საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ენერგეტიკული მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სამ ქვეყანას შორის ელექტრონერეგიის ქსელის სიმძლავრის და ენერგიის გაცვლა-გაყიდვის პროცესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მხარეთა განმარტებით, სამ ქვეყანას შორის მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება პროექტში მონაწილე მხარეთა ეკონომიკის ზრდაზე. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო გავითარების სააგენტომ დააფინანსა.