საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა გრიგოლ ვაშაძისა და ჰილარი კლინტონის დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
“ეს გახლავთ კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე. ბრიუსელში მათ უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, მცირე ხნით შეხვედროდენ ერთმანეთს და ესაუბრათ, როგორც კონფლიქტების, ისე, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ”, - განაცხადა ჯონ ტეფტმა, რომელმაც დღეს რუსთავის ტერიტორიაზე გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მისივე თქმით, საქართველო და ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან, გრძელდება ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში ხელმოწერილ საკითხებზე თანამშრომლობა და ამ ურთიერთობას წინსვლა ეტყობა.
|