ნინო ბურჯანაძე - ორშაბათიდან აქციებზე გაცილებით მეტი ხალხი მოვა
რეგიონების მოსახლეობამ არ იცის სიმართლე თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამის შესახებ ნინო ბურაჯანძემ სასატუმრო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორშაბათიდან აქციებზე გაცილებით მეტი ხალხი მოვა, ვინაიდან გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას. სამწუხაროდ, რეგიონების მოსახლეობას თბილისში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან დიალოგის საკითხს, ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია კვლავინდებურად მზად არის, ილაპარაკოს ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - ხელისუფლების გადადგომა.
„ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად და ქვეყნისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.