წლის წინანდელი ბრბოს ფანატიკური ღრიალი: ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ. ჯვარს აცუ.

_ საჯენ უფალო მაგინებელნი ჩემნი, და ბრძოლე მბრძოლთა ჩემთა, _ კითხულობს აღმაშენებელის "გალობანს" ღრმადმორწმუნე მრევლი.

_ საპატრიარქოში მაფიაა, მა-ფი-ა! _ თმას იწეწავენ და კვლავ ყელისჩახლეჩვამდე გაჰკივიან კრიტიციზმიდან კრეტინიზმში გადაჩეხილები და ერის პატრიარქის ყოველ ნაბიჯს ბინძური ლუპებით აკვირდებიან...

 

ნანა გაგუა, "ჯორჯიან თაიმსის"გამომცემელი
2009.02.20 16:16
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 116 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63