რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი დღეს სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოვა.
როგორც „რია ნოვოსტი“ პრემიერის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება, ეს იქნება რუსეთის მთავრობის პირველი ანგარიში დეპუტატების წინაშე, მას შემდეგ რაც შესაბამისი კანონი იყო მიღებული და პრემიერი დუმაში კონცეპტუალური გამოსვლით წარსდგება.
რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დუმას მიენიჭა უფლებამოსილება მთავრობის მუშაობას კონტროლი გაუწიოს და ეს თავის მხრივ ავალდებულებს მთავრობას პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგეს.
დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ პრემიერ პუტინს კითხვები დაუსვან.
მალხაზ გულაშვილის შესახებ