თბილისში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ
2009.03.30 14:09
თბილისში დღეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ დღევანელ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებზე განხილული იქნება, თუ როდის გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი და რა საკითხი განიხილება აღნიშნულ მოლაპარაკებაზე.
შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. თანათავმჯდომარეებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართეს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან.