|
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ქართველი სტუდენტის შეკითხვას უპასუხა.
გიორგი ჭოლაძის კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მოსკოვს მიხეილ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ სურს.
“მივიჩნევ, რომ დრამატული მოვლენები, როლებიც მოხდა, არ არასახავს იმ ღრმა სიმპათიას, რომელსაც ყოვეთვის განიცდიდა რუსი ხალხი ქართველების მიმართ და - პირიქით; არ ასახავენ არც იმ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღეს მე-18, მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთი ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფო წარმოქმნას. ყველაფერი, რაც მოხდა, გულახდილად გეუბნებით, არის საქართველოს ხელმძღვანელი პირების ბრალი”, - აღნიშნა მედვედევმა. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და აღუთქვა დახმარება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. “ერთი ადამიანის შეცდომებისთვის ადამიანების დიდი რაოდენობას მოუწია საფასურის გადახდა. საომარი მოქმედებები არადროს არ უწყობს ხელს სახელმწიფოს გამყარებას. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კეთილი და მეზობლური დამოკიდებულება, ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ქართველ ხალხს, მაგრამ არ მინდა არანაირი ურთიერთობა პრეზიდენტ სააკაშვილთან და არც ვაპირებ მასთან ურთიერთობას. თუ დემოკრატიული პროცესების შედეგად საქართველოში ხელისუფლება ადრე თუ გვიან შეიცვლება, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად”, - აცახდებს რუსეთის პირველი პირი.
|