დღეს წითელი პარასკევია - დღე რომელიც მორწმუნე ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე დღედ ითვლება. ამ დღეს საეკლესიო მსახურება ქრისტეს ჯვარზე ვნებას ეძღვნება, რის გამოც წითელ პარასკევს წირვა არ აღევლინება.
ყველა მოქმედ ტაძარში გამთენიისას 12 ვნების სახარება წაიკითხეს. მოგვიანებით კი შუა ტაძარში წმინდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ. ამ წესს კათალიკოს-პატრიარქი სამებაში ორი საათისთვის აღასრულებს.