|
იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ საგანგებო ვითარების გამოცხადების თდეკრეტი გამოსცა.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია, რომელთა შორის 5 ბავშვია. 30-ზე მეტი ადმიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
ამასთან, უბედურების ზონაში, შესაძლოა, 10 ათასამდე დანგრეული სახლი აღმოჩნდეს. პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, ვითარება უკიდურესად რთულია და მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს; არიან დაშავებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
მიწისძვრა წუხელ იტალიის ცენტრალურ ოლქში, აბრუცოში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა მეზობელ ლაციოს ოლქში. ქალაქ აქუილაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,8 ბალს მიაღწია. ქალაქის ცენტრში რამდენიმე შენობა დაინგრა და ხალხი ნანგრევებში მოჰყვა.
|